სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლავს და მინიმუმამდე ამცირებს ვირუსის გამრავლებას" - როგორია "რემდესივირით" მკურნალობის წესები კოვიდპაციენტებში და რას ამბობს პრეპარატზე თენგიზ ცერცვაძის მკურნალი ექიმი
"კლავს და მინიმუმამდე ამცირებს ვირუსის გამრავლებას" - როგორია "რემდესივირით" მკურნალობის წესები კოვიდპაციენტებში და რას ამბობს პრეპარატზე თენგიზ ცერცვაძის მკურნალი ექიმი

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, მე­დი­კა­მენ­ტი "რემ­დე­სი­ვი­რი" კვლავ აქ­ტი­უ­რი გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და. კონ­კრე­ტუ­ლად კი მას შემ­დეგ, რაც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ Covid 19-ის­გან სწრა­ფი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა სწო­რედ ამ პრე­პა­რატს და­უ­კავ­ში­რა. ინ­ფექ­ცუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში ამ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის ჩარ­თვა პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო.

მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია "რემ­დე­სი­ვი­რის" შე­ძე­ნა და მისი ფარ­თო მოხ­მა­რე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბა. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, მე­დი­კა­მენ­ტი უკვე შეკ­ვე­თი­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

რო­გორ უყუ­რე­ბენ "რემ­დე­სი­ვი­რის" პერ­სპექ­ტი­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქო­ნია თუ არა რე­ა­ლუ­რად გავ­ლე­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე ამ მე­დი­კა­მენ­ტმა? - AMBEBI.GE ესა­უბ­რა ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს მკურ­ნა­ლობ­და.

- რა შე­გიძ­ლი­ათ ზო­გა­დად გვი­თხრათ "რემ­დე­სი­ვირ­ზე" და მის როლ­ზე Covid 19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში?

- რემ­დე­სი­ვი­რი შე­იქ­მნა, რო­გორც ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი კონ­კრე­ტუ­ლად ებო­ლას მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ მა­შინ მან ვერ აჩ­ვე­ნა კარ­გი შე­დე­გე­ბი და არ იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეფექ­ტურ სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტად. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის პან­დე­მია რომ და­ი­წყო, მა­შინ გა­აქ­ტი­ურ­და „რემ­დე­სი­ვი­რის“ ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა. სა­წყის ეტაპ­ზე არა­ერ­თმა სე­რი­ო­ზულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მას, სხვა მე­დი­კა­მენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, და­დე­ბი­თი ეფექ­ტი ჰქონ­და. შე­ამ­ცი­რა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა და და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. თუმ­ცა იყო კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებ­და.

მსოფ­ლიო სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­დი­კა­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ახ­ლაც ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო მო­საზ­რე­ბე­ბია. თუ ამე­რი­კუ­ლი FDI მის სი­კე­თე­ებ­ზე სა­უბ­რობს და გა­იდ­ლა­ი­ნებ­ში შე­ტა­ნის რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, ჯან­მო სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს. ორ­გა­ნი­ზა­ცია „რემ­დე­სი­ვირს“ არ მი­იჩ­ნევს ეფექ­ტურ მე­დი­კა­მენ­ტად და არ იძ­ლე­ვა კო­ვი­დის მკურ­ნა­ლო­ბა­ში მისი ჩარ­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ორი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცია ერ­თმა­ნეთ­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლია.

თუ და­ვუშ­ვებთ, რომ ეფექ­ტუ­რია, უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს და­ა­ვა­დე­ბის და­სა­წყის­ში და ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, პირ­ვე­ლი 7-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ვირუ­სი გა­ნიც­დის გამ­რავ­ლე­ბას

- Covid19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში რო­გო­რია ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბი?

- თუ და­ვუშ­ვებთ, რომ ეფექ­ტუ­რია, უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს და­ა­ვა­დე­ბის და­სა­წყის­ში და ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, პირ­ვე­ლი 7-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ვირუ­სი გა­ნიც­დის გამ­რავ­ლე­ბას. მარ­ტი­ვად, რომ გი­თხრათ, იგი კლავს ვირუ­სებს და მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს მის რეპ­ლი­კა­ცი­ას, გამ­რავ­ლე­ბას.

