სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს" - ბერდია სიჭინავა
"დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს" - ბერდია სიჭინავა

დღე­ი­დან ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1-ელ თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იმოქ­მე­დებს ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დღე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ათას ტესტს გა­ა­კე­თებს, რა­საც და­ე­მა­ტე­ბა კერ­ძო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­სა და კლი­ნი­კე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო დღე­ში გა­ა­კე­თებს, და­ახ­ლო­ე­ბით 20 ათას ტესტს, ხოლო ამას და­ე­მა­ტე­ბა კი­დევ კერ­ძო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­სა და კლი­ნი­კე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ფარ­თოვ­დე­ბა ან­ტი­გენ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლის პა­სუ­ხის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბი­დან 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს, ერთი მხრივ, სწრა­ფი გა­მოვ­ლე­ნა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის, რაც გუ­ლის­ხმობს, მსუ­ბუ­ქი და ნაკ­ლე­ბად მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, სა­ყუ­რა­დღე­ბო შემ­თხვე­ვე­ბის კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში გან­თავ­სე­ბას, ხოლო მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას.

ამ მიზ­ნით, 2 თვის განმვლო­ბა­ში მოხ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და ტეს­ტი­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა შემ­თხვე­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლე­ნი­სა და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის იზო­ლი­რე­ბის მიზ­ნით,“ - გა­ნა­ცხა­და სი­ჭი­ნა­ვამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართლი
3

და რა ეღირება?

BBC
1

უფასოა, უფასო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს" - ბერდია სიჭინავა

"დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს" - ბერდია სიჭინავა

დღეიდან ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, - ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო დღეში, დაახლოებით, 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტების რაოდენობა.

"სახელმწიფო დღეში გააკეთებს, დაახლოებით 20 ათას ტესტს, ხოლო ამას დაემატება კიდევ კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას დაუყოვნებლივ, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.

ამ მიზნით, 2 თვის განმვლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით,“ - განაცხადა სიჭინავამ.

როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge - ს წარმომადგენელთან

"დღეიდან გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო...ტესტირება 300-მდე დაწესებულებაში შესრულდება" - თამარ გაბუნია

მომენტალურ ლატარიებში 3 დღეში 4 მაქსიმალური მოგება გათამაშდა - მოგებების ფოიერვერკი „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“!