მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი საქართველოსთვის" - რა წერია ნაშრომში, რომელიც ექსპერტების ჯგუფმა ნატო-ს გენმდივნის დავალებით მოამზადა
"სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი საქართველოსთვის" - რა წერია ნაშრომში, რომელიც ექსპერტების ჯგუფმა ნატო-ს გენმდივნის დავალებით მოამზადა

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ვარ­შა­ვა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტე­რი­ალ­ში. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს მა­ღალ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­შია. ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს პო­ლო­ნელ კო­ლე­გას­თან ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გან­ვი­ხი­ლოთ“, - ამის შე­სა­ხებ და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი „ტვი­ტე­რის“ პი­რად გვერ­დზე წერს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი 1-2 დე­კემ­ბერს ვარ­შა­ვა­ში ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტე­რი­ალ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ასე­ვე მი­ე­სალ­მა ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბას.

„ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ექ­სპერ­ტებ­მა მი­ი­ღეს სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ნატო-ს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კას და სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს. ეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი შემ­დგო­მი სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. მად­ლი­ე­რი ვარ ალი­ან­სი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სტოლ­ტენ­ბერ­გის მხარ­და­ჭე­რის­თვის“ , - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

ნატო-ს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, ამ მხრივ მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გაწ­ვე­რი­ა­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­მო­მავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

"ნატო-მ უნდა გა­ა­ფარ­თო­ვოს და გა­აძ­ლი­ე­როს პარტნი­ო­რო­ბა უკ­რა­ი­ნას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რო­გორც და­უც­ველ დე­მოკ­რა­ტი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ და რუ­სე­თის მხრი­დან მუდ­მი­ვი სა­გა­რეო და სა­ში­ნაო ზე­წო­ლის ქვეშ არი­ან", - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუ­ფის მიერ მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენ­ტში: „ნატო 2030: გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ეპო­ქის­თვის, ანა­ლი­ზი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.“

ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს, ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ზე ჰე­გე­მო­ნი­ის დამ­ყა­რე­ბას და ძირს უთხრის მათ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

„რუ­სე­თის მთავ­რო­ბა ცდი­ლობს ყო­ფილ საბ­ჭო­თა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჰე­გე­მო­ნი­ის დამ­ყა­რე­ბას და ძირს უთხრის მათ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, ცდი­ლობს დაბ­ლო­კოს იმ ქვეყ­ნე­ბის გზა, რო­მელ­თაც სურთ ნატო-სკენ სვლა. რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს აგ­რე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არ­სე­ბულ ფონ­ზე „ნატო-ს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა“ და­ცუ­ლი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი უნდა იყოს.

„ნატო-ს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა უნდა იყოს და­ცუ­ლი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი. ნატო-მ უნდა გა­ა­ფარ­თო­ვოს და გა­აძ­ლი­ე­როს პარტნი­ო­რო­ბა უკ­რა­ი­ნას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს­თან, შე­ე­ცა­დოს გა­აძ­ლი­ე­როს ურ­თი­ერ­თო­ბა ბოს­ნია და ჰერ­ცო­გო­ვი­ნას­თან და და­უ­პი­რის­პირ­დეს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის რე­გი­ონ­ში,” - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა ჯგუ­ფი 2020 წლის აპ­რილ­ში და­ნიშ­ნა. ექ­სპერ­ტებ­მა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ანა­ლიზ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს მო­ი­ცავს, გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს 25 ნო­ემ­ბერს, ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს კი გუ­შინ წა­რუდ­გი­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე ვიყო ნაცი თუ არა კიდე რა რა)
13

ეს ოცნება ამ ნატოსთან აშშ-ს სახელმწიფოს სტრუქტურებთან ევრო კავშირთან ისე დაძმაკაცდა. რომ უკვე ეჭვი აღარ მეპარება რომ ნამდვილი რუსეთუმეები არიან ეგ შენი ქოცები რა))))))

შუშის სასახლის მიტროპოლიტი
15

ჩვენ არ გვინდა ნატო,ჩვენ გვინდა ენძელა ან ვ კრაინემ გუგული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი საქართველოსთვის" - რა წერია ნაშრომში, რომელიც ექსპერტების ჯგუფმა ნატო-ს გენმდივნის დავალებით მოამზადა

"სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი საქართველოსთვის" - რა წერია ნაშრომში, რომელიც ექსპერტების ჯგუფმა ნატო-ს გენმდივნის დავალებით მოამზადა

„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიღებას.

„ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის სტოლტენბერგის მხარდაჭერისთვის“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.

"ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიებთან, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ არიან", - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში: „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები.“

ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ჰეგემონიის დამყარებას და ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთის მთავრობა ცდილობს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე ჰეგემონიის დამყარებას და ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ცდილობს დაბლოკოს იმ ქვეყნების გზა, რომელთაც სურთ ნატო-სკენ სვლა. რუსეთი აგრძელებს აგრესიას საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებულ ფონზე „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“ დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს დაცული და გაძლიერებული. ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, შეეცადოს გააძლიეროს ურთიერთობა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან და დაუპირისპირდეს დესტაბილიზაციას დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში,” - ნათქვამია დოკუმენტში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2020 წლის აპრილში დანიშნა. ექსპერტებმა დოკუმენტი, რომელიც ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს, გენერალურ მდივანს 25 ნოემბერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს კი გუშინ წარუდგინეს.

რას პასუხობს დავით ზალკანიანი ოპოზიციის განცხადებას, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე მიწვეული"

"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"