თბილისის მეტროს მემანქანე COVID-19-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი "ერთობა 2013" ავრცელებს.
""ერთობა 2013" და მთლიანად მეროპოლიტენში დასაქმებულები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი კოლექტივის გამორჩეული პიროვნების - ზაზა გუდაძის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ნათელში ამყოფოს უფალმა. ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლამ შეიწირა მისი მებრძოლი სული", - აღნიშნულია "ფეისბუქ-განცხადებაში".
სატრანსპორტო კომპანიაში მემანქანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მემანქანეთა ცვლის უფროსს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა.