სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეიდან გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო... ტესტირება 300-მდე დაწესებულებაში შესრულდება" - გაბუნია
"დღეიდან გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო... ტესტირება 300-მდე დაწესებულებაში შესრულდება" - გაბუნია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა დღე­ი­დან და­ი­წყო. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სიმპტო­მე­ბი­ან პი­რებს შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებს და ჩა­ი­ტა­რონ ან­ტი­გენ­ზე ტეს­ტი­რე­ბა. ქვე­ყა­ნის მას­შტა­ბით ტეს­ტი­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

"მო­გახ­სე­ნებთ ტეს­ტი­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ,რო­მე­ლიც დღე­ი­დან და­ი­წყო. ქვე­ყა­ნა­ში სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბი და ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, დღე­ი­დან შეძ­ლე­ბენ ან­ტი­გე­ნით გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის და­წყე­ბას სიმპტო­მუ­რი პი­რე­ბის­თვის, ვინც მოვ­ლენ იქ ოჯა­ხის ექი­მის მი­მარ­თვით, შე­საძ­ლოა, თვით­დი­ნე­ბით მი­სუ­ლი პი­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვაც, რაც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას სწრა­ფად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და ვურ­ჩი­ოთ მას დარ­ჩეს სახ­ლში, რაც მოგ­ვცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ შე­ფერ­ხდეს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია შე­ზღუდ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში და ეს ინ­ტერ­ვენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რად პირ­ველ თე­ბერ­ვლამ­დე, რათა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დეს გავ­რცე­ლე­ბის კლე­ბა.

ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­დაც ასე­თი სა­ხის ტეს­ტი­რე­ბა შეს­რულ­დე­ბა. რა თქმა უნდა, დღეს მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი იქ­ნე­ბა კვლა­ვაც დიდ ქა­ლა­ქებ­ზე - თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი, რუს­თა­ვი, ფოთი, სა­დაც უფრო აქ­ტი­უ­რი არის გავ­რცე­ლე­ბაც და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც შე­უძ­ლია სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თოს პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და იქ ჩა­ი­ტა­როს ან­ტი­გენ­ზე ტეს­ტი.

ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, ან­ტი­გე­ნის ტეს­ტე­ბი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში და ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ პრეკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 2 ტეს­ტი­დან ერთ-ერ­თია, ამ­დე­ნად ხა­რის­ხი და სარ­წმუ­ნო­ო­ბა ამ ტეს­ტის არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი და ვფიქ­რობთ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს რი­გებს, და­ყოვ­ნე­ბის პე­რი­ოდს და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც და ექი­მებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სწრა­ფად და­ი­წყონ მკურ­ნა­ლო­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილე
0

დაწესებულებაში მისვლას,სადაც ისედაც რიგებია ჯობს იყოს მოძრავი ლაბორატორია,უფრო დაცული ვიქნებით ჩვენც და მედ პერსონალიც

ბეჟანი
0

გამოკვლევა უფასოა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"დღეიდან გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო... ტესტირება 300-მდე დაწესებულებაში შესრულდება" - გაბუნია

"დღეიდან გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო... ტესტირება 300-მდე დაწესებულებაში შესრულდება" - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაფართოებული ტესტირების პროგრამა დღეიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სიმპტომებიან პირებს შეუძლიათ მიმართონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს და ჩაიტარონ ანტიგენზე ტესტირება. ქვეყანის მასშტაბით ტესტირება დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაში ჩატარდება.

"მოგახსენებთ ტესტირების გაფართოებული პროგრამის შესახებ,რომელიც დღეიდან დაიწყო. ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულება, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ის დაწესებულებები, რომლებიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, დღეიდან შეძლებენ ანტიგენით გაფართოებული ტესტირების დაწყებას სიმპტომური პირებისთვის, ვინც მოვლენ იქ ოჯახის ექიმის მიმართვით, შესაძლოა, თვითდინებით მისული პირების გამოკვლევაც, რაც მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვავლინოთ ყველა ინფიცირებული შემთხვევა და ვურჩიოთ მას დარჩეს სახლში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შეფერხდეს ინფექციის გავრცელება. ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია შეზღუდვების პერიოდში და ეს ინტერვენცია გაგრძელდება აქტიურად პირველ თებერვლამდე, რათა ეტაპობრივად მოხდეს გავრცელების კლება.

ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება შესრულდება. რა თქმა უნდა, დღეს მთავარი აქცენტი იქნება კვლავაც დიდ ქალაქებზე - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, სადაც უფრო აქტიური არის გავრცელებაც და მოსახლეობასაც შეუძლია სიმპტომების შემთხვევაში მიმართოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას და იქ ჩაიტაროს ანტიგენზე ტესტი.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, ანტიგენის ტესტები, რომელიც ქვეყანაში და ამ პროგრამის ფარგლებში გამოიყენება, არის მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული 2 ტესტიდან ერთ-ერთია, ამდენად ხარისხი და სარწმუნოობა ამ ტესტის არის ძალიან მაღალი და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს, დაყოვნების პერიოდს და მოსახლეობასაც და ექიმებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაიწყონ მკურნალობა,“- განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

"თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ" - ლალი ტურძელაძე კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

საქართველოში კორონავირუსის 4 321  ახალი შემთხვევიდან 1 615 - თბილისში გამოვლინდა - იფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით