სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გროლში“ - უნიკალური გემო ჰოლანდიიდან და ლუდის ხარშვის 400-წლიანი გამოცდილება
„გროლში“ - უნიკალური გემო ჰოლანდიიდან და ლუდის ხარშვის 400-წლიანი გამოცდილება

ლუდი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლია, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ათას­წლე­უ­ლე­ბის წინ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნეტ­ზე იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სხვა­დას­ხვა არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 8 ათა­სი წლის წინ ლუ­დის ის­ტო­რია შუ­მე­რებ­მა, ბა­ბი­ლო­ნე­ლებ­მა და ეგ­ვიპ­ტე­ლებ­მა და­ი­წყეს.

ეგ­ვიპ­ტი­დან ლუდი ევ­რო­პა­ში გავ­რცელ­და, თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად მას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ებ­დნენ. ლუდი გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის და გერ­მა­ნი­ა­ში მისი წარ­მო­ე­ბის უნი­კა­ლუ­რი რე­ცეპ­ტი შე­იქ­მნა. გერ­მა­ნუ­ლი ლუ­დის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოს სა­ი­დუმ­ლოს სვია წარ­მო­ად­გენ­და. მა­ლე­ვე რე­ცეპ­ტი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც გავ­რცელ­და და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და. დღე­ი­სათ­ვის ლუ­დის მწარ­მო­ე­ბელ სა­უ­კე­თე­სო ქვეყ­ნე­ბე­ბის ჩა­მო­ათ­ვალ­ში მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ გერ­მა­ნია, ჩე­ხე­თი, ჰო­ლან­დია, ბელ­გია და დიდი ბრი­ტა­ნე­თი.

თი­თო­ე­ულ ამ ქვე­ყა­ნას ლუდი წარ­მო­ე­ბის თა­ვი­სი წესი და ტრა­დი­ცია აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ლუ­დის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მას მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვეყ­ნის მი­ხედ­ვი­თაც აფა­სე­ბენ და გა­ნას­ხვა­ვე­ბენ. წარ­მო­ე­ბის გან­სა­კუ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რა ჰო­ლან­დი­ა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ჰო­ლან­დი­ა­ში ჯერ კი­დევ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ყვე­ლა ქა­ლაქს თა­ვი­სი ლუდ­სა­ხარ­ში ჰქონ­და. ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბიც კი წყლის ნაც­ვლად ლუდს მი­ირ­თმევ­დნენ.

ჰო­ლან­დი­ურ ლუდს ხა­რის­ხი და პო­პუ­ლა­რო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დე­გაც არ და­უ­კარ­გავს და დღეს მას­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი მო­თხოვ­ნაა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ჰო­ლან­დი­უ­რი ლუდი „გლორ­ში“ გა­მოჩ­ნდა. ჰო­ლან­დი­ა­ში, ევ­რო­პის ერთ–ერთ სა­უ­კე­თე­სო ლუდ­სა­ხარშში წა­მო­ე­ბუ­ლი ლუდი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პირ ჰო­ლან­დი­ი­დან შე­მო­დის. პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტს „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ინ­ტრე­ი­დი“ ახორ­ცი­ე­ლებს.

ჰო­ლან­დი­უ­რი ლუ­დის ღირ­სე­ბებ­ზე, „გლორ­შის“ წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­სა და მის გან­სა­კუთ­რე­ბულ თვი­სე­ბებ­ზე „ინ­ტრე­ი­დის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ანი ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ჰო­ლან­დი­უ­რი ლუ­დის ტრა­დი­ცია სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან?

