საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25 ლარიან ვაუჩერს გადასცემს
იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25 ლარიან ვაუჩერს გადასცემს

15 დე­კემ­ბრი­დან ახალ­შო­ბილ­თა მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შვი­ლის და­ბა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მი­მარ­თა­ვენ, 25-ლა­რი­ა­ნი სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რი გა­და­ე­ცე­მათ.

მშობ­ლე­ბი ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თებს ბავ­შვთა კვე­ბი­სა და მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. „2016 წელს და­წყე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი „კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა“ კი­დევ უფრო დიდ მას­შტაბს იძენს.

პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც დღემ­დე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბი­სათ­ვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, სა­ყო­ველ­თაო ხდე­ბა. 15 დე­კემ­ბრი­დან ახალ­შო­ბილ­თა მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შვი­ლის და­ბა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მი­მარ­თა­ვენ, 25-ლა­რი­ა­ნი სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რი გა­და­ე­ცე­მათ.

ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თებ­საც ბავ­შვთა კვე­ბი­სა და მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე; სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა სა­სა­ჩუქ­რე პა­კე­ტი კი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ პი­რო­ბებს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლსა და სს „გე­ფას“ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­საც 1-ლ დე­კემ­ბერს ხელი მო­ა­წე­რეს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ავ­თან­დილ კოხ­რე­ი­ძემ და სს „გე­ფას“ დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ აბ­რა­მი­ძემ.

პრო­ექ­ტი „კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა“ ახალ­შო­ბი­ლებს ორ გან­სხვა­ვე­ბულ პა­კეტს სთა­ვა­ზობს. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბის მშობ­ლე­ბი, შვი­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბას­თან ერ­თად, ჩვი­ლის ტა­ნი­სა­მო­სი­სა და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გარ­და, ბავ­შვთა მოვ­ლი­სა და კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე 25-ლა­რი­ან ვა­უ­ჩე­რებს მი­ი­ღე­ბენ; ბავ­შვის სა­ფე­ნე­ბის, კვე­ბი­სა და მოვ­ლის ბრენ­დებ­ზე კი, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 30-40-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. ამას­თან, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ებ­ლის პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნი­სას ერთჯე­რა­დად 50-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თით სარ­გებ­ლო­ბას შეძ­ლე­ბენ. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის გარ­და, სა­სა­ჩუქ­რე ნაკ­რე­ბი გა­და­ე­ცე­მა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრსა თუ სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხურ­ში მი­სულ ყვე­ლა მშო­ბელს, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად იღე­ბენ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას.

მათ ბავ­შვთა მოვ­ლი­სა და კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის 25-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რე­ბი გა­და­ე­ცე­მათ. გარ­და ამი­სა, ბავ­შვის სა­ფე­ნე­ბის, კვე­ბი­სა და მოვ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი ბრენ­დე­ბის შე­ძე­ნას 10-20-40%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ. პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სს „გე­ფას“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში − „ფარ­მა­დე­პო­სა“ და „ჯპს“-ის ფი­ლი­ა­ლებ­ში შეძ­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. პრო­ექ­ტი „კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა“ 2016 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით ამოქ­მედ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­სა­ჩუქ­რე ნაკ­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბულ 15 000-ზე მეტ ახალ­შო­ბილს გა­და­ე­ცა;

დღე­ი­დან კი, პრო­ექ­ტის გაზ­რდი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ახალ­შო­ბი­ლის და­სა­ჩუქ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნო­ბა წლი­უ­რად 50 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექტს სის­ტე­მა­ტუ­რი სახე ექ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლმა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბის და­სა­ჩუქ­რე­ბა მუდ­მივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად აიღო“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25 ლარიან ვაუჩერს გადასცემს

იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25 ლარიან ვაუჩერს გადასცემს

15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს.

პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ.

პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას.

მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა;

დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.