მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს?!" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს
"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს?!" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს

არ შე­იძ­ლე­ბა, რომ კრი­ტი­კა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­დი­ო­დეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში - რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი ინი­ცი­ა­ტო­რი ქვე­ყა­ნა­ში „რემ­დე­სი­ვი­რის“ შე­მო­ტა­ნის, ძა­ლი­ან ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გა­მო­მიჩ­ნდა, რა­ტომ შე­მომ­ქონ­და მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლას მიერ არ არის მო­წო­ნე­ბუ­ლი; ახლა წა­მო­ვი­და მე­ო­რე კრი­ტი­კა, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა თენ­გი­ზის­თვის და არ არის სხვე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მე­დი­კა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის ვა­და­ში იქ­ნე­ბა.

„მე ორ­მა­გად რის­კის ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, ასაკ­თან ერ­თად მაქვს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მა გა­მო­ხა­ტუ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რი­კის ჯგუ­ფია კო­ვი­და­ვად­მყო­ფე­ბის­თვის, რა­მე­თუ არ­სე­ბობს რის­კი და­ა­ვა­დე­ბის ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად წას­ვლის და მძი­მე გა­მო­სავ­ლის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე ამას გა­და­ვურ­ჩი. და­ი­წყო ვირუ­სი ყე­ლის ტკი­ვი­ლით, ცხე­ლე­ბით, ხვე­ლით და იყო რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა. 14-ში აღ­მო­მაჩ­ნდა ვირუ­სი და 16-ში და­ი­წყო იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­უ­ა­რე­სებს. ოთხ დღე­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კრი­ტი­კულ ზღვრამ­დე ჩა­მო­ვი­და. რომ არა ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, მას შე­საძ­ლოა, მოჰ­ყო­ლო­და ცუდი შე­დე­გე­ბი, ამ დროს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­და­მეს­ხა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი „რემ­დე­სი­ვი­რი“, რო­მე­ლიც სა­დღე­ი­სოდ ერ­თა­დერ­თი მე­დი­კა­მენ­ტია, რო­მე­ლიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ამე­რი­კის ჯან­დაც­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­იდ­ლა­ი­ნით, მაგ­რამ მას ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად არ აფა­სებს. მა­გა­ლი­თად, ჯან­მო-ს კვლე­ვე­ბით ით­ვლე­ბა, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტი ეფექ­ტუ­რი არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პრე­პა­რა­ტი შე­მო­ტა­ნი­ლი ჯერ არ არის. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დღე­ში 2 კვი­რა­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. „რემ­დე­სი­ვი­რის” გა­დას­ხმი­დან მე­ო­რე დღეს და­ი­წყო ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და 5 დღე­ში ჩემ­მა იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ სა­წყის ზღვარს მი­აღ­წია. მე ვერ ვამ­ტკი­ცებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია „რემ­დე­სი­ვირ­თან“, რად­გან ერთი ადა­მი­ა­ნით ამის მტკი­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ფაქ­ტია, რომ ჩემ­ზე ასე იმოქ­მე­და.

არ შე­იძ­ლე­ბა, რომ კრი­ტი­კა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­დი­ო­დეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში. რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი ინი­ცი­ა­ტო­რი ქვე­ყა­ნა­ში „რემ­დე­სი­ვი­რის“ შე­მო­ტა­ნის, ძა­ლი­ან ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გა­მო­მიჩ­ნდა, რა­ტომ შე­მომ­ქონ­და მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლას მიერ არ არის მო­წო­ნე­ბუ­ლი. მე ჩემს თავ­ზე შე­მიძ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, თუნ­დაც ჯან­მო-ს მიერ უარ­ყო­ფი­ლი მე­დი­კა­მენ­ტი გა­ვი­კე­თო, თუ მე მისი მწამს. ახლა წა­მო­ვი­და მე­ო­რე კრი­ტი­კა, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა თენ­გი­ზის­თვის და არ არის სხვე­ბის­თვის. ეს არ იყო სა­ხელ­მწი­ფო მა­რა­გი­დან, მე­დი­კა­მენ­ტი ჯერ არ შე­მო­სუ­ლა. გუ­შინ­წინ მო­ე­წე­რა ხელი, ჩემი გა­ჯან­მრთე­ლე­ბის მერე დად­გე­ნი­ლე­ბას და მე­დი­კა­მენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით, ორ კვი­რა­ში შე­მო­ვა. მე მე­გობ­რებ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს უცხო­ე­თი­დან და ეს ვის შე­უძ­ლია შე­ზღუ­დოს, თუკი პა­ცი­ენტს და მი­თუ­მე­ტეს ექიმს სწამს ამ მე­დი­კა­მენ­ტის, რა­ტომ უნდა იყოს კრი­ტი­კის სა­გა­ნი?!“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთევანი
5

ბატონო თენგიზ, არაფერში არ გჭირდებათ ვიგინდარებთან თავის მართლება.

