სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს
"უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს

უცხო­ე­თის ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი მოღ­ვა­წე­ო­ბენ, გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში - მი­ხე­დეთ ყვე­ლამ იმ ქვე­ყა­ნას, სა­დაც საქ­მი­ა­ნობთ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “დღის ნი­უს­რუმ­ში“, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

ცერ­ცვა­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ უცხო­ე­თის ქვეყ­ნე­ბის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვი­დის კლი­ნი­კურ მარ­თვას ერ­თხმად უმაღ­ლეს შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ და “კრი­ტი­კას რა­ტომ­ღაც ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ნა­წი­ლი გა­მოთ­ქვამს“.

“ის, რომ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ მათი ნათ­ქვა­მი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. ხში­რად მიხ­დე­ბა პო­ლე­მი­კა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ექი­მებ­თან. პი­რად პო­ლე­მი­კა­ში ჯერ ვე­რა­ვინ და­მი­სა­ბუ­თა, რომ რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით ან არას­წო­რად ვმარ­თავთ კო­ვიდს. ამ­ბო­ბენ რა­ღაც ზო­გად ფრა­ზებს, მაგ­რამ რო­დე­საც გან­მარ­ტე­ბებს ვაძ­ლევ, ვე­რა­ვი­თარ კონ­კრე­ტულ ნაკლს ჩვენ მიერ კო­ვი­დის კლი­ნი­კურ მარ­თვა­ზე ვერ ამ­ბო­ბენ. უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში ყვე­ლა მხრივ უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა - სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის პრო­ცენ­ტით, რა­ო­დე­ნო­ბით, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბით. ეს იქ მრა­ვალ­ჯერ უფრო მე­ტია. ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტია, რო­მე­ლიც კლი­ნი­კამ­დე სა­ერ­თოდ ვერ აღ­წევს და ექიმ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ვერ ახერ­ხებს. გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ში მა­სი­უ­რად იყო, როცა კრე­მა­ტო­რი­უ­მებ­თან მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბით მან­ქა­ნე­ბი რიგ­ში იდ­გნენ. ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში გი­ნა­ხავთ?!“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს ქყ­ვე­ყა­ნას, პან­დე­მი­ის დროს მოს­თხო­ვო, ყვე­ლა­ფერ­მა სა­ა­თი­ვით გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ოს - არ იყოს შე­ფერ­ხე­ბე­ბი, დაგ­ვი­ა­ნე­ბი­თი ტეს­ტი­რე­ბა, სას­წრა­ფოს­თან და ოჯა­ხის ექიმ­თან და­ყოვ­ნე­ბა, სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში ად­გი­ლის ლო­დი­ნი - შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ცერ­ცვა­ძის თქმით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და არა­სა­სურ­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის ქვე­ყა­ნა­ში, ამას უფრო ხარ­ვე­ზე­ბი ჰქვია.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და არა­სა­სურ­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ მე ამას უფრო ხარ­ვეზს და­ვარ­ქმევ­დი. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა წამ­ყვან ჯან­დაც­ვის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად სუს­ტია, არაა გა­საკ­ვი­რი. ინ­ფი­ცი­რე­ბის ასე­თი კრი­ტი­კუ­ლად მა­ღა­ლი რი­ცხვის შემ­თხვე­ვა­ში, ამ პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირ შე­ზღუდ­ვე­ბის ქვე­ყა­ნას მოს­თხო­ვო ყვე­ლა­ფერ­მა სა­ა­თი­ვით გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ოს და არ იყოს შე­ფერ­ხე­ბე­ბი, დაგ­ვი­ა­ნე­ბი­თი ტეს­ტი­რე­ბა, სას­წრა­ფოს­თან და ოჯა­ხის ექიმ­თან და­ყოვ­ნე­ბა, სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში ად­გი­ლის ლო­დი­ნი, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. მთელს მსოფ­ლი­ო­ში ვერ უმკლავ­დე­ბი­ან ამას. ბელ­გი­ი­დან და ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან ავად­მყო­ფე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში გა­დაჰ­ყავთ, რად­გან იქ სა­წო­ლე­ბი არ ჰყოფ­ნით. სა­ქარ­თვე­ლო­დან ხომ არა­ვინ არ­სად გა­დაგ­ვყავს?! კი ბა­ტო­ნო, არის დაგ­ვი­ა­ნე­ბა - ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, მაგ­რამ იქ კვი­რე­ბია დაგ­ვი­ა­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jiji
24

ეს ბებერი კომუნისტი და რუსეთის მაქებარი,არცერთ ევროპულ ქვეყანაში აფ ყოფილა შემთხვევა 15-წლის ბავშვების გარდაცვალება კოვიდით,საქართველოში კი უკვე რამოდენიმე შემთხვევაა,მერე რა რომ თანმხლები დაავადება ქონდათ თუნდაც დიაბეტი,განაჩენი არ არის დიაბეტი,ასევე მართვა კოვიდ ინფიცირებულების ყველაზე წარუმატებლად,გარდაცვსლების რუცხვი ყოველ ას ინფიცირებულზე პირველ ადგილზე ვართ,რაც შეეხება დაინფიცირებულების მზარდობით ნახე ფაუჩის განცხადება საქართველოზე,მეტი რა ჩამოგითვალო,,სსრკ-ფიპლომით ამაყობ სა ამ დროს განვითარებას ჩამორჩებით..თვით ფაუჩიც კი იშველიებს ჩინეთის გამოცდილებას კი არ უარყოფს იქ მოღვაწე ექიმებს,დავიჯერო ბ-ნ ფაუჩზე მეტი ცოდნა ან გამოცდილება გაქ,,არ გამოჩნდე მაინც კომუნისტური ლექსიკით..

ვი–რუსი
27

კარგი რა თენგიზ,რა მოგცეს ეგეთი ქოცებმა რომ სხვანაირად აჭიკჭიკდი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს

"უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ" - თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს

უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში - მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, უცხოეთში მცხოვრები ქართველი კოლეგების პასუხად განაცხადა.

ცერცვაძე ირწმუნება, რომ უცხოეთის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას ერთხმად უმაღლეს შეფასებას აძლევენ და “კრიტიკას რატომღაც ქართველი ექიმების ნაწილი გამოთქვამს“.

“ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ. უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესი მდგომარეობაა - სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. გაზაფხულ-ზაფხულში მასიურად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მსგავს ქყვეყანას, პანდემიის დროს მოსთხოვო, ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს - არ იყოს შეფერხებები, დაგვიანებითი ტესტირება, სასწრაფოსთან და ოჯახის ექიმთან დაყოვნება, სტაციონარებში ადგილის ლოდინი - შეუძლებელია.

ცერცვაძის თქმით, ძალიან სამწუხარო და არასასურველი სიტუაციაა, მაგრამ საქართველოს მსგავს შეზღუდული რესურსების ქვეყანაში, ამას უფრო ხარვეზები ჰქვია.

"ძალიან სამწუხარო და არასასურველი სიტუაციაა, მაგრამ მე ამას უფრო ხარვეზს დავარქმევდი. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წამყვან ჯანდაცვის ქვეყნებთან შედარებით ბევრად სუსტია, არაა გასაკვირი. ინფიცირების ასეთი კრიტიკულად მაღალი რიცხვის შემთხვევაში, ამ პირობებში, საქართველოსნაირ შეზღუდვების ქვეყანას მოსთხოვო ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს და არ იყოს შეფერხებები, დაგვიანებითი ტესტირება, სასწრაფოსთან და ოჯახის ექიმთან დაყოვნება, სტაციონარებში ადგილის ლოდინი, ეს შეუძლებელია. მთელს მსოფლიოში ვერ უმკლავდებიან ამას. ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან ავადმყოფები გერმანიაში გადაჰყავთ, რადგან იქ საწოლები არ ჰყოფნით. საქართველოდან ხომ არავინ არსად გადაგვყავს?! კი ბატონო, არის დაგვიანება - ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, მაგრამ იქ კვირებია დაგვიანება", - განაცხადა ცერცვაძემ.

ხმაური პარლამენტთან - სამოქალაქო ატივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა

აღმოსავლეთ საქართველოში 6-7 დეკემბერს ითოვებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი