სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის საქველმოქმედო აქცია - “Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა 2021” დაიწყო
ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის საქველმოქმედო აქცია - “Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა 2021” დაიწყო

ბაქსვუ­დის მო­ხა­ლი­სე­თა კლუბ­მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად პრო­ექ­ტი “#SecretSantaChallenge - გახ­დი სა­ი­დუმ­ლო სან­ტა” უკვე მე­ხუ­თედ და­ი­წყო.

1-ლი დე­კემ­ბრი­დან ბაქსვუ­დის მო­ხა­ლი­სე­თა კლუ­ბის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის მიერ და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი გა­მოჩ­ნდა, რომ­ლებ­საც ისი­ნი თოვ­ლის ბა­ბუ­ას უწე­რენ. ეს ის ბავ­შვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბის­თვი­საც ახა­ლი წელი სი­ხა­რუ­ლის და სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის ნაც­ვლად ახალ იმედ­გაც­რუ­ე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

წე­რი­ლე­ბი სა­ი­დუმ­ლო სან­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას 1-ლი დე­კემ­ბრი­დან - 23 დე­კემ­ბრამ­დე და­ე­ლო­დე­ბი­ან. პრო­ექ­ტში ჩარ­თვა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შუძ­ლია. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მათ უნდა შე­არ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი წე­რი­ლი და წე­რილს ქვეშ და­ტო­ვონ კო­მენ­ტა­რი “მე გავ­ხდე­ბი (სა­ლო­მეს/ნი­კოს) სა­ი­დუმ­ლო სან­ტა”. ამის შემ­დეგ მათ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და­ვუ­კავ­შირ­დე­ბი­ან და და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდი­ან ბავ­შვი­სა და პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მა არ მოხ­დე­ბა პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტით და სა­ი­დუმ­ლო სან­ტე­ბი სა­ჩუქ­რის ად­რე­სა­ტის­თვის გაგ­ზავ­ნას 24 დე­კემ­ბრი­დან 29 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით შეძ­ლე­ბენ.

პრო­ექტს გა­მოწ­ვე­ვის სახე აქვს. მას შემ­დეგ რაც მო­ნა­წი­ლე აირ­ჩევს მის­თვის სა­სურ­ველ წე­რილს, და­ტო­ვებს კო­მენ­ტარს და წე­რილს ჰეშ­თე­გე­ბით: #გახ­დი­სა­ი­დუმ­ლო­სან­ტა, #secretsantachallenge გა­ა­ზი­ა­რებს ტექ­სტით: “მე ჩა­ვერ­თე კამ­პა­ნი­ა­ში #გახ­დი­სა­ი­დუმ­ლო­მე­გო­ბა­რი და ვიწ­ვევ ჩემს მე­გობ­რებს

... გა­მოწ­ვე­უ­ლი მე­გობ­რე­ბი კი ისევ აირ­ჩე­ვენ წე­რილს, და­ტო­ვე­ბენ კო­მენ­ტარს და გა­მოწ­ვე­ვენ თა­ვი­ანთ მე­გობ­რებს.

გა­მოწ­ვე­ვა სულ რა­ღაც 1 დღეა და­ი­წყო და ამ ეტაპ­ზე 21 ბავ­შვს გა­მო­უჩ­ნდა სა­ი­დუმ­ლო სან­ტა. ახა­ლი წე­რი­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ემა­ტე­ბა და ბავ­შვე­ბი სა­ი­დუმ­ლო მე­გობ­რე­ბის გა­მო­ჩე­ნას ელო­დე­ბი­ან.

„პრო­ექ­ტი უკვე მე­ხუ­თე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყო­ველ წელს მას­ში ასო­ბით სა­ი­დუმ­ლო სან­ტა იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნუ­რო­ბის იდეა უფრო სარ­წმუ­ნო გავ­ხა­დოთ” - ამ­ბობს პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტო­რი მურო თა­კა­ლან­ძე.

„ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ იმი­ტომ რომ საკ­მა­ოდ რთულ სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებს ახალ წელს უფე­რა­დებს და ოც­ნე­ბებს უხ­დენს, არა­მედ იმი­ტო­მაც რომ ქველ­მოქ­მე­დე­ბის ტრა­დი­ცი­ას ამ­კვიდ­რებს. პი­რა­დად ჩემ­თვის ახა­ლი წელი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ პრო­ექ­ტის და ამ ბავ­შვე­ბის გა­ხა­რე­ბის გა­რე­შე. Იმე­დია, თან­და­თან მეტი და მეტი ადა­მი­ა­ნი ჩერ­თვე­ბა და მეტი ბავ­შვის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას მო­ვა­ხერ­ხებთ. ბავ­შვე­ბი უნდა იყ­ვნენ ბენ­დი­ე­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ წელს!” - “SecretSantaChallenge-ის მო­ნა­წი­ლე სა­ი­დუმ­ლო სან­ტა ხა­ტია ნა­მიჭ­რიშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ­ჟა­მად გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით პო­ლო­ნეთ­ში, ლომ­ჟას გა­მო­ყე­ნე­ბით მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იმ­ყო­ფე­ბა და იგი დის­ტან­ცი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში: „Secret Santa Challenge-ის შე­სა­ხებ 2 წლის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან გა­ვი­გე და მას შემ­დეგ ვცდი­ლობ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თო სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­ში. წელს არ ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რის გა­მოც არ მე­გო­ნა, თუ მო­ვა­ხერ­ხებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, თუმ­ცა შექ­მნილ­მა ეპი­დე­მი­ურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ უამ­რავ სირ­თუ­ლე­სა და რისკთან ერ­თად ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც დაგ­ვა­ნა­ხა. იმე­დი მაქვს, კე­თი­ლი სან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით წელ­საც უამ­რავ ბავ­შვს ვა­ჩუ­ქებთ ჯა­დოს­ნურ ახალ წელს.” - ქეთი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი

„აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლო­ბა ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ვი­ნა­ი­დან ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით ვცდი­ლობთ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი კი­დევ უფრო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ ბავ­შვე­ბის­თვის. სან­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მჯე­რა, რომ წელს ბედ­ნი­ე­რი ახა­ლი წელი ბევ­რი ბავ­შვის­თვის დად­გე­ბა. “ - ანი ჩიკ­ვა­ი­ძე, პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი

სწრა­ფი ბმუ­ლე­ბი

წე­რი­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბმულ­ზე - https://bit.ly/2Voxw6e

ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია - https://bit.ly/39yPQlA

NS

ავტორი:

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის საქველმოქმედო აქცია - “Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა 2021” დაიწყო

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის საქველმოქმედო აქცია - “Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა 2021” დაიწყო

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბმა სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასასრულებლად პროექტი “#SecretSantaChallenge - გახდი საიდუმლო სანტა” უკვე მეხუთედ დაიწყო.

1-ლი დეკემბრიდან ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ფეისბუქ გვერდზე სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დაწერილი წერილები გამოჩნდა, რომლებსაც ისინი თოვლის ბაბუას უწერენ. ეს ის ბავშვები არიან, რომლებისთვისაც ახალი წელი სიხარულის და სურვილების ასრულების ნაცვლად ახალ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული.

წერილები საიდუმლო სანტების გამოჩენას 1-ლი დეკემბრიდან - 23 დეკემბრამდე დაელოდებიან. პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შუძლია. მონაწილეობის მისაღებად მათ უნდა შეარჩიონ სასურველი წერილი და წერილს ქვეშ დატოვონ კომენტარი “მე გავხდები (სალომეს/ნიკოს) საიდუმლო სანტა”. ამის შემდეგ მათ პროექტის ორგანიზატორები დავუკავშირდებიან და დამატებით ინფორმაციას მივაწვდიან ბავშვისა და პროექტის შესახებ.

ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჩუქრების გადაცემა არ მოხდება პირდაპირი კონტაქტით და საიდუმლო სანტები საჩუქრის ადრესატისთვის გაგზავნას 24 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით შეძლებენ.

პროექტს გამოწვევის სახე აქვს. მას შემდეგ რაც მონაწილე აირჩევს მისთვის სასურველ წერილს, დატოვებს კომენტარს და წერილს ჰეშთეგებით: #გახდისაიდუმლოსანტა, #secretsantachallenge გააზიარებს ტექსტით: “მე ჩავერთე კამპანიაში #გახდისაიდუმლომეგობარი და ვიწვევ ჩემს მეგობრებს

... გამოწვეული მეგობრები კი ისევ აირჩევენ წერილს, დატოვებენ კომენტარს და გამოწვევენ თავიანთ მეგობრებს.

გამოწვევა სულ რაღაც 1 დღეა დაიწყო და ამ ეტაპზე 21 ბავშვს გამოუჩნდა საიდუმლო სანტა. ახალი წერილები ყოველდღიურად ემატება და ბავშვები საიდუმლო მეგობრების გამოჩენას ელოდებიან.

„პროექტი უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს და ყოველ წელს მასში ასობით საიდუმლო სანტა იღებს მონაწილეობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ახალი წლის ჯადოსნურობის იდეა უფრო სარწმუნო გავხადოთ” - ამბობს პროექტის იდეის ავტორი მურო თაკალანძე.

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ რომ საკმაოდ რთულ სოციალურ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს ახალ წელს უფერადებს და ოცნებებს უხდენს, არამედ იმიტომაც რომ ქველმოქმედების ტრადიციას ამკვიდრებს. პირადად ჩემთვის ახალი წელი წარმოუდგენელია ამ პროექტის და ამ ბავშვების გახარების გარეშე. Იმედია, თანდათან მეტი და მეტი ადამიანი ჩერთვება და მეტი ბავშვის გაბედნიერებას მოვახერხებთ. ბავშვები უნდა იყვნენ ბენდიერები, განსაკუთრებით ახალ წელს!” - “SecretSantaChallenge-ის მონაწილე საიდუმლო სანტა ხატია ნამიჭრიშვილი.

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამჟამად გაცვლითი პროგრამით პოლონეთში, ლომჟას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფება და იგი დისტანციურად არის ჩართული პროექტის ორგანიზებაში: „Secret Santa Challenge-ის შესახებ 2 წლის წინ სოციალური ქსელებიდან გავიგე და მას შემდეგ ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო საორგანიზაციო საკითხებში. წელს არ ვიმყოფები საქართველოში, რის გამოც არ მეგონა, თუ მოვახერხებდი მონაწილეობის მიღებას, თუმცა შექმნილმა ეპიდემიურმა მდგომარეობამ უამრავ სირთულესა და რისკთან ერთად ეს შესაძლებლობაც დაგვანახა. იმედი მაქვს, კეთილი სანტების დახმარებით წელსაც უამრავ ბავშვს ვაჩუქებთ ჯადოსნურ ახალ წელს.” - ქეთი ჟორჟოლიანი, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი

„აღნიშნულ პროექტში ჩართულობა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ვინაიდან ერთიანი ძალებით ვცდილობთ ახალი წლის დღესასწაული კიდევ უფრო განსაკუთრებული გავხადოთ ბავშვებისთვის. სანტების აქტიურობიდან გამომდინარე მჯერა, რომ წელს ბედნიერი ახალი წელი ბევრი ბავშვისთვის დადგება. “ - ანი ჩიკვაიძე, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი

სწრაფი ბმულები

წერილები ხელმისაწვდომია ბმულზე - https://bit.ly/2Voxw6e

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია - https://bit.ly/39yPQlA

NS

დღეს უკვე მეორედ, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

"ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“ - მეუფე ნიკოლოზი

"ეს ვირუსი, ალბათ, კაცობრიობისთვის აუცილებელი იყო უკვე ისე ვიყავით გადაგვარებული, მარტო ეს თუ დაგვაფიქრებს" - მეუფე იაკობი