სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტივდება ტესტირების პროცედურა" - ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახალი დადგენილება გააცნო
"მარტივდება ტესტირების პროცედურა" - ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახალი დადგენილება გააცნო

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სტა­ცი­ო­ნა­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ყვე­ლა ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვა ევა­ლე­ბათ კო­რო­ნა­ვირუს­ზე.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, აქამ­დე კო­რო­ნა­ვირუს­ზე იკ­ვლევ­დნენ ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

„ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ევა­ლე­ბა ყვე­ლა ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე. აქამ­დე ეს ხდე­ბო­და მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ზე, ვი­საც ჰქონ­და ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა და წვე­ბოდ­ნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რათა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, იყო ეს კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია თუ სხვა მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცხე­ლე­ბა. დღეს უკვე ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვისი სტა­ცი­ო­ნა­რი­ზე­ბაც ხდე­ბა, ჩა­უ­ტა­რონ გა­მოკ­ვლე­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, ტეს­ტი­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­დე­გად ყო­ველ­დღი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR და ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20 000-მდე გა­იზ­რდე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მარ­ტივ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა და მო­ქა­ლა­ქე­ებს ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა ოჯა­ხის ექი­მის მიერ გა­და­მი­სა­მარ­თე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლე­ბათ.

„უკვე ერთი თვეა გარ­და PCR ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა ასე­ვე ვი­ყე­ნებთ ახა­ლი გე­ნე­რა­ცი­ის ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სწრაფ ტეს­ტებს, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წუთ­ში სიმპტო­მე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტებ­ში საკ­მა­ოდ ვა­ლი­დურ შე­დეგს იძ­ლე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ ტარ­დე­ბა 10 000-დან 12 000-მდე PCR ტეს­ტი და 3 000 - 3 500 ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტი.

გუ­შინ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე კი­დევ ერთხელ იყო მსჯე­ლო­ბა ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მო­ვი­და მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა ტეს­ტი­რე­ბის გა­ა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ყო­ველ­დღი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში თან­და­თა­ნო­ბით 20 000-მდე ავი­დეს. ამ მიდ­გო­მის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, რომ შე­და­რე­ბით სწრა­ფად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას მივ­მარ­თო, რომ ამ შე­თა­ვა­ზე­ბით ისარ­გებ­ლონ. მათ­თვის უფრო მე­ტად გა­ი­ოლ­დე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა. ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, ვი­საც კო­ვი­დის შე­სა­ბა­მი­სი სიმპტო­მე­ბი აქვს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თონ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას ბა­რი­ე­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მსუ­ბუქ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქის­თვის. სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა ტეს­ტი­რე­ბის­თვის ოჯა­ხის ექი­მის მიერ გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის ექიმ­მაც გა­და­ა­მი­სა­მარ­თონ და თვით­დი­ნე­ბი­თაც მი­მარ­თონ“,-აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ღმერთმა გონება გაგინათოთ

ადამიანი
0

ეს ტესტი ფასიანია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მარტივდება ტესტირების პროცედურა" - ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახალი დადგენილება გააცნო

"მარტივდება ტესტირების პროცედურა" - ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ახალი დადგენილება გააცნო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებს ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა ევალებათ კორონავირუსზე.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აქამდე კორონავირუსზე იკვლევდნენ ჰოსპიტალიზირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

„ყველა სტაციონარული დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, ვისაც ჰქონდა ცხელებით მიმდინარე დაავადება და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება გაკეთებულიყო, იყო ეს კორონავირუსული ინფექცია თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარონ გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განაცხადებით, ტესტირების გაფართოების შედეგად ყოველდღიურად ჩატარებული PCR და ანტიგენზე დამყარებული ტესტების რაოდენობა 20 000-მდე გაიზრდება.

მისივე თქმით, ახალი დადგენილების თანახმად, მარტივდება ტესტირების პროცედურა და მოქალაქეებს ტესტის ჩატარება ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართების გარეშეც შეეძლებათ.

„უკვე ერთი თვეა გარდა PCR ტექნოლოგიისა ასევე ვიყენებთ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც დაახლოებით 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტებში საკმაოდ ვალიდურ შედეგს იძლევა. ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ ტარდება 10 000-დან 12 000-მდე PCR ტესტი და 3 000 - 3 500 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი.

გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით. გამოვიდა მთავრობის დადგენილება და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ტესტირების გააფართოებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რომ რამდენიმე დღეში ყოველდღიური ტესტირება ქვეყანაში თანდათანობით 20 000-მდე ავიდეს. ამ მიდგომის ძირითადი მიზანია, რომ შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ ამ შეთავაზებით ისარგებლონ. მათთვის უფრო მეტად გაიოლდება და ხელმისაწვდომი გახდება ტესტირება. ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც კოვიდის შესაბამისი სიმპტომები აქვს დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება სამედიცინო დაწესებულებისა და მოქალაქისთვის. საჭირო აღარ იქნება ტესტირებისთვის ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართება. შეიძლება ოჯახის ექიმმაც გადაამისამართონ და თვითდინებითაც მიმართონ“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

რეკორდული დღიური მაჩვენებელი - საქართველოში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენ ვართ თავად მიწას მიბარებული...თეკლას დაკარგვა აუწონავი სიმძიმეა" - რას წერს კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგონას მამა

"მთავარი არხის” ინფორმაცია, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, სიცრუეა - ჯანდაცვის სამინისტრო