მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა ჩატარდეს სახლში დეზინფექცია COVID-19-ის გადატანის შემდეგ, რომელი ხსნარები უნდა გამოიყენოთ და რა უნდა იცოდეთ მათი მოხმარებისას?
როგორ უნდა ჩატარდეს სახლში დეზინფექცია COVID-19-ის გადატანის შემდეგ, რომელი ხსნარები უნდა გამოიყენოთ და რა უნდა იცოდეთ მათი მოხმარებისას?

კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­დან არა­ერთ ადა­მი­ანს მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბის გამო მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლში უწევს, ამი­ტომ, სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვად უჩ­ნდე­ბათ კი­თხვა - თუ რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა და დე­ზინ­ფექ­ცია, COVID-19-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის იზო­ლა­ცი­ის შემ­დეგ? ამ კი­თხვით ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექიმს ნინო მჭედ­ლიშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც მო­გახ­სე­ნებთ და რო­მელ­საც უნდა მივ­ყვეთ: COVID-19-ის გა­მომ­წვე­ვი აგენ­ტი გახ­ლავთ SARS-CoV 2, ვირუ­სის გა­და­ცე­მა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ხდე­ბა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი წვე­თე­ბით და კონ­ტაქ­ტუ­რი გზით, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოა, გა­და­ცე­მის სხვა გზე­ბის არ­სე­ბო­ბაც. კონ­კრე­ტუ­ლად ამ ვირუ­სის გა­რე­მო­ში გამ­ძლე­ო­ბა ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი არ არის, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია სხვა ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლოდ 6-9 დღით რჩე­ბა სხვა­დას­ხვა ზე­და­პირ­ზე, შემ­დეგ კი გა­ნიც­დის ინაქ­ტი­ვა­ცი­ას.

იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­სას, თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არის, უმ­ჯო­ბე­სია, სახ­ლი და­ი­კე­ტოს 1-2 კვი­რით და შემ­დეგ და­სუფ­თავ­დეს, თუმ­ცა თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, და­სუფ­თა­ვე­ბის და­წყე­ბამ­დე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი:

• და­ი­ცა­ვით თვა­ლე­ბი და კანი, ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ სათ­ვა­ლე ან ფარი, პირ­ბა­დე (უმ­ჯო­ბე­სია, ფილტრის მქო­ნე ნი­ღა­ბი (FFP) რეს­პი­რა­ტო­რე­ბი) და ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი;

• კარ­გად გა­ა­ნი­ა­ვეთ ოთა­ხი;

• პირ­ველ რიგ­ში გა­ა­სუფ­თა­ვეთ საპ­ნი­თა და წყლით ხილ­ვა­დი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი არე;

• დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის შე­არ­ჩი­ეთ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ხსნა­რე­ბი, რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს კო­რო­ნა­ვირუსს, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ამე­რი­კის გა­რე­მოს დაც­ვის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი; • სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ზუს­ტად და­ი­ცა­ვით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დოზა;

• ხსნა­რის გა­ზა­ვე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლი (თუ არ აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა ეტი­კეტ­ზე);

• არ შე­უ­რი­ოთ რამ­დე­ნი­მე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ერ­თმა­ნეთს;

• შე­ა­მოწ­მეთ ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ხსნა­რის ვადა, აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა და მისი პრო­ცენ­ტო­ბა;

• ზუს­ტად და­ი­ცა­ვით მი­თი­თე­ბუ­ლი დრო, თუ რამ­დენ ხანს უნდა და­ტო­ვოთ ხსნა­რი ზე­და­პირ­ზე, რათა იყოს ეფექ­ტუ­რი კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად;

• ქი­მი­უ­რი ხსნა­რე­ბი შე­ი­ნა­ხეთ ბავ­შვის­გან და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან მი­უწ­ვდო­მელ ად­გი­ლას;

• და­სუფ­თა­ვე­ბა/დე­ზინ­ფექ­ცი­ის დროს ოთახ­ში არ უნდა იყოს ას­თმის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რად­გან ხსნა­რის სუნს შე­უძ­ლია, ას­თმის შე­ტე­ვის გამ­წვა­ვე­ბა;

ყვე­ლა­ზე იაფი, ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქლო­რის შემ­ცვე­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თხე­ვა­დი ფორ­მით, ნატ­რი­უ­მის ჰი­პოქ­ლო­რი­ტი (NaOCl, Sodium Hypochlorite) შე­დის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მა­თეთ­რებ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია 0,1%-ი ნატ­რი­უ­მის ჰი­პოქ­ლო­რი­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა (გან­ზა­ვე­ბა 1:50 თუ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მა­თეთ­რე­ბე­ლი - სა­წყი­სი 5%-იანი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით, ე.ი. 20 მლ უნდა გან­ვა­ზა­ოთ და­ახ­ლო­ე­ბით 1 ლიტრ წყალ­ში). აღ­ნიშ­ნუ­ლი ხსნა­რი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ გა­ზა­ვე­ბი­დან 24 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში და და­ტო­ვოთ ზე­და­პირ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 5-10 წუთი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ აზი­ა­ნებს მე­ტალს, ალა­ქა­ვებს ტან­საც­მელს, შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­იწ­ვი­ოს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის, კა­ნის, თვა­ლე­ბი­სა და სა­სუნ­თქი გზე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცუ­დად გა­ნი­ა­ვე­ბულ სივ­რცე­ში.

- იმ ზე­და­პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დეს ნატ­რი­უ­მის ჰი­პოქ­ლო­რი­ტის შე­დე­გად, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?

- ასეთ დროს შე­საძ­ლოა, 70% კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ეთა­ნო­ლის (სა­მე­დი­ცი­ნი სპირ­ტი) ან სხვა პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბით გაწ­მენ­დის შემ­დეგ. გა­სათ­ვა­ის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეთა­ნო­ლი სწრა­ფად ორ­თქლდე­ბა, აა­ლე­ბა­დია, აზი­ა­ნებს სი­ლი­კონს, პლასტმასს და რე­ზი­ნას. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად უნდა გა­იწ­მინ­დოს ისე­თი ზე­და­პი­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ხში­რად ხდე­ბა შე­ხე­ბა (კედ­ლე­ბი, კა­რე­ბი, სა­ხე­ლუ­რე­ბი, ფან­ჯრე­ბი, უნი­ტა­ზი, აბა­ზა­ნის ზე­და­პი­რე­ბი, ტექ­ნი­კა). ყვე­ლა ქსო­ვი­ლი (მა­გა­ლი­თად, თეთ­რე­უ­ლი, ფარ­დე­ბი და ა.შ.) უნდა გა­ი­რე­ცხოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია 90°C-ზე და და­ე­მა­ტოს სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბა. უნდა ეცა­დოთ, არ და­ბერ­ტყოთ თეთ­რე­უ­ლი, ეს იმის­თვის, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი იყოს ვირუ­სის ჰა­ერ­ში მოხ­ვედ­რის რის­კი.

- და­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­ცი­ლე­ბი­სას პირ­ვე­ლად რის­გან უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ?

- გა­ი­ხა­დეთ მე­ტად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი - ხა­ლა­თი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი!

• ხა­ლა­თის გახ­დი­სას მი­ნი­მა­ლუ­რად შე­ე­ხეთ სა­მა­ჯე­ებს და ხა­ლა­თის წინა ზე­და­პირს; ხა­ლა­თი გა­ი­ხა­დეთ „ამობ­რუ­ნე­ბის“ პრინ­ცი­პით - შიგ­ნი­თა სუფ­თა ზე­და­პი­რი მო­აქ­ცი­ეთ გა­რეთ, ისე, რომ ხა­ლა­თის გახ­დას­თან ერ­თად, ხელ­თათ­მა­ნე­ბიც „ამობ­რუ­ნე­ბის“ პრინ­ცი­პით გა­ი­ხა­დოთ. შე­ე­ხეთ მხო­ლოდ შიგ­ნი­თა სუფ­თა ზე­და­პირს. შიგ­ნი­თა სუფ­თა ზე­და­პი­რი მო­აქ­ცი­ეთ გა­რეთ. ხა­ლა­თი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი მო­ა­თავ­სეთ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სა­ში­ში ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში;

• ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნეთ საპ­ნი­თა და გამ­დი­ნა­რე წყლით ან/და და­ი­მუ­შა­ვეთ დე­ზინ­ფექ­ტან­ტით;

• სათ­ვა­ლე ან სა­ხის ფარი მო­იხ­სე­ნით ისე, რომ არ შე­ე­ხოთ წინა ზე­და­პირს. ერთჯე­რა­დი მოხ­მა­რე­ბის სათ­ვა­ლე და სა­ხის ფარი უნდა მო­თავ­სდეს ბი­ო­ლო­გი­უ­რად სა­ში­ში ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში. მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სათ­ვა­ლე და სა­ხის ფარი და­ა­მუ­შა­ვეთ მწარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დე­ზინ­ფექ­ტან­ტით;

• ნი­ღა­ბი/რეს­პი­რა­ტო­რი - არ შე­ე­ხოთ ნიღ­ბის ან რეს­პი­რა­ტო­რის წინა ზე­და­პი­რებს, (სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია) ჯერ მო­იძ­რეთ თას­მე­ბით. მო­ა­თავ­სეთ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სა­ში­ში ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში;

• ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნეთ საპ­ნი­თა და გამ­დი­ნა­რე წყლით 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბაშ ან/და და­ი­მუ­შა­ვეთ დე­ზინ­ფექ­ტან­ტით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
9

მაგარი რეკომენდაციები და რჩევებია

კითხვა
1

დეზინფექცია კარგია, მაგრამ თუ ოჯახმა გადაიტანა კოვიდი, რაღად უნდა კოვიდის გამო დეზინფექცია. თან სახლი თუ 2 კვირა შეგიძლია დაცალო და დაკეტო, ბარემ მესამეც მიაყოლე და მერე მტვრისგან თუ დაასუფთავებ, თორემ ვირუსი ისედაც ინაქტივირებული იქნება უკვე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ უნდა ჩატარდეს სახლში დეზინფექცია COVID-19-ის გადატანის შემდეგ, რომელი ხსნარები უნდა გამოიყენოთ და რა უნდა იცოდეთ მათი მოხმარებისას?

როგორ უნდა ჩატარდეს სახლში დეზინფექცია COVID-19-ის გადატანის შემდეგ, რომელი ხსნარები უნდა გამოიყენოთ და რა უნდა იცოდეთ მათი მოხმარებისას?

კოვიდინფიცირებულებიდან არაერთ ადამიანს მსუბუქი სიმპტომების გამო მკურნალობა სახლში უწევს, ამიტომ, სავსებით ბუნებრივად უჩნდებათ კითხვა - თუ როგორ უნდა ჩატარდეს სახლის დასუფთავება და დეზინფექცია, COVID-19-ით დაავადებულის იზოლაციის შემდეგ? ამ კითხვით ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმს ნინო მჭედლიშვილს მივმართეთ.

- ამ მიმართულებით დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოწოდებულია გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც მოგახსენებთ და რომელსაც უნდა მივყვეთ: COVID-19-ის გამომწვევი აგენტი გახლავთ SARS-CoV 2, ვირუსის გადაცემა, უმეტეს შემთხვევაში, ხდება რესპირაციული წვეთებით და კონტაქტური გზით, თუმცა სავარაუდოა, გადაცემის სხვა გზების არსებობაც. კონკრეტულად ამ ვირუსის გარემოში გამძლეობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ცნობილია სხვა ტიპის კორონავირუსები, რომლებიც საშუალოდ 6-9 დღით რჩება სხვადასხვა ზედაპირზე, შემდეგ კი განიცდის ინაქტივაციას.

იზოლაციის დასრულებისას, თუ ამის საშუალება არის, უმჯობესია, სახლი დაიკეტოს 1-2 კვირით და შემდეგ დასუფთავდეს, თუმცა თუ ამის საშუალება არ გვაქვს, დასუფთავების დაწყებამდე უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი:

• დაიცავით თვალები და კანი, ამისთვის გამოიყენეთ სათვალე ან ფარი, პირბადე (უმჯობესია, ფილტრის მქონე ნიღაბი (FFP) რესპირატორები) და ერთჯერადი ხელთათმანები;

• კარგად გაანიავეთ ოთახი;

• პირველ რიგში გაასუფთავეთ საპნითა და წყლით ხილვადი დაბინძურებული არე;

• დეზინფექციისთვის შეარჩიეთ თქვენს ქვეყანაში რეკომენდებული ხსნარები, რომელიც ანადგურებს კორონავირუსს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ამერიკის გარემოს დაცვის მიერ რეკომენდებული ჩამონათვალი; • სადეზინფექციო ხსნარების გამოყენების დროს ზუსტად დაიცავით რეკომენდებული დოზა;

• ხსნარის გაზავების დროს გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის წყალი (თუ არ აქვს განსაკუთრებული მითითება ეტიკეტზე);

• არ შეურიოთ რამდენიმე ქიმიური ნივთიერება ერთმანეთს;

• შეამოწმეთ ეტიკეტზე მითითებული ხსნარის ვადა, აქტიური ნივთიერება და მისი პროცენტობა;

• ზუსტად დაიცავით მითითებული დრო, თუ რამდენ ხანს უნდა დატოვოთ ხსნარი ზედაპირზე, რათა იყოს ეფექტური კორონავირუსთან საბრძოლველად;

• ქიმიური ხსნარები შეინახეთ ბავშვისგან და შინაური ცხოველებისგან მიუწვდომელ ადგილას;

• დასუფთავება/დეზინფექციის დროს ოთახში არ უნდა იყოს ასთმის მქონე ადამიანი, რადგან ხსნარის სუნს შეუძლია, ასთმის შეტევის გამწვავება;

ყველაზე იაფი, ადვილად ხელმისაწვდომია ქლორის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები თხევადი ფორმით, ნატრიუმის ჰიპოქლორიტი (NaOCl, Sodium Hypochlorite) შედის საყოფაცხოვრებო მათეთრებლის შემადგენლობაში. მიზანშეწონილია 0,1%-ი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის გამოყენება (განზავება 1:50 თუ გამოყენებულია საყოფაცხოვრებო მათეთრებელი - საწყისი 5%-იანი კონცენტრაციით, ე.ი. 20 მლ უნდა განვაზაოთ დაახლოებით 1 ლიტრ წყალში). აღნიშნული ხსნარი უნდა გამოიყენოთ გაზავებიდან 24 საათის ფარგლებში და დატოვოთ ზედაპირზე დაახლოებით 5-10 წუთი. გასათვალისწინებელია, რომ აზიანებს მეტალს, ალაქავებს ტანსაცმელს, შეიძლება, გამოიწვიოს ლორწოვანი გარსების, კანის, თვალებისა და სასუნთქი გზების გაღიზიანება, განსაკუთრებით, თუ ხშირად გამოიყენება ცუდად განიავებულ სივრცეში.

- იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის შედეგად, როგორ მოვიქცეთ?

- ასეთ დროს შესაძლოა, 70% კონცენტრაციის ეთანოლის (სამედიცინი სპირტი) ან სხვა პრეპარატის გამოყენება, ნეიტრალური სარეცხი საშუალებით გაწმენდის შემდეგ. გასათვაისწინებელია, რომ ეთანოლი სწრაფად ორთქლდება, აალებადია, აზიანებს სილიკონს, პლასტმასს და რეზინას. განსაკუთრებით კარგად უნდა გაიწმინდოს ისეთი ზედაპირები, რომლებთანაც ხშირად ხდება შეხება (კედლები, კარები, სახელურები, ფანჯრები, უნიტაზი, აბაზანის ზედაპირები, ტექნიკა). ყველა ქსოვილი (მაგალითად, თეთრეული, ფარდები და ა.შ.) უნდა გაირეცხოს მაქსიმალურად მაღალ ტემპერატურაზე, თუ შესაძლებელია 90°C-ზე და დაემატოს სარეცხი საშუალება. უნდა ეცადოთ, არ დაბერტყოთ თეთრეული, ეს იმისთვის, რომ მინიმალური იყოს ვირუსის ჰაერში მოხვედრის რისკი.

- დასუფთავების შემდეგ დამცავი საშუალებების მოცილებისას პირველად რისგან უნდა გავთავისუფლდეთ?

- გაიხადეთ მეტად დაბინძურებული კომპონენტი - ხალათი და ხელთათმანები!

• ხალათის გახდისას მინიმალურად შეეხეთ სამაჯეებს და ხალათის წინა ზედაპირს; ხალათი გაიხადეთ „ამობრუნების“ პრინციპით - შიგნითა სუფთა ზედაპირი მოაქციეთ გარეთ, ისე, რომ ხალათის გახდასთან ერთად, ხელთათმანებიც „ამობრუნების“ პრინციპით გაიხადოთ. შეეხეთ მხოლოდ შიგნითა სუფთა ზედაპირს. შიგნითა სუფთა ზედაპირი მოაქციეთ გარეთ. ხალათი და ხელთათმანები მოათავსეთ ბიოლოგიურად საშიში ნარჩენების კონტეინერში;

• ხელები დაიბანეთ საპნითა და გამდინარე წყლით ან/და დაიმუშავეთ დეზინფექტანტით;

• სათვალე ან სახის ფარი მოიხსენით ისე, რომ არ შეეხოთ წინა ზედაპირს. ერთჯერადი მოხმარების სათვალე და სახის ფარი უნდა მოთავსდეს ბიოლოგიურად საშიში ნარჩენების კონტეინერში. მრავალჯერადი გამოყენებისას სათვალე და სახის ფარი დაამუშავეთ მწარმოებელი ფირმის მიერ რეკომენდებული დეზინფექტანტით;

• ნიღაბი/რესპირატორი - არ შეეხოთ ნიღბის ან რესპირატორის წინა ზედაპირებს, (სავარაუდოდ ისინი დაბინძურებულია) ჯერ მოიძრეთ თასმებით. მოათავსეთ ბიოლოგიურად საშიში ნარჩენების კონტეინერში;

• ხელები დაიბანეთ საპნითა და გამდინარე წყლით 20 წამის განმავლობაშ ან/და დაიმუშავეთ დეზინფექტანტით.

"მე რომ "ქართულ ოცნებას" ხოტბას ვასხამდე, ყოველდღე იქნებოდა ლაპარაკი გურამ შარაძის მკვლელობაზე" - რუსუდან შარაძე

"ვირუსის გავრცელების კანონზომიერებით, პიკის შემდეგ იწყება კლება" - შენარჩუნდება თუ არა კლების დინამიკა და როდისთვის უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევათა შემცირებას?

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს გაორმაგებული ქულების აქციას სთავაზობს