სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინაუგურაციაზე საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღე პირბადე ატარონ" - ჯო ბაიდენი მზადაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს
"ინაუგურაციაზე საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღე პირბადე ატარონ" - ჯო ბაიდენი მზადაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს

აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი აცხა­დებს, რომ ის აპი­რებს, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს ამე­რი­კე­ლებს პირ­ბა­დე­ე­ბის 100 დღით ტა­რე­ბა სთხო­ვოს, რაც, მისი აზ­რით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს.

"ინა­უ­გუ­რა­ცი­ის პირ­ველ დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვ, 100 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ბა­დე ატა­რონ. მხო­ლოდ 100 დღით და არა სა­მუ­და­მოდ. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვან შემ­ცი­რე­ბას და­ვი­ნა­ხავთ. ვაქ­ცი­ნა­ცია და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს რი­ცხვებს," - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, გეგ­მავს გა­მოს­ცეს ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აშშ-ის სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბებ­ში, ისე­ვე რო­გორც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა.

ამას­თან, ჯო ბა­ი­დე­ნის გა­ნა­ცხა­დე­ბით, მზად არის, ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ჯა­როდ ჩა­ი­ტა­როს იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა შე­ამ­ცი­როს.

"ადა­მი­ა­ნებ­მა ვაქ­ცი­ნის მი­მართ ნდო­ბა და­კარ­გეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას გა­ა­კე­თე­ბენ პრე­ზი­დენ­ტი და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი," - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე სთხო­ვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წამ­ყვან ექ­სპერტს, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის, რომ ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლოს და კო­ვიდ 19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის გუნ­დის მთა­ვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვოს.

ცნო­ბი­სათ­ვის, აშშ-ში პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დრო­ი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის 14 მი­ლი­ონ­ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 275 000-ს აჭარ­ბებს.

ამა­ვე თე­მა­ზე: ობა­მა, ბუში და კლინ­ტო­ნი კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ი­კე­თე­ბენ - "მე ვენ­დო­ბი მეც­ნი­ე­რე­ბას“

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
20

შენ რა გენაღვლება, ცალი ფეხი იქეთ გაქვს უკვე.

ტრეი
13

ჯო "რეი ბანით" უფრო ქარიზმატულია ვიდრე პუტინი "1000000-ანი აურუსით".......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ინაუგურაციაზე საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღე პირბადე ატარონ" - ჯო ბაიდენი მზადაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს

"ინაუგურაციაზე საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღე პირბადე ატარონ" - ჯო ბაიდენი მზადაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის აპირებს, ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარება სთხოვოს, რაც, მისი აზრით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

"ინაუგურაციის პირველ დღეს საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ. მხოლოდ 100 დღით და არა სამუდამოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვან შემცირებას დავინახავთ. ვაქცინაცია და პირბადის ტარება მნიშვნელოვნად შეამცირებს რიცხვებს," - აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში, ისევე როგორც სატრანსპორტო საშუალებებში, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

ამასთან, ჯო ბაიდენის განაცხადებით, მზად არის, ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რომ საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს.

"ადამიანებმა ვაქცინის მიმართ ნდობა დაკარგეს. მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი," - აღნიშნა ბაიდენმა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე სთხოვა ინფექციური დაავადებების წამყვან ექსპერტს, ენტონი ფაუჩის, რომ ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა გააგრძელოს და კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გუნდის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს.

ცნობისათვის, აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 14 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 275 000-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე: ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“

"პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პანდემიას გადალახავს" - რას ამბობს ისრაელის პრემიერი, სადაც მოსახლეობას უკვე ერთი კვირაა ვაქცინაცია უტარდება

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ამჯერად ნიგერიაში გამოვლინდა - რა არის ცნობილი ვირუსის ამ სახეობაზე?

ეთიოპიის სამხედრო ძალებმა 42 შეიარაღებული პირი მოკლეს - მომხდარს წინ უძღოდა ეთნიკურ ნიადაგზე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა