მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის არ გაძვირდება, გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებზე არ აისახება" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე?
"პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის არ გაძვირდება, გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებზე არ აისახება" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე?

რე­ა­ლუ­რად, პური 15-20 თეთ­რით ძვირ­დე­ბა, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გაძ­ვი­რე­ბა, სუბ­სი­დი­რე­ბის ხარ­ჯზე, არ მოხ­დე­ბა - ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია აპ­რი­ლამ­დე, - ამის შე­სა­ხებ „პუ­რის მცხო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის” თავ­მჯდო­მა­რემ, მალ­ხაზ დო­ლი­ძემ „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში” გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 1 ტონა ფქვილს ხარ­ჯა­ვენ.

„რე­ა­ლო­ბა ასე­თია - არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ხორ­ბლის ფა­სე­ბი. მსოფ­ლი­ო­ში 8 ქვე­ყა­ნაა ხორ­ბლის გამ­ყიდ­ვე­ლი. მათ შო­რის ჩვენს რე­გი­ონ­ში რუ­სე­თი, ყა­ზა­ხე­თი, უკ­რა­ი­ნა და ევ­რო­პა­ში საფ­რან­გე­თი, ხოლო ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე - ეს არის ამე­რი­კა, არ­გენ­ტი­ნა და კა­ნა­და ასე­ვე, ავ­სტრა­ლია. წელს გა­მო­ყო­ფი­ლად ორ ქვე­ყა­ნას, რუ­სეთს და ავ­სტრა­ლი­ას ყვე­ლა­ზე მეტი გა­სა­ყი­დი მო­სა­ვა­ლი მო­უ­ვი­დათ. რუ­სეთ­მა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ფა­სე­ბი და­ა­წე­სა. მდგო­მა­რე­ო­ბა ურ­თუ­ლე­სია - ჩვე­ნი ლა­რის მი­მარ­თე­ბა­ში და სა­ერ­თოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ფო­კუ­სირ­დე­ბა ფა­სებ­ზე. მინ­და იცო­დეთ, რომ პურ­ში ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი, ამი­ტომ ეს არის, რა თქმა უნდა, სატ­კი­ვა­რი და სა­ფიქ­რა­ლი. მე­წარ­მე­ე­ბი შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბო­დით და ყო­ველ­თვის სა­კი­თხებს ვა­ყე­ნებ­დით მთავ­რო­ბის წი­ნა­შე. მე მინ­და და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ პური არ გაძ­ვირ­დე­ბა, რად­გან სუბ­სი­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ დო­ლი­ძემ.

ამას­თან მალ­ხაზ დო­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ფასი პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის არ გა­იზ­რდე­ბა.

„გა­ზის მწარ­მო­ე­ბელ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ფა­სის ზრდის მი­მართ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებს არ შე­გე­ხე­ბა­თო, თუმ­ცა წყლის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შეგ­ვრჩა პუ­რის ქარ­ხნებს, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა”, - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ზრდა პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებ­ზე არ აი­სა­ხე­ბა. რო­გორც მან „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ხორ­ბა­ლი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია და მო­თხოვ­ნაც მე­ტია. ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ ის ფაქ­ტო­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც პუ­რის ფას­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს.

„მთლი­ა­ნო­ბა­ში, გა­ზის ტა­რი­ფი პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებ­ზე ასა­ხუ­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, აქ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი და ამ შემ­თხვე­ვა­ში, პუ­რის მწარ­მო­ებ­ლე­ბი დღეს ამა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან. „ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ სა­ხე­ლით მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ტენ­დენ­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია, ანუ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ხორ­ბა­ლი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში 8 ქვე­ყა­ნა არის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ხორ­ბალს აწ­ვდის, ეს არის - აშშ, კა­ნა­და, ავ­სტრა­ლია, არ­გენ­ტი­ნა, ევ­რო­კავ­ში­რი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ყა­ზა­ხე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან 6 ქვე­ყა­ნა­ში არის პრობ­ლე­მა- მო­უ­სავ­ლი­ა­ნო­ბა. მხო­ლოდ რუ­სეთ­ში და ავ­სტრა­ლი­ა­ში არის შე­და­რე­ბით უკე­თე­სი მო­სა­ვა­ლი, თუმ­ცა, ეს 2 ქვე­ყა­ნა 6-ს ვერ აბა­ლან­სებს. ეს არის ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მოქ­მე­დებს. მე­ო­რე ფაქ­ტო­რი არის ის, რომ პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს და მე­ო­რე ტალ­ღის მო­ლო­დინ­ში სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა ქვეყ­ნებ­ში. ახლა აჟი­ო­ტა­ჟუ­რად ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს უფრო მეტი ხორ­ბა­ლი იყი­დოს, ვიდ­რე შარ­შან, ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 20-30%-ით მეტი ხორ­ბლის ყიდ­ვა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში“, - გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

მისი თქმით, მე­ო­თხე უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რი არის ლა­რის კურ­სის დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბით რყე­ვა, რაც ხორ­ბლის ფას­ზე შე­სა­ბა­მი­სად აი­სა­ხე­ბა. ლე­ვან სი­ლა­გა­ვას თქმით, „ხორ­ბლის მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს და ორ­თვი­ა­ნი მუდ­მი­ვი მა­რა­გია“. გარ­და ამი­სა, მისი გან­მარ­ტე­ბით, პუ­რის ქარ­ხნე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი იგი­ვე დარ­ჩე­ბა.

„ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი გაძ­ვი­რე­ბის შე­დე­გად პირ­და­პირ წე­რია, რომ პუ­რის ქარ­ხნე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი იგი­ვე დარ­ჩე­ბა, ანუ არ ძვირ­დე­ბა. ეს ფაქ­ტო­რი პუ­რის ქარ­ხნებ­ზე არ მუ­შა­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებს, ისი­ნი არ მო­იხ­მა­რენ გაზს, სრუ­ლად ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე არი­ან. ეს ფაქ­ტო­რიც ჩვენ­თან არ მუ­შა­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ზის გაძ­ვი­რე­ბის ფაქ­ტო­რი ჩვენ­ზე არ მუ­შა­ობს. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფქვი­ლი ყველ­გან 53 ლარი იქ­ნე­ბა. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქ­ნე­ბა პუ­რის ქარ­ხნე­ბის­თვის მი­სა­წო­დე­ბე­ლი ფასი, რო­მე­ლიც ტენ­დე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბა და იქ­ნე­ბა იმ სიის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­საც ჩვენ მოგ­ვცემს პუ­რის ასო­ცი­ა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ ამ ქარ­ხნე­ბის­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 53 ლა­რად, ფიქ­სი­რე­ბულ ფა­სად მი­წო­დე­ბუ­ლი. ეს არის თვე­ში მი­წო­დე­ბუ­ლი 10 ათა­სი ტონა, სა­ქარ­თვე­ლოს თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სი ტონა ფქვი­ლი სჭირ­დე­ბა. და­ნარ­ჩენ 20 ათას­ზე იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ფა­სე­ბი. ეს არის სა­გე­მოვ­ნო პუ­რე­ბი, იგი­ვე თო­ნის პური, გერ­მა­ნუ­ლი, ავ­სტრი­უ­ლი, ლიტ­ვუ­რი პური. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მოქ­მე­დებს მხო­ლოდ 10 ათას ტო­ნა­ზე, რო­მე­ლიც მი­ე­წო­დე­ბა წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი­დან ფიქ­სი­რე­ბუ­ლად, 53 ლა­რად იმ პუ­რის ქარ­ხნებს, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პუ­რის მრეწ­ველ­თა კავ­ში­რის მიერ. და­რა­ნარ­ჩენ ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის იგი­ვე ფქი­ლი, ასე­ვე უმაღ­ლე­სი სა­კონ­დიტ­რო ფქვი­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ფა­სე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, 3 იან­ვრი­დან შპს “თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლებს, პუ­რის სა­წარ­მო­ე­ბის გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთ კუ­ბურ მეტრზე 20 თეთრზე მე­ტით ეზ­რდე­ბათ და ერთი ლა­რით და 10 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gulis tkivili
0

პურის 1 ტომრის ფასი ქარხნებისთვის 53 ლარია და ოჯახში რომ იყიდოს ადამიანმა იგივე 1 ტომრის ფასი კი 80-87 ლარი, ეს სამართალია???

თუ კიდევ იტყვით რომ მთავრობა ზრუნავს ხალხზეო?!

მგონია რომ უმეტესობას არ მოსწონს მსგავსი საკითხების გარშემო ტრიალი მაგრამ .....

mimino
6

ყველაფერს ფასი ემატება, არადა გახსოვთ ბიძგვინა რას გეუბნებოდათ, უფასო ფულიდან დაწყებული დამთავრებული ყოველ სოფელზე წელიწადში 5 მილიონით... სადა ნეტავ.... რატომ ხდება, რომ თეთრებს იმეტებს სახელმწიფო და ტენდერებში კიდევ ბიძგვინას მილიონერები (მათ შორის ოცნების დეპუტატები) იგებენ მხოლოდ.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის არ გაძვირდება, გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებზე არ აისახება" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე?

"პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის არ გაძვირდება, გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებზე არ აისახება" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბაზარზე?

რეალურად, პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის გაძვირება, სუბსიდირების ხარჯზე, არ მოხდება - ეს მდგომარეობა გათვალისწინებულია აპრილამდე, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან ის მწარმოებლები, რომლებიც 1 ტონა ფქვილს ხარჯავენ.

„რეალობა ასეთია - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ფაქტობრივად გაორმაგებულია ხორბლის ფასები. მსოფლიოში 8 ქვეყანაა ხორბლის გამყიდველი. მათ შორის ჩვენს რეგიონში რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ევროპაში საფრანგეთი, ხოლო ამერიკის კონტინენტზე - ეს არის ამერიკა, არგენტინა და კანადა ასევე, ავსტრალია. წელს გამოყოფილად ორ ქვეყანას, რუსეთს და ავსტრალიას ყველაზე მეტი გასაყიდი მოსავალი მოუვიდათ. რუსეთმა საკმაოდ მაღალი ფასები დააწესა. მდგომარეობა ურთულესია - ჩვენი ლარის მიმართებაში და საერთოდ ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებზე. მინდა იცოდეთ, რომ პურში ფქვილის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, სატკივარი და საფიქრალი. მეწარმეები შექმნილ ვითარებას გაგებით ვეკიდებოდით და ყოველთვის საკითხებს ვაყენებდით მთავრობის წინაშე. მე მინდა დავაფიქსირო, რომ პური არ გაძვირდება, რადგან სუბსიდირება განხორციელდება”, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ამასთან მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ფასი პურის მწარმოებლებისთვის არ გაიზრდება.

„გაზის მწარმოებელმა დამირეკა და მითხრა, რომ ფასის ზრდის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პურის მწარმოებლებს არ შეგეხებათო, თუმცა წყლის მაღალი ღირებულება შეგვრჩა პურის ქარხნებს, რაც ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა დოლიძემ.

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა პურის მწარმოებლებზე არ აისახება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირებულია და მოთხოვნაც მეტია. ლევან სილაგავამ ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც პურის ფასზე გავლენას ახდენს.

„მთლიანობაში, გაზის ტარიფი პურის მწარმოებლებზე ასახული არ არის. შესაბამისად, აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დღეს ამაზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ პრობლემურია, ანუ, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალი გაძვირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში 8 ქვეყანა არის, რომელიც მსოფლიოს ხორბალს აწვდის, ეს არის - აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. შესაბამისად, აქედან 6 ქვეყანაში არის პრობლემა- მოუსავლიანობა. მხოლოდ რუსეთში და ავსტრალიაში არის შედარებით უკეთესი მოსავალი, თუმცა, ეს 2 ქვეყანა 6-ს ვერ აბალანსებს. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოქმედებს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს და მეორე ტალღის მოლოდინში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნა ქვეყნებში. ახლა აჟიოტაჟურად ყველა ქვეყანა ცდილობს უფრო მეტი ხორბალი იყიდოს, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20-30%-ით მეტი ხორბლის ყიდვა ხდება მსოფლიოში“, - განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, მეოთხე უარყოფითი ფაქტორი არის ლარის კურსის დოლართან მიმართებით რყევა, რაც ხორბლის ფასზე შესაბამისად აისახება. ლევან სილაგავას თქმით, „ხორბლის მარაგების პრობლემა არ არსებობს და ორთვიანი მუდმივი მარაგია“. გარდა ამისა, მისი განმარტებით, პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება.

„ბუნებრივი აირის გამოცხადებული და დაანონსებული გაძვირების შედეგად პირდაპირ წერია, რომ პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება, ანუ არ ძვირდება. ეს ფაქტორი პურის ქარხნებზე არ მუშაობს. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ისინი არ მოიხმარენ გაზს, სრულად ელექტროენერგიაზე არიან. ეს ფაქტორიც ჩვენთან არ მუშაობს. შესაბამისად, გაზის გაძვირების ფაქტორი ჩვენზე არ მუშაობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი, რომელიც ტენდერის საშუალებით გამოცხადება და იქნება იმ სიის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ მოგვცემს პურის ასოციაცია. შესაბამისად, მხოლოდ ამ ქარხნებისთვის მოწოდებული იქნება 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად მიწოდებული. ეს არის თვეში მიწოდებული 10 ათასი ტონა, საქართველოს თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება. დანარჩენ 20 ათასზე იქნება თავისუფალი ფასები. ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური. შესაბამისად, ეს მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონაზე, რომელიც მიეწოდება წისქვილკომბინატებიდან ფიქსირებულად, 53 ლარად იმ პურის ქარხნებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება პურის მრეწველთა კავშირის მიერ. დარანარჩენ ბაზარზე პირველი ხარისხის იგივე ფქილი, ასევე უმაღლესი საკონდიტრო ფქვილი წარმოდგენილი იქნება თავისუფალი ფასებით“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს “თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 20 თეთრზე მეტით ეზრდებათ და ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

როგორ უნდა შეავსოთ განცხადება 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად - ვიდეოინსტრუქცია

შემოსავლების სამსახური 300-ლარიან კომპენსაციებზე განმარტებას ავრცელებს

"ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ" - პრემიერი ბიუჯეტის მიზნებსა და ბიზნესისა და სოციალური მხარდაჭერის მე-4 ტალღაზე