პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოსავლების სამსახური 300-ლარიან კომპენსაციებზე განმარტებას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური 300-ლარიან კომპენსაციებზე განმარტებას ავრცელებს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რო­გორ უნდა მი­ი­ღონ დახ­მა­რე­ბა იმ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც შე­ზღუდ­ვე­ბის გამო საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­ჩერ­დათ.

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს გა­დამ­ხდე­ლებს და კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სარ­გებ­ლო­ბის­თვის უწყე­ბას დად­გე­ნილ ვა­დებ­ში მი­ა­წო­დონ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია.

„დღე­ი­დან, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­ი­წყო 300-ლა­რი­ა­ნი ერთჯე­რა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად იმ პირ­თა რე­გის­ტრა­ცია, რო­მელ­თაც 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ საქ­მი­ა­ნო­ბა და ობი­ექ­ტზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

სა­რე­გის­ტრა­ციო გა­ნა­ცხა­დე­ბი უნდა აიტ­ვირ­თოს გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის, დამ­ქი­რა­ვებ­ლი­სა და ობიქ­ტის მფლო­ბე­ლის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის გვერ­დი­დან eservices.rs.ge.

პირ­ვე­ლა­დი გა­ნა­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 3 დე­კემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, ხოლო წარ­დგე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა, 28 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

კი­დევ ერთხელ, დე­ტა­ლუ­რად გან­ვმარ­ტავთ, რომ შე­მო­სა­ვა­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი თა­ვად წარ­მო­ად­გე­ნენ ელექ­ტო­ნულ გა­ნა­ცხადს ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის გვერ­დი­დან, ხოლო და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე და არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ თვით­და­საქ­მე­ბულ სუ­ბი­ექ­ტებ­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ას, ასე­ვე, ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის გვერ­დი­დან წარ­მო­ად­გე­ნენ დამ­საქ­მებ­ლე­ბი ან/და დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბი/ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი, არი­ან ის ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად ეწე­ოდ­ნენ ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იმ პი­რის ობი­ექ­ტზე, რო­მელ­საც 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო შე­უ­ჩერ­და საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის/ობი­ექ­ტზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის/წვდო­მის უფ­ლე­ბა.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს გა­დამ­ხდე­ლებს და კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სარ­გებ­ლო­ბის­თვის უწყე­ბას დად­გე­ნილ ვა­დებ­ში მი­ა­წო­დონ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი წარ­დგე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ამოწ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა პირი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მის პი­რო­ბას, ად­გენს შე­სა­ბა­მის პირ­თა ნუს­ხას და 3 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს წა­რუდ­გენს შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბის მიერ, ასე­ვე, 3 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის ჩა­რი­ცხვის პრო­ცე­სი.

კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ აქვთ პი­რებს, რომ­ლებ­ზეც ფიქ­სირ­დე­ბა სა­ხელ­ფა­სო გა­ნა­ცე­მი სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან, ეროვ­ნუ­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­დან, ასე­ვე სა­წარ­მო­დან, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის/წი­ლის 50%-ზე მეტს ფლობს სა­ხელ­მწი­ფო, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კა ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომო
0

ბანკებზე რომ გაგვხადეᲗ დამომიდებული და განვადებები ვისაც აქვს და სესხები რომ გვაყაᲩაᲦებ და ასე Შემდეგ კონტროლი რომ არაგაქვᲗ საერᲗოდ და მარტო Შემოსავლებზე ფიქრობᲗ....ვინც დაკარგა სამუᲨაო და იᲦებდა 600 ᲗვეᲨი 300 ლარი რაᲨი ეყოფა...ვისაც მიკროსაფინასობიდა სესხები და ბანკებიდან სესხი აქვს გაუნულეᲗ და 1000 ლარი მიეციᲗ კიდო ვინც დაკარგა სამუᲨაო

! მომაქციეთ ყურადღება
0

კოვიდამდეც რომ უმუშევარი ვიყავი, და ეხლაც ესე ვარ, ბოლო 2 წელია...მანამდე ვსწავლობდი

 

ჩვენ არაფერი?

ანუ უმუშევრებს წყალი მხოლოდ? და სხვის ხარჯზე სამადლობლად არსებობა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

შემოსავლების სამსახური 300-ლარიან კომპენსაციებზე განმარტებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური 300-ლარიან კომპენსაციებზე განმარტებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, როგორ უნდა მიიღონ დახმარება იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებსაც შეზღუდვების გამო საქმიანობა შეუჩერდათ.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

„დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

სარეგისტრაციო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან eservices.rs.ge.

პირველადი განაცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავალების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ" - პრემიერი ბიუჯეტის მიზნებსა და ბიზნესისა და სოციალური მხარდაჭერის მე-4 ტალღაზე

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება - რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა?

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება - დეტალური ინფორმაცია