ავტორი:

9 წლის დიმას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის გადასხმა - ოჯახი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

9 წლის დიმას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის გადასხმა - ოჯახი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

9 წლის დიმას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლის გადასხმა. მისთვის ექიმები დიაგნოზის დასმას ვერ ახერხებენ. ბავშვს მთელს სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს და ცხვირიდან სისხლდენა არ უჩერდება. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ექიმები რა დაავადებასაც ვარაუდობდნენ, არცერთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება, მკურნალობის სტრატეგიაც გაურკვეველია.

"აქამდე ჩატარებული მკურნალობაც უშედეგო აღმოჩნდა და ექიმები ოჯახს ურჩევენ სასწრაფოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ექიმებს მიაჩნიათ, რომ დიმას სჭირდება ძვლის ტვინის გადანერგვა. მინიმუმ საჭიროა 120 000 დოლარი. მაგრამ ახლა, პირველ ეტაპზე, საჭიროა სისხლი, ვისაც შეუძლია სისხლის მიცემა ბავშვისთვის, ჯგუფს მნიშვნელობა არ აქვს. მსურველები დაუკავშირდით დიმას მამას ნომერზე 577004548. საავადმყოფოში წაგიყვანთ და მოგიყვანთ",- აცხადებს ოჯახის ახლობელი.

ილონას ( დიმას დედის ) ანგარიშის ნომერია: GE38BG0000000273272600GEL. "საქართველოს ბანკი"

როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge - ს წარმომადგენელთან

"დღეიდან გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო...ტესტირება 300-მდე დაწესებულებაში შესრულდება" - თამარ გაბუნია

მომენტალურ ლატარიებში 3 დღეში 4 მაქსიმალური მოგება გათამაშდა - მოგებების ფოიერვერკი „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“!