ავტორი:

#სასწაულიწიგნებშია - გამომცემლობა "პალიტრა L-ის”  წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

#სასწაულიწიგნებშია - გამომცემლობა "პალიტრა L-ის”  წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

ახალი წელი ახლოვდება და თითოუელი ჩვენგანი სადღესასწაულო განწყობის შექმნას ცდილობს. ეს ის პერიოდია, როცა ყველას სასწაულის მოლოდინი აქვს. #სასწაულიწიგნებშია - დღესასწაული არის იქ, სადაც წიგნებია. სწორედ ამიტომ, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, იყოს ის, ვინც საახალწლოდ სურვილებს აგისრულებთ. 2-8 დეკემბერს საბავშვო ზღაპრებზე, „ლიბერთინსის“, „იკითხე ქართულის“ „პალიტრა კლასიკისა“ და „ლურჯი ოკეანის“ წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

ფასდაკლებული წიგნების სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2KSmvbf

ფასდაკლებული წიგნები გაიყიდება "ბიბლუსის" მაღაზიებსა და www.biblusi.ge-ზე.

ასევე, ქალაქებში, სადაც შეზღუდვების გათვალისწინებით, დაკეტილია "ბიბლუსის" მაღაზიები, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ე.წ. ”Take away/თან წაიღე'' სერვისით.

ასე რომ, შეგიძლიათ, თან წაიღოთ წიგნები ოჯახისათვის. ფასდაკლება სხვდასხვა ჟანრისა და ასაკის ლიტერატურაზე მოქმედებს. ქვემოთ კი გთავაზობთ მცირე ინფორმაციას წიგნებზე იმ სერიებიდან, რომლებზეც აღნიშნული აქცია ვრცელდება.

ეს არის წიგნი პატარა ქალაქზე, სადაც შეხვდებით ყველას გარდა ბოროტი ჯადოქრებისა და კუდიანებისა. აქ ცხოვრობს კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა, მხიარული მღებავიც ამ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ბავშვების ოთახებს ფერადი ყვავილებითა და მხიარული ფიგურებით ახალსიებს. აქ ბალერინასაც შეხვდებით, რომელიც სცენას დაემშვიდობა, მაგრამ მაინც ძძველებურად უყვარს ცეკვა. პატარა ქალაქში უამრავ განსხვავებულ პერსონაჟს შეხვდებით და ყველა ერთად საოცარ ზღაპრებს მოგიყვებიან.

"ავტორი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საუბარი საკუთარ თავთან“, - ქეთევან შენგელია, პოეტი და ფილოლოგი.

რომანი „აჰა, მიიწურა ზამთარი“ სხვადასხვა დროსა და ადგილას განვითარებული სიუჟეტებისგან შედგება. რომანი ეხება მარადიულ თემებს, რომლებსაც ფილოსოფოსები მუდმივად დასტრიალებენ: რა არის სიყვარული, რა არის ნამდვილი ცხოვრება, რა არის ბედნიერება და როგორია მათკენ სავალი გზები; რომანში შეხვდებით უნიჭობისა და ნიჭიერების, სიყვარულისა და ბოროტების, მედროვეთა, კარიერისტთა და თავისუფლად მოაზროვნეთა ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებებს.

წიგნი გამოიცა სერიის „იკითხე ქართული“ რაფგლებში, რომელშიც XX-XXI საუკუნის შემოქმედებაა გაერთიანებული. პროექტი ვიზუალური მხარითაც განსაკუთრებულია. სერიაში გაერთიანებული წიგნების დიზაინი მთლიანად აგებულია ხელოვნების სასახლის პროექტის - "ქართული ისტორიული ქსოვილის" მასალებზე და თითოეული წიგნი სწორედ ამ ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებითაა დამშვენებული.

რომანმა პოპულარობა გამოსვლისთანავე მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ნაწარმოებშია გადმოცემული და აღწერილი რეალისტურად ამერიკის სამოქალაქო ომი. სწორედ რეალიზმია ალბათ ის მთავარი ჟანრული მახასიათებელი, რომელიც კონტრასტს ქმნის მთავარი გმირის სკარლეტის შინაგან ბუნებასთან, ეწინააღმდეგება მას, თუმცა სკარლეტი მაინც იმ დროის ტიპური წარმომადგენელია.

წიგნი გამოცემულია სერიაში „პალიტრა კლასიკა“, რომელიც მკითხველთა არაერთი თაობის საყვარელ ლიტერატურას აერთიანებს.

მატი მოუსვენარი, ანცი ბიჭუნა აღარ არის. ის ახლა სხვა სოფელში ცხოვრობს, ახალ გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე ზრუნავენ. სადაც არავინ არავის ჩაგრავს. ...და სულ კირაზე ფიქრობს. სანდო და ერთგული მატი უკვე ლიდერის რჩეულია. ის ჯერჯერობით შიკრიკის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, ეს მისი დანიშნულება არ არის… სოფელი სიხარულით იღებს და აღიარებს უცხო ოჯახებს, რომლებიც გაუსაძლის ცხოვრებას გამორიდებულნი თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მარადიული არაფერია და სოფლის მცხოვრებთა ცნობიერებაშიც რაღაც იცვლება…

წიგნი გამოიცა სერიაში „ლიბერთინსი“, რომელიც თინეიჯერების საკითხავ ლიტერატურას მოიცავს.

საიმონ სინეკმა ამ წიგნით წამოიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა, დახმარებოდა ადამიანებს, ყოფილიყვნენ მეტად შთაგონებული სამსახურში და ამით, თავის მხრივ, თავიანთი კოლეგები და მომხმარებლები შთაეგონებინათ. ავტორის დაკვირვებით, გავლენის მქონე ყველა ლიდერი ფიქრობს, მოქმედებს და ურთიერთობს ერთნაირად და ყველა დანარჩენისგან განსხვავებულად. სინეკი ძლევამოსილ იდეას, რომელიც ამ ლიდერებს აერთიანებს, „ოქროს წრეს“ უწოდებს. და ის იწყება კითხვით „რატომ“. „პირველად იყო რატომ“ არის შთამაგონებელი ბესტსელერი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

"პირველად იყო რატომ“ სერიაში „ლურჯი ოკეანე“, რომელიც ბიზნესლიტერატურას, თვითგანვითარებისა და სამოტივაციო ჟანრის წიგნებს აერთიანებს.

სად შევიძინოთ სერიული წიგნები, რომლებსაც ჟურნალ-გაზეთებთან ერთად ვყიდულობთ

30 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მე-3 ტომი გამოვიდა

თუ დისტანციურად მუშაობ და არ იცი, როგორ გამოიყენოს ბავშვმა დრო პროდუქტიულად, დარეგისტრირდი gudabooks.ge-ზე