მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის განმარტებით, 24 წლის ნინო გულიკაშვილის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა და თანმხლები დაავადება გახდა.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 24 წლის პაციენტს გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, რის შესახებაც თავად არ იცოდა. მისი განმარტებით, პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ჭარბი წონა და ფილტვების ორმხრივი პნევმონია.
„ჩვენს კლინიკაში პაციენტი სასწრაფომ 18 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 სთ-ზე შემოიყვანა. გადმოიყვანეს ტესტირებისთვის რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველება, ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე, ეს პაციენტი მიიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც იყო ნეგატივი. შემდგომ იგივე სასწრაფოს ბრიგადით გადმოიყვანეს ჩვენთან შემდგომი კვლევისთვის, PCR ტესტირებისთვის და ზოგადად, კლინიკური კვლევის გაღმავებისთვის. პაციენტი ცხელების განყოფილებაში მოთავსდა. ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და პარალელურ რეჟიმში, ცხვირ-ხახის PCR კვლევა. დადასტურდა კოვიდ 19-ის დიაგნოზი, პაციენტთან იყო ფილტვის ორმხრივი დაზიანება, ფილტვის ორმხრივი პნევმონია. საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახლდათ ეს. მისი მდგომარეობა საყურადღებო იყო. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ უკვე მოთავსდა განყოფილებაში და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ უტარდებოდა მკურნალობა“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს, ლიკა მუმლაძის განმარტებით, ამის შესახებ პაციენტს ინფორმაცია არ ჰქონდა.
„გოგონა იყო ჭარბი წონით, მას თავად არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია დაავადებებზე და დიდი ხნის განმავლობაში რაიმე კვლევა ჩატარებული არ ჰქონდა. მხოლოდ იმ ავადობას აღწერდა, რომელიც ჩვენს კლინიკაში მოხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დაეწყო“, - განაცხადა მუმლაძემ.
იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში პაციენტს არასათანდო მკურნალობას უტარებდნენ.
„პაციენტს მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით უტარდებოდა. მიდიოდა ყველა იმ მედიკამენტით მკურნალობა, რაც მას ესაჭიროება. კონკრეტულად დამაძინებელ მედიკამენტებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ გოგონას ასეთი საშუალებები არ სჭირდებოდა. მიდიოდა ყველა იმ ტიპის მკურნალობა, რაც საქართველოში და მსოფლიოში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით აპრობირებულია. გარდაცვალების მიზეზი არის კოვიდ 19, მძიმე მიმდინარეობის დაავადება“, - განაცხადა მუმლაძემ.
მისი თქმით, პაციენტს ასევე ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, რის შესახებაც არ იცოდა.
„ჩვენ ეს რუტინული კვლევით დავადგინეთ“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ის ვერ ისაუბრებს რომელიმე მხრიდან გადაცდომაზე, ვიდრე არ იქნება კონკრეტული საფუძველი,
„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა. რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის. მე დღეს უბრალოდ არ მაქვს საფუძველი რომელიმე მხარეს ვისაუბრო გარკვეულ გადაცდომაზე. რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაინც თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, ვიდრე არ მექნება საფუძველი იმისთვის, რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ეს არის ჭარბი წონით?თქვენ ვერ ხართ ნორმაზე.
მივმართავ 21-ე საუკუნეს! მივმართავ ყველა ადამიანსა თუ კონფესიას! მივმართავ ყველა წესიერ ადამიანს და იმათ, ვისაც გაგება გააჩნია. მივმართავ ყველა ჟურნალისტს, ვისაც ჟურნალისტის გაგება გააჩნია. კოვიდი არის ვირუსი, ხოლო ყველა კოვიდიანი ვირუსი არის ფრინველისა და ცხოველის ვირუსი ათადან ბათამდე. ყველა ამ სახეობის ხორცი ვიჩინდებოდა ათადან ბათამდე, ვისაც კოვიდი გააჩდა ისტორიულად. ხორცის დავიჩინებისას ყველა ვირუსს, ფაგსა და ბაქტერიას ამარცხებს ქლორი, ნატრიუმ ქლორი, ანუ მარილი. კოვიდი ქმნის დავადება ენდოტელიტს და სისხლის მეშვეობით უტევს სხეულის ყველა ორგანოს ენდოტელიის ცილის საშუალებით. კოვიდს ამარცხებს სისხლის პლაზმა, სადაც ქლორია 0.1 პროცენტში, ხოლო მისი აწევა დროებით არ ქმნის სხეულისათვის კატასტრიოფებს. კოვიდსა და ნებისმიერ ვირუსს ამარცხებს სიცოცხლის ფორმულა, უჯრედის ე.წ. „კისლოტნო-შელოჩნი“ ბალანსი, სადაც ქლორი ზის უჯრედის მემბრანაზე, კალიუმი შედის უჯრედში, ხოლო გვერდით უჯრეთაშორის სივრცეში ზის ნატრიუმი(სხეულის გაწყლოვანებას, სხეულიდან შხამის გამოტანის სისტემას ქმნის ნატრიუმი). აიღეთ ნებისმიერი კოვიდიანის სისხლი და ჩაასხით ფიზიოლოგიურ ხსნარში და შეხედეთ რას უზამს მას ქლორი (ნატრიუმ-ქლორი). უკვე ღორის დაკვლის სეზონი იწყება და წელს ყველა ხორცი დალპება, რადგან ყველგან უკვე კოვიდია. მაგრამ რად უნდა ეს კოვიდი ღორს, როცა ნებისმიერი ღორი ისედაც კოვიდიანთა ვირუსიანია. ადამიანს არავინა არ ეუბნება სწორს, ხოლო მთელი მსოფლიოს მედია გაურკვევლობაში აყენებს მას! გაიგეთ ეს ისტორიაა ადამიანისა, რომელიც არავის შერჩება. ყველა ვინც ამას არ არკვევს ბიოლოგის, ქიმიკოსისა და ფიზიოლოგის მეშვეობით, არ ურკვევს ამას ადამიანს ის ჩადის საშინელ ცოდვას. ამ ცოდვის ტარება მოგიწევთ იმას ვინც შესაბამისს რეაგირებას არ ახდენთ საქმეზე. დიდება უფალს! >>>ადამიანს აძლევენ დამამშვიდებელს და ყველა ის წამალი, რომელიც მიეწოდება მას არის ამ სახის, ხოლო ადამიანს ეუბნებიან მიიღე სუფთა წყალიო, ხოლო რაც შეიძლება მოუკელიო მარილის მიღებას და არ ეუბნებიან მიიღეთ ფიზიოლოგიური ხსნარი, ან მიიღეთ რეგიდრონი, რადგან ყველა გაგებით ეს სჭირდება ადამიანს, სხეულის გაწყლოვანების, სხეულის შხამის გამოტანის სისტემის მუშაობისა, თუ კოვიდის ინაქტივიზაციის ასეპექტში>>> დიდება უფალს! ძირს საქართველოს უფალ-მონობის ჩურჩინუას ინსტიტუტი. ანტიქრისტე საქართველოსი, სადაც ამის გარკვევის უნარი არა აქვს საქართველოს სინოდს, საპატრიარქოს და ქრისტეს სახელი მიკერებულ მეუფეებს! ძირს საქართველოს ანტიქრისტე! ბესო ცაავა