მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 მლნ ლარის ღირებულების "ჰეროინი" - შსს-მ რუსეთის მოქალაქისგან 7 კგ ნარკოტიკი ამოიღო
2 მლნ ლარის ღირებულების "ჰეროინი" - შსს-მ რუსეთის მოქალაქისგან 7 კგ ნარკოტიკი ამოიღო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე - 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ა. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

“სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ა. ლა­გო­დე­ხი-ბა­კურ­ცი­ხე-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მო­ნაკ­ვეთ­ზე იმ დროს და­ა­კა­ვეს, როცა მას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“ გა­დაჰ­ქონ­და. პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლის ხელ­ჩან­თის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო 7 კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“. ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ე.წ. შავ ბა­ზარ­ზე 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარს შე­ად­გენს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
13
3

ეტყობა არ გადაიხადა ბიჭმა საშემოსავლო. ))

ნიკოლოზი
2

მე ის უფრო მაინტერესებს 7 კილო როგორ შემოიტანა ქვეყანაში? ქვეყანაა თუ ბაგა ბაღი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

2 მლნ ლარის ღირებულების "ჰეროინი" - შსს-მ რუსეთის მოქალაქისგან 7 კგ ნარკოტიკი ამოიღო

2 მლნ ლარის ღირებულების "ჰეროინი" - შსს-მ რუსეთის მოქალაქისგან 7 კგ ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 1049 პირი დააჯარიმა - რა წესებს არ იცავენ მოქალაქეები

"დაცვის თანამშრომელს ესროლეს, თუმცა მას ტყვია ასცდა..." - ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

"არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები" - სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე