მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან
"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან

Covid-19 -ის დი­აგ­ნო­ზით 30 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს, 19 წლის თეკ­ლა თორ­დია გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენტს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა და­ა­ვა­დე­ბის მე­ექ­ვსე დღემ­დე სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და, რად­გან მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და. მე­ექ­ვსე დღეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და - და­ე­წყო ძლი­ე­რი ხვე­ლე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უმარ­თა­ვი გახ­და.

ამის შემ­დეგ ოჯახ­მა მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა, რა­ზეც ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო უარი უთხრეს. კლი­ნი­კის მა­გივ­რად, პა­ცი­ენ­ტი კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. სა­ბო­ლო­ოდ, პა­ცი­ენ­ტის "გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში" გა­დაყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა, სა­დაც იგი მკურ­ნა­ლო­ბის მე­ექ­ვსე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.

რა გახ­და ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი? და ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი პრო­ფე­სი­ულ გულ­გრი­ლო­ბა­სა და შეც­დო­მებს ექი­მე­ბის მხრი­დან? – Ambebi.ge-მ გარ­დაც­ვლი­ლის მამა რატი თორ­დია ჩა­წე­რა.

- რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და თქვე­ნი შვი­ლი და რო­დის მო­ი­თხო­ვეთ მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა?

- ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს ვერ გე­ტყვით. და­ა­ვა­დე­ბა მთე­ლი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად უპ­რობ­ლე­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვენ მთე­ლი ოჯა­ხი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან თეკ­ლას ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მას­ზე ვი­ყა­ვით მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლე­ბი. სულ იზო­მავ­და შა­ქარს, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე. ხან­და­ხან კი აუ­წევ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ნორ­მა­ში ბრუნ­დე­ბო­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი. მე­ექ­ვსე დღეს და­ე­წყო ხვე­ლა, მო­ე­მა­ტა ტემ­პე­რა­ტუ­რა, შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც ვერ ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. და­ვუ­რე­კეთ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვი­თხო­ვეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ჯერ არც გვი­პა­სუ­ხა წე­სი­ე­რად, არ მცა­ლია ახ­ლაო და შემ­დეგ სა­ერ­თოდ არ პა­სუ­ხობ­და ჩვენს ზა­რებს. შემ­დეგ სხვა ოჯა­ხის ექი­მი ჩავ­რთეთ საქ­მე­ში და მან გვი­თხრა, რომ არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში ად­გი­ლი არ იყო და ერ­თა­დერ­თი რაც შე­ეძ­ლოთ, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა იყო.

- კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში რა სი­ტუ­ა­ცია იყო? რო­გორ მკურ­ნა­ლობ­დნენ პა­ცი­ენტს?

- იქ გახ­ლავთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, რაც სახ­ლშია. არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ არის შექ­მნი­ლი პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბის­თვის. ექი­მი კი ჰყავთ, მაგ­რამ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. პირ­ველ დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. მო­ვიდ­ნენ მი­ა­წო­დეს ჟანგბა­დი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და და წა­ვიდ­ნენ. ვთხო­ვეთ, კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, თან მკურ­ნა­ლი ექი­მიც ამ­ბობ­და, რომ სა­ჭი­რო იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბა, მაგ­რამ არ არის ად­გი­ლე­ბიო და წა­ვიდ­ნენ.

რომ ვხე­დავ­დით მძიმ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, კო­ვიდ-სას­ტუმ­როს ექიმს ვთხო­ვეთ, "რემ­დე­სი­ვი­რი" ჩა­ერ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ გვაქ­ვსო არ უთ­ქვმთ, მაგ­რამ აგ­ვიხ­სნეს, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს და ვერ გა­რის­კავ­დნენ. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხომ ყო­ფი­ლა ეს რემ­დი­სი­ვი­რი ეფექ­ტუ­რი. თუ ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­და­ის­ხა და გა­მო­ჯან­მრთელ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლი­ყო?! სა­მა­გე­როდ, მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, შა­ქარს მაღ­ლა წევს და არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მე­ო­რე დღეს მძი­მედ იყო უკვე, წა­იყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი "მარ­შუტ­კე­ბი" ჰყავთ ამის­თვის. რომ აუ­ღეს ანა­ლი­ზე­ბი და უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლან. ბავ­შვი ისე­დაც ძლივს სუნ­თქავ­და, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი იქ არ ჰქონ­დათ და კი­დევ სა­ცობ­ში იდგა იმ­დე­ნი ხანი. "მარ­შუტ­კი­დან" მწერ­და, მა­მი­კო ხე­ლე­ბი სულ გა­მი­ლურ­ჯდა, გული მიმ­დის და არ ვიცი რო­გორ ჩა­მო­ვალ ან ჩა­მო­ვალ კი სა­ერ­თოდ ამ "მარ­შუტ­კი­და­ნო". ესე­ნი მე მომ­კლა­ვენ, რო­გორც ვა­ტყობ, უკე­თე­სო­ბას ვერ ვხე­დავ და არა­ფერს არ მი­კე­თე­ბენ ისეთ­სო. ძა­ლი­ან ეში­ნო­და მისი და­ა­ვა­დე­ბის, დი­ა­ბე­ტის და კო­რო­ნა­ვირუ­სი რაც და­ე­მარ­თა, მას მერე სულ შიშ­ში იყო, რამე არ მო­მი­ვი­დე­სო.

- კლი­ნი­კა­ში რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ გა­დაყ­ვა­ნა და იქ რო­გორ გაგ­რძელ­და მკურ­ნა­ლო­ბა?

- რომ ვიხ­ვე­წე­ბო­დით კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და არა­ვინ ჩან­და, თან ეს ბავ­შვი სულ უფრო მძიმ­დე­ბო­და, სა­უ­ბარს შე­ეს­წრო "გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის“ ექი­მი, ძა­ლი­ან შე­წუხ­და და მან უზ­რუნ­ველ­ყო ბავ­შვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ნაც­ნო­ბი არა­ვინ გყავ­თო? შე­ვარ­დნა­ძის დრო გა­მახ­სენ­და... სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. უეც­რად დამ­ძიმ­და და აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს. თა­ვი­დან­ვე შეგ­ვამ­ზა­დეს, გვი­თხრეს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ორი სა­ა­თი ვუ­კე­თებ­დით ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას, მაგ­რამ შე­დე­გი არა­ფე­რი­აო. 5 დღე იყო აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში და­უ­წი­ეს შა­ქა­რი, პე­რი­ო­დუ­ლად ტემ­პე­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. რო­გორც გვი­თხრეს, სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გახ­და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია.

- თეკ­ლას მკურ­ნალ­მა ექიმ­მა თქვა, არ იყო შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი მარ­თუ­ლი სა­თა­ნა­დო­დო... ამა­ზე რას იტყვით?

- ასეც იყო შე­იძ­ლე­ბა... ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და დი­ა­ბე­ტი. ერთხელ კო­მა­შიც ჩაგ­ვი­ვარ­და, მაგ­რამ მერე ვცდი­ლობ­დით გვე­მარ­თა. მას ძა­ლი­ან უჭირ­და დი­ე­ტე­ბის დაც­ვა. ბევ­რჯერ ისე­თი რამ უჭა­მია, რაც ეკ­რძა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ბავ­შვი იყო და გვი­ჭირ­და ყვე­ლაფ­რის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა. მაგ­რამ, საქ­მე იმა­შია, რომ როცა და­ინ­ფი­ცირ­და, თა­ვი­დან ბავ­შვი კარ­გად იყო და ჩვენ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თხოვ­დით მის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვანს. ეს რომ მომ­ხდა­რი­ყო, ხომ არ დამ­ძიმ­დე­ბო­და!

- ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი შვი­ლი და­უ­დევ­რო­ბი­სა და შეც­დო­მებს მსხვერ­პლი გახ­და? სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას აპი­რებთ?

ამა­ზე ვმსჯე­ლობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე, ჩემს მე­უღ­ლეს უფრო აქვს ამის სურ­ვი­ლი. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უყუ­რა­დღე­ბო­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდით. ახლა ისეთ მძი­მე დღე­ში ვართ, ვე­რა­ფერს გე­ტყვით და­ზუს­ტე­ბით. მაგ­რამ გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს და ალ­ბათ, ასეც იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 108 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაქა
0

უფალმა მოგცეთ ძალა ამ სიმწარის გადასატანდ.პატარა ქალბატონი ღმერთმა ნათელში ამყოფოს.რით განუგეშოთ,რა გითხრათ............

jiji
89

აი ივანიშვილის და კალაძეს სახე..კალაძეს და ივანიშვილი ოჯახის წევრებს რომ დასჭირვებოდათ არ გადაიყვანდნენ,,ეს ცოდვა მოეთხოვება კალაძის შვილებს და ივანიშვილის შვილებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან

"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან

Covid-19 -ის დიაგნოზით 30 ნოემბერს, საღამოს, 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. პაციენტს თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა. ინფიცირებული გოგონა დაავადების მეექვსე დღემდე სახლში მკურნალობდა, რადგან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა. მეექვსე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - დაეწყო ძლიერი ხველება, მაღალი ტემპერატურა და შაქრის მაჩვენებელი უმართავი გახდა.

ამის შემდეგ ოჯახმა მისი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, რაზეც ადგილების არარსებობის გამო უარი უთხრეს. კლინიკის მაგივრად, პაციენტი კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. იქ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. საბოლოოდ, პაციენტის "გერმანულ ჰოსპიტალში" გადაყვანა მოხერხდა, სადაც იგი მკურნალობის მეექვსე დღეს გარდაიცვალა.

რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი? და ჰქონდა თუ არა ადგილი პროფესიულ გულგრილობასა და შეცდომებს ექიმების მხრიდან? – Ambebi.ge-მ გარდაცვლილის მამა რატი თორდია ჩაწერა.

- როგორ დაინფიცირდა თქვენი შვილი და როდის მოითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა?

- ინფიცირების წყაროს ვერ გეტყვით. დაავადება მთელი 5 დღის განმავლობაში სრულიად უპრობლემოდ მიმდინარეობდა. ჩვენ მთელი ოჯახი ინფიცირებულები ვიყავით, მაგრამ ვინაიდან თეკლას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მასზე ვიყავით მთლიანად გადართულები. სულ იზომავდა შაქარს, დღეში რამდენჯერმე. ხანდახან კი აუწევდა, მაგრამ შემდეგ ისევ ნორმაში ბრუნდებოდა და საერთო ჯამში, მდგომარეობა იყო მსუბუქი. მეექვსე დღეს დაეწყო ხველა, მოემატა ტემპერატურა, შაქრის მაჩვენებელსაც ვერ ვარეგულირებდით. დავურეკეთ ოჯახის ექიმს და მოვითხოვეთ კლინიკაში გადაყვანა. ჯერ არც გვიპასუხა წესიერად, არ მცალია ახლაო და შემდეგ საერთოდ არ პასუხობდა ჩვენს ზარებს. შემდეგ სხვა ოჯახის ექიმი ჩავრთეთ საქმეში და მან გვითხრა, რომ არცერთ კლინიკაში ადგილი არ იყო და ერთადერთი რაც შეეძლოთ, კოვიდ-სასტუმროში გადაყვანა იყო.

- კოვიდსასტუმროში რა სიტუაცია იყო? როგორ მკურნალობდნენ პაციენტს?

- იქ გახლავთ იგივე სიტუაცია, რაც სახლშია. არანაირი განსხვავებული პირობები არ არის შექმნილი პაციენტის განკურნებისთვის. ექიმი კი ჰყავთ, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და საჭირო მედიკამენტები. პირველ დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მოვიდნენ მიაწოდეს ჟანგბადი, მედიკამენტები, ვითარება დასტაბილურდა და წავიდნენ. ვთხოვეთ, კლინიკაში გადაეყვანათ, თან მკურნალი ექიმიც ამბობდა, რომ საჭირო იყო ჰოსპიტალიზირება, მაგრამ არ არის ადგილებიო და წავიდნენ.

რომ ვხედავდით მძიმდებოდა სიტუაცია, კოვიდ-სასტუმროს ექიმს ვთხოვეთ, "რემდესივირი" ჩაერთოთ მკურნალობაში. არ გვაქვსო არ უთქვმთ, მაგრამ აგვიხსნეს, რომ უკუჩვენებები ახასიათებს და ვერ გარისკავდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხომ ყოფილა ეს რემდისივირი ეფექტური. თუ ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ გადაისხა და გამოჯანმრთელდა. ხომ შეიძლებოდა ჩემი შვილისთვის მიეცათ და იქნებ ისიც გამოჯანმრთლებულიყო?! სამაგეროდ, მკურნალობაში ჩართეს დექსამეტაზონი, რომელიც როგორც ცნობილია, შაქარს მაღლა წევს და არ არის რეკომენდირებული.

კოვიდ-სასტუმროში გადაყვანიდან მეორე დღეს მძიმედ იყო უკვე, წაიყვანეს ანალიზებზე, სპეციალური "მარშუტკები" ჰყავთ ამისთვის. რომ აუღეს ანალიზები და უკან ბრუნდებოდნენ, საცობში გაჭედილან. ბავშვი ისედაც ძლივს სუნთქავდა, ჟანგბადის აპარატი იქ არ ჰქონდათ და კიდევ საცობში იდგა იმდენი ხანი. "მარშუტკიდან" მწერდა, მამიკო ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის და არ ვიცი როგორ ჩამოვალ ან ჩამოვალ კი საერთოდ ამ "მარშუტკიდანო". ესენი მე მომკლავენ, როგორც ვატყობ, უკეთესობას ვერ ვხედავ და არაფერს არ მიკეთებენ ისეთსო. ძალიან ეშინოდა მისი დაავადების, დიაბეტის და კორონავირუსი რაც დაემართა, მას მერე სულ შიშში იყო, რამე არ მომივიდესო.

- კლინიკაში როგორ მოახერხეთ გადაყვანა და იქ როგორ გაგრძელდა მკურნალობა?

- რომ ვიხვეწებოდით კლინიკაში გადაყვანას და არავინ ჩანდა, თან ეს ბავშვი სულ უფრო მძიმდებოდა, საუბარს შეესწრო "გერმანული ჰოსპიტალის“ ექიმი, ძალიან შეწუხდა და მან უზრუნველყო ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. მანამდე გვეუბნებოდნენ, ნაცნობი არავინ გყავთო? შევარდნაძის დრო გამახსენდა... საბოლოოდ, გადავიყვანეთ კლინიკაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დაგვიანებული იყო. უეცრად დამძიმდა და აპარატზე შეაერთეს. თავიდანვე შეგვამზადეს, გვითხრეს მდგომარეობა მძიმეა, ორი საათი ვუკეთებდით ხელოვნურ სუნთქვას, მაგრამ შედეგი არაფერიაო. 5 დღე იყო აპარატზე შეერთებული. ამ პერიოდში დაუწიეს შაქარი, პერიოდულად ტემპერატურაც, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინეს. როგორც გვითხრეს, სავარაუდო მიზეზი გახდა თრომბოემბოლია.

- თეკლას მკურნალმა ექიმმა თქვა, არ იყო შაქრიანი დიაბეტი მართული სათანადოდო... ამაზე რას იტყვით?

- ასეც იყო შეიძლება... ბავშვობიდან აწუხებდა დიაბეტი. ერთხელ კომაშიც ჩაგვივარდა, მაგრამ მერე ვცდილობდით გვემართა. მას ძალიან უჭირდა დიეტების დაცვა. ბევრჯერ ისეთი რამ უჭამია, რაც ეკრძალებოდა, მაგრამ ბავშვი იყო და გვიჭირდა ყველაფრის ზედმიწევნით დაცვა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ როცა დაინფიცირდა, თავიდან ბავშვი კარგად იყო და ჩვენ დღეების განმავლობაში ვითხოვდით მის კლინიკაში გადაყვანს. ეს რომ მომხდარიყო, ხომ არ დამძიმდებოდა!

- ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი დაუდევრობისა და შეცდომებს მსხვერპლი გახდა? სამართლებრივ ბრძოლას აპირებთ?

ამაზე ვმსჯელობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩემს მეუღლეს უფრო აქვს ამის სურვილი. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ფაქტია, რომ უყურადღებობის მსხვერპლი გავხდით. ახლა ისეთ მძიმე დღეში ვართ, ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით. მაგრამ განვიხილავთ ამ საკითხს და ალბათ, ასეც იქნება.

"ტელეფონზე არ მპასუხობს, ალბათ, ლაპარაკი არ შეუძლია. ხომ უნდა შეიგინოს და ეტყობა, ამის თავი არ აქვს" - რას ამბობს ბერტა ხაფავა კახი კავსაძეზე

პენსიონერმა ჯულიეტა ილურიძემ მომენტალურ ლატარია ,,7-11-21’’-ში 50 000 ლარი მოიგო

„საპარტნიორო ფონდმა“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა