3 დეკემრიბდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად, მკითხველი ინტერაქციული წიგნის „ფენიქსის“ მეორე ნაწილის „გადატვირთვის“ შეძენას შეძლებს.
„ფენიქსი“ - ეს არის ინტერაქციული წიგნი, ამბის რამდენიმე შესაძლო განვითარებითა და რვა ალტერნატიული დასასრულით. რომანი თხუთმეტი ნაწილისგან შედგება და თავისი არსით ფაზლს ჰგავს, რომელიც მკითხველმა თავად უნდა ააწყოს. ყოველ ნაწილს დამატებით ქვესათაური აქვს და ამბავიც საინტერესო, საკვანძო მომენტებში წყდება. როდესაც მთავარი გმირები არჩევანის წინაშე დგებიან. ყოველ ნაწილს კი ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირების მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად ვითარდება.
15-ნაწილიანი რომანის თითოეული წიგნი ჟურნალს ყოველ ორ კვირაში გაჰყვება.
შეგახსენებთ, რომ წიგნს 4 ავტორი ჰყავს: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.
ტორესა მოსის „გადატვირთვა“ საიდუმლო ისტორიების, ორმაგი ცხოვრების, თავგადასავლებისა და მისტიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია.
მისი შეძენა შეგეძლებათ „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. წიგნის ფასი ჟურნალთან ერთად 5 ლარი იქნება.
სად შევიძინოთ სერიული წიგნები, რომლებსაც ჟურნალ-გაზეთებთან ერთად ვყიდულობთ