საღი აზრი
0

ნუ შეჭამეთ რა ეს მართლაც კარგი ადამიანი. მთელი წელია კოვიდინფიცირებუებთან არის, არ აქვს იმის უფლება რომ თავის თავს უმკურნალოს?, ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო თენგიზ. ბევრი კარგი საქმე გაქვთ გაკეთებული ქართველებისათვის და დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც კიდევ ბევრ სიკეთეს იზამთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს?!" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს

"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს?!" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს

არ შეიძლება, რომ კრიტიკა, უკმაყოფილება მოდიოდეს ნებისმიერ შემთხვევაში - როდესაც მე ვიყავი ინიციატორი ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანის, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდა, რატომ შემომქონდა მედიკამენტი, რომელიც ყველას მიერ არ არის მოწონებული; ახლა წამოვიდა მეორე კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომი დაახლოებით ორი კვირის ვადაში იქნება.

„მე ორმაგად რისკის ჯგუფს მივეკუთვნები, ასაკთან ერთად მაქვს თანმხლები დაავადება არაჰოჯკინის ლიმფომა გამოხატული იმუნოდეფიციტით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე მაღალი რიკის ჯგუფია კოვიდავადმყოფებისთვის, რამეთუ არსებობს რისკი დაავადების ძალიან აგრესიულად წასვლის და მძიმე გამოსავლის. საბედნიეროდ, მე ამას გადავურჩი. დაიწყო ვირუსი ყელის ტკივილით, ცხელებით, ხველით და იყო როგორც მოსალოდნელია იმუნური სისტემის მკვეთრი გაუარესება. 14-ში აღმომაჩნდა ვირუსი და 16-ში დაიწყო იმუნური სისტემის გაუარესებს. ოთხ დღეში ეს მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე ჩამოვიდა. რომ არა ზომების მიღება, მას შესაძლოა, მოჰყოლოდა ცუდი შედეგები, ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადამესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“, რომელიც სადღეისოდ ერთადერთი მედიკამენტია, რომელიც რეკომენდებულია ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების გაიდლაინით, მაგრამ მას ყველა ერთნაირად არ აფასებს. მაგალითად, ჯანმო-ს კვლევებით ითვლება, რომ ეს მედიკამენტი ეფექტური არ არის. საქართველოში ეს პრეპარატი შემოტანილი ჯერ არ არის. ხელშეკრულება გაფორმებულია და დაახლოებით, 10 დღეში 2 კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. „რემდესივირის” გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება და 5 დღეში ჩემმა იმუნურმა სისტემამ საწყის ზღვარს მიაღწია. მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია „რემდესივირთან“, რადგან ერთი ადამიანით ამის მტკიცება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ჩემზე ასე იმოქმედა.

არ შეიძლება, რომ კრიტიკა, უკმაყოფილება მოდიოდეს ნებისმიერ შემთხვევაში. როდესაც მე ვიყავი ინიციატორი ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანის, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდა, რატომ შემომქონდა მედიკამენტი, რომელიც ყველას მიერ არ არის მოწონებული. მე ჩემს თავზე შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც ჯანმო-ს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო, თუ მე მისი მწამს. ახლა წამოვიდა მეორე კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის. ეს არ იყო სახელმწიფო მარაგიდან, მედიკამენტი ჯერ არ შემოსულა. გუშინწინ მოეწერა ხელი, ჩემი გაჯანმრთელების მერე დადგენილებას და მედიკამენტი დაახლოებით, ორ კვირაში შემოვა. მე მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ეს ვის შეუძლია შეზღუდოს, თუკი პაციენტს და მითუმეტეს ექიმს სწამს ამ მედიკამენტის, რატომ უნდა იყოს კრიტიკის საგანი?!“ - განაცხადა ცერცვაძემ.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი