ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის რევაზ მეჭურჭლიშვილის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მათ ბანკში კორონავირუსის ანტისხეულების მქონე 12-მდე პლაზმაა დაცული.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოქალაქეების მიმართვიანობა, რომელთაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ და სისხლის ჩაბარება სურთ, არც ისე მაღალია.
„რაც გამოცხადდა ეს მიმართვა, რომ კორონავირუსგადატანილ პაციენტებს ჩაებარებინათ პლაზმა, მომართვიანობა შედარებით გაიზარდა, მაგრამ მაინც არაა საკმარისი. დაახლოებით 50-მდე ადამიანმა მოგვმართა პლაზმის ჩაბარებს სურვილით. პლაზმა ბარდება ვაჟა-ფშაველას #16-ში, სადაც არის ჩვენი პარტნიორი ცენტრი „ჰემო პლაზმა". ადგილზე რამდენიმე პაციენტს პლაზმის ჩაბარება ერთდროულად შეუძლია, იქვე მოწმდება სისხლი უსაფრთხოებაზე, შემდეგ უკვე ხარისხდება და ინახება სპეციალურ მაცივრებში, იყინება და ამგვარად ინახება. ახლა იქნება დაახლოებით 10-12 გამოსადეგი პლაზმა. რაც შეეხება თავად პროცედურას, პაციენტი, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდ-19, მოგვმართავს და სურს პლაზმა გაიღოს, პირველ რიგში, აუცილებელია თავად ამ პაციენტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული. თუ მას რაიმე დაავადება აქვს, რომლის დროსაც, პლაზმის გაღება არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში არ ვუღებთ მას სისხლს. ასევე, პლაზმას არ ვუღებთ თუ პაციენტი არის ასაკიანი და 50 კგ-ზე ნაკლები წონის. შესაბამისად, ასეთი პაციენტები უკან ბრუნდებიან. შემდეგ ეტაპზე, მოწმდება მათი უსაფრთხოება, ირკვევა ხომ არ აქვთ სისხლით გადამდები დაავადებები და ამის შემდეგ უკვე პაციენტების მცირე ოდენობა რჩება, ვისაც პლაზმის გაღება შეუძლია, რომლითაც ჩვენ სხვა კოროვიდპაციენტებს ვუმკურნალებთ. ბევრმა არ იცის, რომ შესაძლოა, მათ ჰქონდეთ სისხლით გადამდები დაავადებები. ამიტომ შემოწმება აუცილებელია", - განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.
მისივე თქმით, მიღებული პლაზმა, შესაბამის პირობებში, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში შესაძლოა შეინახოს.
„აღების შემდეგ პლაზმა იყინება. ის არის სისხლი უჯრედებისა და კომპონენტებების გარეშე, მხოლოდ სითხე და ანტისხეულები. ამჟამად ბანკში 10-12 ნიმუშია და ამის გარდა, 15-მდე პლაზმა გავეცით, რომელიც გამოყენებულია. ბევრი კვლევა ტარდება თუ ვინ და როგორ უნდა გამოიყენონ ეს პლაზმა. ზოგიერთი კვლევის შედეგების მიხედვით, მხოლოდ კრიტიკულ პაციენტებს უნდა გადასხმოდათ ის. ამასთან, არის ახალი კვლევები, რომლის მიხედვითაც, უფრო ეფექტურია პლაზმა არა კრიტიკულს, არამედ კრიტიკულთან მიახლოებულ პაციენტს გადაესხას, რომელსაც ჯერ არ აქვს ანტისხეულები, ასეთ დროს უფრო ეფექტიანი იქნება. ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი სისხლი/პლაზმა გაიღონ, სჯობს დაგვიკავშირდნენ ინფექციური საავადმყოფოს ნომერზე - 595 39 55 66 და ასევე ცხელ ხაზზე", - განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.
პლაზმის ჩაბარება კეთილ ნება კი არა სავალდებულო უნდა გახდეს გამოჯანმრთელებული ადამიანის,როცა სახელმწიფო უფასოდ გიმკურნალებს და გამოგაჯანმრთელებს ნება იბოძე და შენც დაეხმარე
ბუბუ-ს. ასე აგევსება ნალია. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ახლა. ამ ვითარებაში, როცა ასობით ადამიანი მძიმედ დაკვალიფიცირებულია, ხოლო რეალურად რამდენია ასეთი უფალმა უწყის სად არის სახელმწიფოებრივი გაგება ამისა, სადაა ქველმოქმედობის გაგება ადამიანისა, სადაა საერთოდ აზროვნება ქვეყნისა, სადაა მსოფლმხედველობა ამ ქვეყნისა. ასეთი რამეების, რესურსების მობილიზაცია სახელმწიფოებრივი გაგებით ხდება. სადააა ის თენგიზ ცერცვაძეც, რომელმაც ასეთი გადასხმა ვითომ პირველმა გამოიყენა, რას აკეთებს უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭო, ძინავს. ესა მისი მენეჯმენტის გაგება, ფრონტის გაგება? რომ დააღებთ პირს და იწყებთ მიკერძოებულში ადამიანების გაღმერთებას, სადაა ამ გარემოებაში მნიშვნელობების გაგება და მასზე დაკაკუნება სადაც საჭიროა. გესმის საქმედია, და ყველა მის ზემოთ მაყურებელ „საქმედიას“ გესმით და გაგაჩნიათ ამის გაგება ან მნიშვნელობა? საკორდინაციო საბჭოს ჩაეძინა ამ საკითხში, ხოლო მასში მონაწილე ექიმებს სხვა გაგება არა აქვს, თუ არა მკურნალობის ვადების გაწელვისა, რადგან ტარიფია მათთვის უმთავრესი(ესაა მათი მსოფლმხედველობა და რეალობა სისტემისა), სისტემისათვის მთავარი და არა სახელმწიფოებრივად აზროვნება. ამიტომაც არც მათ ახსოვს ეს საკითხი და არც იმ საკოორდინაციო საბჭოს და არც ჯანსისტემას, რადგან ახლა ერთეულის სწრაფი გამომჯამრთელობა სისტემის ეფექტიანობას, რომელიც რა გარემოებაშია საბოლოოოდ არავინ იცის! საქმედია ვინ ხარ შენ 21-ე საუკუნეში? რას ქმნი შენ ან ვინ გისმენს შენ? ფეისბუკი ხარ და მეტი არაფერი? მე ვერ ვხედავ იმას, რომ შენი გაგება არსებობს ამ ქვეყანაში, რადგან ყველაფერი რაზეც ვწერ კომპეტენცია გამაჩნია და საერთოდ ვერ დავინახე შენი ადგილი და მნიშვნელობა ამ ქვეყანაში, თუ არა რომელიმე ერთი მოსაზრების გაგრძელებას მაინც შევამჩნევდი სადღაც. მაშინ ვინ ხარ შენ და რას წარმოადგენ!