ავტორი:

"რეზო ხარაზი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ამიტომ დავაკავეთ - ბუშტის გაშვებას არავინ უშლით" - აჭარის პოლიციის უფროსი

"რეზო ხარაზი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ამიტომ დავაკავეთ - ბუშტის გაშვებას არავინ უშლით" - აჭარის პოლიციის უფროსი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. მისივე თქმით, რეზო ხარაზი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს.

„პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. იგი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ამიტომ დავაკავეთ. ბუშტის გაშვებას არავინ არ უშლით. შეგნებულად პროვოცირებაზე მოდიან, ამაზე რამდენჯერმე მიეცა შენიშვნა",- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბუშტები მიიტანეს და ბოძებზე განთავსებას ცდილობდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საქალაქო სასამართლო - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო

"მამაკაცს მისი ყოფილი შეყვარებულის დამ ჯერ აგური ჩაარტყა, ამას მოჰყვა გასროლაც" - კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

"საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და "მისო ინტელექსპრესის" საცავში შეაღწიეს, მოპარულია ფული და ოქრო" - ქუთაისში 2 პირი დააკავეს