ჰო­ლან­დი­ა­ში ლუ­დის კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია. ქვე­ყა­ნა­ში 600-ზე მეტი ლუდ­სა­ხარ­შია, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა უძ­ვე­ლეს რე­ცეპტს იყე­ნებს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებს უმაღ­ლეს ხა­რისხს და სულ უფრო მეტ ადა­მი­ანს აყ­ვა­რებს თავს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

ჰო­ლან­დი­უ­რი ლუდი გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არო­მა­ტი­თა და უნი­კა­ლუ­რი ოქ­როს­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბით (ე.წ. pale-lager), რაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჰო­ლან­დი­ურ ლუდს ახა­სი­ა­თებს. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ჰო­ლან­დი­ე­ლებს ურ­ჩევ­ნი­ათ პა­ტა­რა ჭი­ქე­ბით მი­ირ­თვან ლუდი, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუნ­დეს გაზი და არო­მა­ტი. ლუ­დის ბოთ­ლით მირ­თმე­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის კი „გროლ­შის“ მწარ­მო­ებ­ლებ­მა მე­ტად ორი­გი­ნა­ლუ­რი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, გვირ­გვი­ნის ფორ­მის თავ­სა­ხუ­რი შექ­მნეს. გახ­სნის შემ­დეგ ბოთლს თავ­სა­ხუ­რი კვლავ მარ­ტი­ვად ეხუ­რე­ბა და სას­მელს გე­მო­სა და არო­მა­ტის და­კარ­გვის­გან იცავს.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია ჰო­ლან­დი­უ­რი ლუდი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ დიდი მო­თხოვ­ნაა პრე­მი­უმ ლუ­დებ­ზე. ჩვე­ნი კომ­პა­ნია ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, მო­ერ­გოს ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ სიგ­ნა­ლებს და ნამ­დვი­ლი ლუ­დის მოყ­ვა­რუ­ლებს მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი­სა და ხა­რის­ხის ბრენ­დე­ბი შეს­თა­ვა­ზოს. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში „გროლ­შის“ შე­მო­ტა­ნა დაგ­ვე­წყო. ეს არის ჰო­ლან­დი­უ­რი ლუ­დის ტრა­დი­ცი­ებ­ზე, ამა­ვე დროს, ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბრენ­დი, რო­მელ­საც 400-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს და დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ჰო­ლან­დი­უ­რი ლუ­დის სტა­ტუსს.

„გროლ­ში“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წლის იან­ვარ­ში გა­მოჩ­ნდა და ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა. დღეს ის ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე პოპ­ლა­რუ­ლი ლუ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტი­რე­ბულ ლუ­დებს შო­რის.

უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ლუ­დის მწარ­მო­ებ­ლის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრენ­დის „გროლ­შის“ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე იმ­პორ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის.

რითი გან­სხვავ­დე­ბა Grolsch-ს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სხვა ლუ­დე­ბის­გან?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი უცხო­უ­რი ლუ­დის წარ­მო­ე­ბა­ზე გა­ი­ცა ლი­ცენ­ზია და ად­გილ­ზე ხდე­ბა მათი წარ­მო­ე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყ­ნის ლუდი იმა­ვე ბრენ­დის სა­ხელ­ქვეშ სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე მზად­დე­ბა. ამ დროს ყო­ველ­თვის არის იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მათი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს და მომ­ხმა­რე­ბელ­მა იმ ლუ­დის გემო ვერ შე­იგ­რძნოს, რომ­ლის ეტი­კე­ტი­ან ლუდ­საც მი­ირ­თმევს.

ამ­დე­ნად, ნამ­დვი­ლი ლუ­დის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სა­გან პრე­მი­უმ ხა­რის­ხის იმ­პორ­ტი­რე­ბულ ლუ­დებ­ზე მო­თხოვ­ნა ბევ­რად მა­ღა­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბულ­ზე. „გროლ­შის“ ხარ­შვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის სვი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­უც­ვლე­ლი გე­მო­სა და არო­მა­ტის გა­რან­ტი­აა. რაც მთა­ვა­რია, „გროლ­ში“ მხო­ლოდ სუფ­თა წყლით, ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე მზად­დე­ბა; ლუ­დის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი ეკო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცე­სის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის 99.8% გა­და­მუ­შავ­დე­ბა. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ლუ­დის ბოთ­ლის ორი­გი­ნა­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი, რო­მელ­საც გახ­სნი­სას სპე­ცი­ფი­კუ­რი ხმა აქვს, რაც ასე ძა­ლი­ან უყ­ვართ „გროლ­შის“ მომ­ხმა­რებ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკალა
0

ესენი ვერ არიან, საქართველოში უკვე რამდენი წელია რა იყიდება....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„გროლში“ - უნიკალური გემო ჰოლანდიიდან და ლუდის ხარშვის 400-წლიანი გამოცდილება

„გროლში“ - უნიკალური გემო ჰოლანდიიდან და ლუდის ხარშვის 400-წლიანი გამოცდილება

ლუდი ერთ-ერთი უძველესი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც, როგორც ამბობენ, ათასწლეულების წინ მსოფლიოს ყველა კონტინეტზე იყო გავრცელებული. სხვადასხვა არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 8 ათასი წლის წინ ლუდის ისტორია შუმერებმა, ბაბილონელებმა და ეგვიპტელებმა დაიწყეს.

ეგვიპტიდან ლუდი ევროპაში გავრცელდა, თუმცა თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებდნენ. ლუდი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა გერმანელებისთვის და გერმანიაში მისი წარმოების უნიკალური რეცეპტი შეიქმნა. გერმანული ლუდის განსაკუთრებული გემოს საიდუმლოს სვია წარმოადგენდა. მალევე რეცეპტი მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა და გარკვეული ცვლილებები განიცადა. დღეისათვის ლუდის მწარმოებელ საუკეთესო ქვეყნებების ჩამოათვალში მოწინავე ადგილებს იკავებენ გერმანია, ჩეხეთი, ჰოლანდია, ბელგია და დიდი ბრიტანეთი.

თითოეულ ამ ქვეყანას ლუდი წარმოების თავისი წესი და ტრადიცია აქვს. შესაბამისად, ლუდის მოყვარულები მას მწარმოებელი ქვეყნის მიხედვითაც აფასებენ და განასხვავებენ. წარმოების განსაკურებით საინტერესო კულტურა ჰოლანდიაში ჩამოყალიბდა. ჰოლანდიაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ყველა ქალაქს თავისი ლუდსახარში ჰქონდა. ბავშვები და მოზარდებიც კი წყლის ნაცვლად ლუდს მიირთმევდნენ.

ჰოლანდიურ ლუდს ხარისხი და პოპულარობა საუკუნეების შემდეგაც არ დაუკარგავს და დღეს მასზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. გამონაკლისი არც საქართველოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე ჰოლანდიური ლუდი „გლორში“ გამოჩნდა. ჰოლანდიაში, ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო ლუდსახარშში წამოებული ლუდი საქართველოში პირდაპირ ჰოლანდიიდან შემოდის. პროდუქციის იმპორტს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ინტრეიდი“ ახორციელებს.

ჰოლანდიური ლუდის ღირსებებზე, „გლორშის“ წარმოების პროცესსა და მის განსაკუთრებულ თვისებებზე „ინტრეიდის“ მარკეტინგის მენეჯერი ანი ნიკოლაიშვილი გვესაუბრა.

რით არის გამორჩეული ჰოლანდიური ლუდის ტრადიცია სხვა ქვეყნებისგან?

