საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17 წლის გოგონას სიკვდილი კოვიდინფექციას არ უკავშირდება" - გაბუნიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები თვის ბოლომდე დაიდება
"17 წლის გოგონას სიკვდილი კოვიდინფექციას არ უკავშირდება" - გაბუნიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები თვის ბოლომდე დაიდება

ეს შემ­თხვე­ვა არ უკავ­შირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას. სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის რე­ა­გი­რე­ბა იყო მყი­სი­ე­რი და სა­უ­ბე­დუ­როდ, უკვე ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა იყო დამ­დგა­რი, როცა ბი­ნა­ზე ბრი­გა­და მი­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ 17 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

გა­ბუ­ნი­ას თქმით, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კის გა­მოწ­ვე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„შე­სა­ფე­რი­სი პრო­ცე­დუ­რა აქვს სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის დად­გე­ნას და ესეც დად­გინ­დე­ბა. დე­ზინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ისე­დაც და­ძა­ბულ და რთულ პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო მეტი პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, რაც არის ძა­ლი­ან და­მა­ზა­რა­ლე­ბე­ლი და და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და პა­ნი­კის გა­რე­შე, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მივ­ყვეთ იმ პრო­ცე­დუ­რებს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დე­ბი იყოს მარ­თუ­ლი შე­სა­ფე­რი­სად, რის­თვი­საც არის პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვა, სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი და სა­ა­ვად­მყო­ფოს ქსე­ლი. რა თქმა უნდა, არის რთუ­ლი ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დე­ბის მარ­თვა, მაგ­რამ სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით ეს ხერ­ხდე­ბა, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ და ჩვენც ყო­ველ­თვის ვცდ­ლი­ლობთ, რომ რო­გორც კი არის ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, მა­შინ­ვე მოხ­დეს სა­თა­ნა­დო გან­მარ­ტე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცალ­კე­ულ საქ­მე­ებ­ზე, სა­დაც შე­საძ­ლოა, გა­დაც­დო­მა გა­მო­იკ­ვე­თოს, დას­კვნე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე თვის ბო­ლომ­დე და­ი­დე­ბა. უწყე­ბას ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი აქვს, სა­ბო­ლოო დას­კვნე­ბი კი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო­ში გან­ხილ­ვის შემ­დეგ იქ­ნე­ბა.

„შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბის და­დე­ბას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ექ­სპერ­ტებ­მა უნდა გა­ა­კე­თონ შე­ფა­სე­ბა, რაც გა­ივ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს და შემ­დეგ უკვე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ამას სჭირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, სულ მცი­რე 2 კვი­რი­დან ერთ თვემ­დე დრო სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბის­თვის. შემ­დეგ არის გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო­ში, თუ ეს რჩე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ხილ­ვის ფარ­გლებ­ში. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაც­დო­მის შემ­თხვე­ვებს გა­ნი­ხი­ლავს. თუ სად­მე იკ­ვე­თე­ბა ისე­თი გა­დაც­დო­მა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ გა­დაც­დო­მებს სცილ­დე­ბა, მა­შინ ეს ხდე­ბა სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცია და საქ­მე შე­სას­წავ­ლად შე­სა­ფე­რის სამ­სა­ხუ­რებს გა­და­ე­ცე­მა. ვფიქ­რობ, უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი დე­კემ­ბერ­ში გვექ­ნე­ბა. ახლა მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი გვაქვს. სა­ბო­ლოო დას­კვნა სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
0

ამ ბულოჩკასაც, ტრიკოტაჟის სამედიცინო აკადემიი,ს გასისინებული დიპლომი ექნება ალბაათ!:))))

!!!
0

თქვენს ხელში არაა, ცესკოს ანგარიშებივით)))) რასაც გინდათ იტყვით და დაწერთ! საერთოდ, ავადმყოფების ისტორიებს ექიმები წერენ სასამართლოსთვის, საჭიროებისას როგორ დაიძვრინონ თავი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"17 წლის გოგონას სიკვდილი კოვიდინფექციას არ უკავშირდება" - გაბუნიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები თვის ბოლომდე დაიდება

"17 წლის გოგონას სიკვდილი კოვიდინფექციას არ უკავშირდება" - გაბუნიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები თვის ბოლომდე დაიდება

ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი, როცა ბინაზე ბრიგადა მივიდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.

„შესაფერისი პროცედურა აქვს სიკვდილის მიზეზის დადგენას და ესეც დადგინდება. დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც არის ძალიან დამაზარალებელი და დანაშაულის ტოლფასი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე, კოორდინირებულად მივყვეთ იმ პროცედურებს, რომელიც არსებობს, პაციენტების ნაკადები იყოს მართული შესაფერისად, რისთვისაც არის პირველადი ჯანდაცვა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახური და საავადმყოფოს ქსელი. რა თქმა უნდა, არის რთული ამ პაციენტების ნაკადების მართვა, მაგრამ სირთულის მიუხედავად მაქსიმალური მობილიზაციით ეს ხერხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დეზინფორმაციისგან თავი შევიკავოთ და ჩვენც ყოველთვის ვცდლილობთ, რომ როგორც კი არის ცრუ ინფორმაცია, მაშინვე მოხდეს სათანადო განმარტება,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცალკეულ საქმეებზე, სადაც შესაძლოა, გადაცდომა გამოიკვეთოს, დასკვნები სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლომდე დაიდება. უწყებას ამ დროისთვის მხოლოდ წინასწარი შედეგები აქვს, საბოლოო დასკვნები კი პროფესიული განვითარების საბჭოში განხილვის შემდეგ იქნება.

„შემთხვევების შესახებ მოკვლევის შედეგების დადებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ექსპერტებმა უნდა გააკეთონ შეფასება, რაც გაივლის პროფესიული განვითარების საბჭოს და შემდეგ უკვე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ამას სჭირდება დაახლოებით, სულ მცირე 2 კვირიდან ერთ თვემდე დრო საექსპერტო შეფასებისთვის. შემდეგ არის გარკვეული პროცედურები პროფესიული განვითარების საბჭოში, თუ ეს რჩება პროფესიული განხილვის ფარგლებში. ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიული გადაცდომის შემთხვევებს განიხილავს. თუ სადმე იკვეთება ისეთი გადაცდომა, რომელიც პროფესიულ გადაცდომებს სცილდება, მაშინ ეს ხდება სხვა ორგანოების კომპეტენცია და საქმე შესასწავლად შესაფერის სამსახურებს გადაეცემა. ვფიქრობ, უკვე დასრულებული ანგარიშები დეკემბერში გვექნება. ახლა მხოლოდ წინასწარი შედეგები გვაქვს. საბოლოო დასკვნა საექსპერტო შეფასების საფუძველზე იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

კახი კავსაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა - მსახიობის ფოტო კლინიკიდან

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ხმაური პარლამენტთან - სამოქალაქო ატივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა