სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“
ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი ბა­რაკ ობა­მა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინ­ტო­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი მზად არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა სა­ჯა­როდ, პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ი­კე­თონ, რათა აა­მაღ­ლონ ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა. ამის შე­სა­ხებ CNN წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, ამ­გვა­რი კამ­პა­ნია ძლი­ე­რი მე­სი­ჯი იქ­ნე­ბა და ისი­ნი ამე­რი­კის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შეძ­ლე­ბენ და­არ­წმუ­ნონ ამე­რი­კე­ლე­ბი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ში.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 43-ე პრე­ზი­დენ­ტის, ჯორჯ ბუ­შის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ფრე­დი ფორ­დი ამ­ბობს, რომ ბუში და­უ­კავ­შირ­და ამე­რი­კის ალერ­გი­უ­ლი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის და გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბი­სად­მი მი­ძღვნილ კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი­ყო.

"ის მზად არის გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა და­ი­ნა­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა. პრე­ზი­დენ­ტი ბუში ამას სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­კე­თებს კა­მე­რე­ბის წინ“, - ამ­ბობს ფრე­დი ფორ­დი.

ბილ კლინ­ტო­ნის პრეს-მდი­ვა­ნიც CNN-თან აცხა­დებს, რომ ბილ­საც სურს ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თოს სა­ჯა­როდ და და­ა­ნა­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მისი უსაფრ­თხო­ე­ბა.

"რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი კლინ­ტო­ნი მას გა­ი­კე­თებს და ამას გა­ა­კე­თებს სა­ჯა­როდ, რათა და­არ­წმუ­ნოს ამე­რი­კე­ლე­ბი, რომ მის მსგავ­სად მო­იქ­ცნენ“, - აცხა­დე­ბენ კლინ­ტო­ნის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­რაკ ობა­მას, SiriusXM-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მან თქვა, რომ თუ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი იტყვის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა, ის და­უ­ჯე­რებს ფა­უ­ჩის.

"ისეთ ადა­მი­ანს, რო­გო­რიც ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩია, მე სრუ­ლად ვენ­დო­ბი, ამი­ტომ, თუ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი მე­ტყვის მე, რომ ეს ვაქ­ცი­ნა არის უსაფრ­თხო და შე­საძ­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია, რომ გავ­ხდე­ბი იმუ­ნუ­რი კო­ვიდ­თან, მე ვაქ­ცი­ნას გა­ვი­კე­თებ. შე­საძ­ლოა, ეს გა­ვა­კე­თო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში...მე ვენ­დო­ბი მეც­ნი­ე­რე­ბას“, - ამ­ბობს ობა­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უკვე მიმ­დი­ნა­რო­ებს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისო
13

დაგვიბერდენ ბიჭები. 

ლია
48

ერთი არჩევნები არ გააყალბეთ თვალსა და ხელს შუა და მეორე ვაქცინას გაიკეთებთ თუ წყალს ვინ იცის, ცენტიც არაა თქვენი ფასი უკვე ამერიკისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“

ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთონ, რათა აამაღლონ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი საზოგადოების ნდობა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტები იმედოვნებენ, ამგვარი კამპანია ძლიერი მესიჯი იქნება და ისინი ამერიკის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად შეძლებენ დაარწმუნონ ამერიკელები ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში.

შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წარმომადგენელი, ფრედი ფორდი ამბობს, რომ ბუში დაუკავშირდა ამერიკის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის და გამოთქვა სურვილი, რომ ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი მიძღვნილ კამპანიაში ჩართულიყო.

"ის მზად არის გააკეთოს ყველაფერი ამერიკელებისთვის. პირველ რიგში, საჭიროა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. პრეზიდენტი ბუში ამას სიამოვნებით გააკეთებს კამერების წინ“, - ამბობს ფრედი ფორდი.

ბილ კლინტონის პრეს-მდივანიც CNN-თან აცხადებს, რომ ბილსაც სურს ვაქცინა გაიკეთოს საჯაროდ და დაანახოს საზოგადოებას მისი უსაფრთხოება.

"როდესაც შესაძლებლობა იქნება, პრეზიდენტი კლინტონი მას გაიკეთებს და ამას გააკეთებს საჯაროდ, რათა დაარწმუნოს ამერიკელები, რომ მის მსგავსად მოიქცნენ“, - აცხადებენ კლინტონის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ბარაკ ობამას, SiriusXM-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ თუ ენტონი ფაუჩი იტყვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა, ის დაუჯერებს ფაუჩის.

"ისეთ ადამიანს, როგორიც ენტონი ფაუჩია, მე სრულად ვენდობი, ამიტომ, თუ ენტონი ფაუჩი მეტყვის მე, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და შესაძლებელია ვაქცინაცია, რომ გავხდები იმუნური კოვიდთან, მე ვაქცინას გავიკეთებ. შესაძლოა, ეს გავაკეთო სატელევიზიო ეთერში...მე ვენდობი მეცნიერებას“, - ამბობს ობამა.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი უკვე მიმდინაროებს.

"ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფოს მეთაური ვერ გახდება, რადგან მას გული, სული და სინდისი არ გააჩნია" - პუტინი

"ინაუგურაციაზე საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღე პირბადე ატარონ" - ჯო ბაიდენი მზადაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს

NATO უკრაინასა და საქართველოს თავისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის - მარია ზახაროვა