ჰოლანდიაში ლუდის კულტურა ძალიან განვითარებულია. ქვეყანაში 600-ზე მეტი ლუდსახარშია, მათი უმრავლესობა უძველეს რეცეპტს იყენებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს უმაღლეს ხარისხს და სულ უფრო მეტ ადამიანს აყვარებს თავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჰოლანდიური ლუდი გამოირჩევა განსაკუთრებული არომატითა და უნიკალური ოქროსფერი შეფერილობით (ე.წ. pale-lager), რაც მხოლოდ და მხოლოდ ჰოლანდიურ ლუდს ახასიათებს. საინტერესოა ისიც, რომ ჰოლანდიელებს ურჩევნიათ პატარა ჭიქებით მიირთვან ლუდი, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს გაზი და არომატი. ლუდის ბოთლით მირთმევის მოყვარულებისთვის კი „გროლშის“ მწარმოებლებმა მეტად ორიგინალური და მოსახერხებელი, გვირგვინის ფორმის თავსახური შექმნეს. გახსნის შემდეგ ბოთლს თავსახური კვლავ მარტივად ეხურება და სასმელს გემოსა და არომატის დაკარგვისგან იცავს.

ქართულ ბაზარზე რამდენად პოპულარულია ჰოლანდიური ლუდი?

საქართველოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა პრემიუმ ლუდებზე. ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, მოერგოს ბაზარზე არსებულ სიგნალებს და ნამდვილი ლუდის მოყვარულებს მაღალი სტანდარტისა და ხარისხის ბრენდები შესთავაზოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში „გროლშის“ შემოტანა დაგვეწყო. ეს არის ჰოლანდიური ლუდის ტრადიციებზე, ამავე დროს, ინოვაციურ იდეებზე დაფუძნებული ბრენდი, რომელსაც 400-წლიანი ისტორია აქვს და დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლანდიური ლუდის სტატუსს.

„გროლში“ საქართველოში 2019 წლის იანვარში გამოჩნდა და ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. დღეს ის ერთ–ერთი ყველაზე პოპლარული ლუდია საქართველოში იმპორტირებულ ლუდებს შორის.

უმაღლესი ხარისხის ლუდის მწარმოებლის, წარმატებული ბრენდის „გროლშის“ ქართულ ბაზარზე იმპორტი მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და ხარისხიანი პროდუქტით უზრუნველყოფისთვის.

რითი განსხვავდება Grolsch-ს ქართულ ბაზარზე არსებული სხვა ლუდებისგან?

საქართველოში ბევრი უცხოური ლუდის წარმოებაზე გაიცა ლიცენზია და ადგილზე ხდება მათი წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ლუდი იმავე ბრენდის სახელქვეშ საქართველოშივე მზადდება. ამ დროს ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ მათი გემოვნური თვისებები განსხვავებული იყოს და მომხმარებელმა იმ ლუდის გემო ვერ შეიგრძნოს, რომლის ეტიკეტიან ლუდსაც მიირთმევს.

ამდენად, ნამდვილი ლუდის მოყვარულებისაგან პრემიუმ ხარისხის იმპორტირებულ ლუდებზე მოთხოვნა ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოში წარმოებულზე. „გროლშის“ ხარშვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც უნიკალურია ორი განსხვავებული ტიპის სვიის გამოყენებით, შეუცვლელი გემოსა და არომატის გარანტიაა. რაც მთავარია, „გროლში“ მხოლოდ სუფთა წყლით, ბუნებრივი ინგრედიენტებით, ხელოვნური დანამატების გარეშე მზადდება; ლუდის მიღების პროცესი ეკოლოგიური სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. პროცესისგან მიღებული ნარჩენების 99.8% გადამუშავდება. ასევე, აღსანიშნავია ლუდის ბოთლის ორიგინალური და განსაკუთრებული დიზაინი, რომელსაც გახსნისას სპეციფიკური ხმა აქვს, რაც ასე ძალიან უყვართ „გროლშის“ მომხმარებლებს.

ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე

„ცოლად გამოგყვები, თუ ლუდის უნიკალურ რეცეპტს შექმნი...“ - სიყვარულის ამბით დაწყებული ლუდის 400 წლიანი ისტორია

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“დიაბეტური თვალის, ბადურის ქირურგიისა და თვალის ტრავმული დაზიანებების ცენტრი შეიქმნა