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რო­გორ უყუ­რე­ბენ „რემ­დე­სი­ვი­რის“ პერ­სპექ­ტი­ვას?

- რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენ­თა­ნაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბე­ბი. ზოგი ეფექ­ტუ­რად მი­იჩ­ნევს, ზოგს არ სჯე­რა მისი. ჯერ ჩვენ­თან ეს ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, ამი­ტო­მაც არ გვაქვს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის დიდი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

- თქვენ რას ფიქ­რობთ პი­რა­დად?

- ვთვლი, რომ ამ პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტუ­რო­ბა არ არის მა­ღა­ლი, მაგ­რამ გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სხვა უფრო კარ­გი პრე­პა­რა­ტი ამ ეტაპ­ზე არ გაგ­ვაჩ­ნია.

- ბა­ტონ თენ­გიგზს თქვენ მკურ­ნა­ლობ­დით, რო­გორ ფიქ­რობთ, მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა „რემ­დი­სი­ვი­რის“ დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რამ იქო­ნია ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა, ასე ცალ­სა­ხად გა­მი­ჭირ­დე­ბა „რემ­დე­სივრთან“ ამის და­კავ­ში­რე­ბა. თა­ვი­დან მისი და­ა­ვა­დე­ბა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ჰქონ­და პნევ­მო­ნია, სი­ცხე­ე­ბი და ა.შ. ძა­ლი­ან რთუ­ლი სათ­ქმე­ლია „რემ­დე­სი­ვი­რის“ მი­ცე­მის შემ­დეგ მოხ­და თუ არა მდგო­მა­რე­ო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა, მაგ­რამ ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლი­ათ გი­თხრათ, რომ მას ვი­თა­რე­ბა არ გა­უ­უ­ა­რე­სე­ბია. ხაზ­გას­მით გე­უბ­ნე­ბით, „რემ­დე­სი­ვირ­თან“ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც იყო მკურ­ნა­ლო­ბა­ში და შე­იძ­ლე­ბო­და და­ა­ვა­დე­ბას ისე­დაც და­ე­ხია უკან. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის რის­კე­ბი მა­ღა­ლი იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
korona de ezugbaia
51

roca xelisufleba sheicvleba kvela codvilii, sami mushketeri da matdagvari "humanoidebi" tavis tavs tavad gamoutanen ganachens...ase icis shishma...

გიორგი
0

უფალო შეგვიწყალე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კლავს და მინიმუმამდე ამცირებს ვირუსის გამრავლებას" - როგორია "რემდესივირით" მკურნალობის წესები კოვიდპაციენტებში და რას ამბობს პრეპარატზე თენგიზ ცერცვაძის მკურნალი ექიმი

"კლავს და მინიმუმამდე ამცირებს ვირუსის გამრავლებას" - როგორია "რემდესივირით" მკურნალობის წესები კოვიდპაციენტებში და რას ამბობს პრეპარატზე თენგიზ ცერცვაძის მკურნალი ექიმი

ბოლო რამდენიმე დღეა, მედიკამენტი "რემდესივირი" კვლავ აქტიური განსჯის საგანი გახდა. კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც თენგიზ ცერცვაძემ Covid 19-ისგან სწრაფი გამოჯანმრთელება სწორედ ამ პრეპარატს დაუკავშირა. ინფექცური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მისი მკურნალობის პროტოკოლში ამ ანტივირუსული მედიკამენტის ჩართვა პირადი ინიციატივა იყო.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია "რემდესივირის" შეძენა და მისი ფართო მოხმარებაში ჩაშვება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მედიკამენტი უკვე შეკვეთილია და დაახლოებით 10 დღეში საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

როგორ უყურებენ "რემდესივირის" პერსპექტივას საქართველოში და იქონია თუ არა რეალურად გავლენა თენგიზ ცერცვაძის გამოჯანმრთელებაზე ამ მედიკამენტმა? - AMBEBI.GE ესაუბრა ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ თენგიზ ცერცვაძეს მკურნალობდა.

- რა შეგიძლიათ ზოგადად გვითხრათ "რემდესივირზე" და მის როლზე Covid 19-ის მკურნალობაში?

- რემდესივირი შეიქმნა, როგორც ანტივირუსული მედიკამენტი კონკრეტულად ებოლას მკურნალობისთვის, მაგრამ მაშინ მან ვერ აჩვენა კარგი შედეგები და არ იქნა აღიარებული ერთმნიშვნელოვნად ეფექტურ სამკურნალო პრეპარატად. ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემია რომ დაიწყო, მაშინ გააქტიურდა „რემდესივირის“ ეფექტურობის შესახებ მსჯელობა. საწყის ეტაპზე არაერთმა სერიოზულმა კვლევამ აჩვენა, რომ მას, სხვა მედიკამენტებთან შედარებით, დადებითი ეფექტი ჰქონდა. შეამცირა სიკვდილიანობა და დაავადების მძიმე მიმდინარეობა. თუმცა იყო კვლევები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდა.

მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში მედიკამენტთან დაკავშირებით ახლაც ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებია. თუ ამერიკული FDI მის სიკეთეებზე საუბრობს და გაიდლაინებში შეტანის რეკომენდაციას იძლევა, ჯანმო საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს. ორგანიზაცია „რემდესივირს“ არ მიიჩნევს ეფექტურ მედიკამენტად და არ იძლევა კოვიდის მკურნალობაში მისი ჩართვის რეკომენდაციას. აღსანიშნავია, რომ ეს ორივე ორგანიზაცია ერთმანეთზე ავტორიტეტულია.

თუ დავუშვებთ, რომ ეფექტურია, უნდა გამოიყენებოდეს დაავადების დასაწყისში და ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში, პირველი 7-10 დღის განმავლობაში, როდესაც ვირუსი განიცდის გამრავლებას

- Covid19-ის მკურნალობაში როგორია ამ მედიკამენტის გამოყენების წესები?

- თუ დავუშვებთ, რომ ეფექტურია, უნდა გამოიყენებოდეს დაავადების დასაწყისში და ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში, პირველი 7-10 დღის განმავლობაში, როდესაც ვირუსი განიცდის გამრავლებას. მარტივად, რომ გითხრათ, იგი კლავს ვირუსებს და მინიმუმამდე ამცირებს მის რეპლიკაციას, გამრავლებას.

- ჩვენს ქვეყანაში როგორ უყურებენ „რემდესივირის“ პერსპექტივას?

- როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენთანაც განსხვავებულია მოსაზრებები. ზოგი ეფექტურად მიიჩნევს, ზოგს არ სჯერა მისი. ჯერ ჩვენთან ეს ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომაც არ გვაქვს მისი გამოყენების დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

- თქვენ რას ფიქრობთ პირადად?

- ვთვლი, რომ ამ პრეპარატის ეფექტურობა არ არის მაღალი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მისი გამოყენება შესაძლებელია, რადგან სხვა უფრო კარგი პრეპარატი ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია.

- ბატონ თენგიგზს თქვენ მკურნალობდით, როგორ ფიქრობთ, მისი გამოჯანმრთელება „რემდისივირის“ დამსახურებაა?

- რთული სათქმელია, რამ იქონია ბატონი თენგიზის გამოჯანმრთელებაზე გავლენა, ასე ცალსახად გამიჭირდება „რემდესივრთან“ ამის დაკავშირება. თავიდან მისი დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, ჰქონდა პნევმონია, სიცხეები და ა.შ. ძალიან რთული სათქმელია „რემდესივირის“ მიცემის შემდეგ მოხდა თუ არა მდგომარეობის დასტაბილურება, მაგრამ ცალსახად შემიძლიათ გითხრათ, რომ მას ვითარება არ გაუუარესებია. ხაზგასმით გეუბნებით, „რემდესივირთან“ ბატონი თენგიზის გამოჯანმრთელების დაკავშირება გამიჭირდება. სხვა მედიკამენტებიც იყო მკურნალობაში და შეიძლებოდა დაავადებას ისედაც დაეხია უკან. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბატონი თენგიზის შემთხვევაში დაავადების დამძიმების რისკები მაღალი იყო.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 53 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის 2904 ახალი შემთხვევა და 4 316 გამოჯანმრთელებული - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

Mastercard Kings Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს