პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

ბრი­ტა­ნელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა გა­მოს­ცეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­შიც აღი­ნიშ­ნა, რო­მა­უ­ცი­ლე­ბე­ლია იმ პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა, რო­მელ­შიც D ვი­ტა­მი­ნი და ომე­გა 3 ჭარ­ბობს, რათა გაძ­ლი­ერ­დეს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს.

ექ­სპერ­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ და­ბა­ლან­სე­ბულ­მა, ჯან­საღ­მაკ­ვე­ბის რა­ცი­ონ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ორ­გა­ნიზ­მის ამ­ტა­ნო­ბა პა­ტა­რებ­ში, გა­ზარ­დოს იმუ­ნუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვირუ­სის მი­მართ და ხელი შე­უ­წყოს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ომე­გა 3 ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც ამ დროს ბავ­შვს ესა­ჭი­რო­ე­ბა.

სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ იგი პა­ტა­რას მი­ვა­წო­დოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის სა­ხით. კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დამ­ტკიც­და, რომ ომე­გა 3 ბავ­შვის იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას საგ­რძნობ­ლად უწყობს ხელს, ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს მო­ღო­ნი­ე­რე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რკი­ნა­სა და თუ­თი­ას,რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ,თუ გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

რკი­ნა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის სინ­თე­ზი­სათ­ვის და ჟანგბა­დის უჯრე­დე­ბამ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სათ­ვის. თუ­თი­ას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ასე­ვე, სწავ­ლი­სა და მახ­სოვ­რო­ბის პრო­ცე­სებ­ში. იგი მო­ნა­წი­ლე­ობს დნმ-ის სინ­თე­ზის,ცი­ლე­ბის მე­ტა­ბო­ლიზ­მის, ძვლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. ვი­ტა­მი­ნი D3 და მი­ნე­რა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა მაგ­ნი­უ­მი და თუ­თია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მზარ­დი ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ვი­ტა­მი­ნი D- ის და­ბალ­მა დო­ნემ, რო­მელ­საც ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი მზის­გან იღებს, შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს ვირუ­სის ქო­ნის რის­კი ან შე­იძ­ლე­ბა, ინ­ფექ­ცი­ი­სას ორ­გა­ნიზ­მმა უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბი გა­ნი­ცა­დოს. გა­სულ კვი­რას, ეს­პა­ნეთ­ში მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 82%-ს ორ­გა­ნიზ­მში D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი ჰქონ­და.

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი გვირ­ჩე­ვენ D ვი­ტა­მი­ნი­სა და ომე­გა 3-ის შემ­ცველ პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბას,რო­მე­ლიც პან­დე­მი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თქვე­ნი­და თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის იმუ­ნი­ტეტს გა­აძ­ლი­ე­რებს.

რძის ნა­წარ­მი, ფორ­თო­ხა­ლი, თევ­ზე­უ­ლი,სოკო - ის პრო­დუქ­ტე­ბია,რო­მე­ლიც D ვი­ტა­მი­ნის­დიდ რა­ო­დე­ნო­ბას შე­ი­ცა­ვენ.თხი­ლე­უ­ლი,ბრო­კო­ლი,თევ­ზე­უ­ლი (ორა­გუ­ლი,სარ­დი­ნა) კი,ომე­გა 3-ის დიდი შემ­ცვე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

რძის პრო­დუქ­ტი რომ სა­სარ­გებ­ლოა და ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნებ­ზე,ამა­ზე აღა­რა­ვინ კა­მა­თობს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ,თუ გამ­დიდ­რე­ბუ­ლია D ვი­ტა­მი­ნით. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პირ­ველ რიგ­ში, სა­უ­ბა­რია ნა­ტუ­რა­ლუ­რი გზით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე,რო­მელ­საც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა ის თვი­სე­ბა, რაც ჭეშ­მა­რი­ტად უნდა ჰქონ­დეს რძის ნა­წარმს.

ყვე­ლა რძემ­ჟა­ვა პრო­დუქტს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­კურ­ნა­ლო-დი­ე­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბი და­ა­მი­ტომ ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა პა­ტა­რე­ბის­თვის. რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტებს ორ­გა­ნიზ­მის­წრა­ფად და სრუ­ლად ით­ვი­სებს და გა­და­ა­მუ­შა­ვებს. აი, ამ თვი­სე­ბის გამო ით­ვლე­ბი­ან ისი­ნი აუ­ცი­ლე­ბელ და სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბად" - ამ­ბობს ექი­მი და ჟურ­ნალ მკურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

მწვა­ვე პან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვიზ­რუ­ნოთ პა­ტა­რე­ბის იმუ­ნი­ტე­ტი­სა და­ორ­გა­ნიზ­მის მოძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ბავ­შვთა სწო­რი კვე­ბა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომაუცილებელია იმ პროდუქტების მიღება, რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა, განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს.

ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა, ჯანსაღმაკვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში, გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ომეგა 3 ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც ამ დროს ბავშვს ესაჭიროება.

სავალდებულოა, რომ იგი პატარას მივაწოდოთ რეგულარულად ხვადასხვა პროდუქტის სახით. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ომეგა 3 ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას საგრძნობლად უწყობს ხელს, ეხმარება ორგანიზმს მოღონიერებაში. გარდა ამისა, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და თუთიას,რომელიც ფიზიკურ,თუ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს.

რკინა, როგორც ცნობილია, აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის. თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის განვითარებაში. ასევე, სწავლისა და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ-ის სინთეზის,ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების გაძლიერებაში. ვიტამინი D3 და მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია მზარდი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, ვიტამინი D- ის დაბალმა დონემ, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მზისგან იღებს, შეიძლება გაზარდოს ვირუსის ქონის რისკი ან შეიძლება, ინფექციისას ორგანიზმმა უფრო მძიმე შედეგები განიცადოს. გასულ კვირას, ესპანეთში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა 82%-ს ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა.

ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ D ვიტამინისა და ომეგა 3-ის შემცველ პროდუქტების მიღებას,რომელიც პანდემიურ სიტუაციაში თქვენიდა თქვენი პატარების იმუნიტეტს გააძლიერებს.

რძის ნაწარმი, ფორთოხალი, თევზეული,სოკო - ის პროდუქტებია,რომელიც D ვიტამინისდიდ რაოდენობას შეიცავენ.თხილეული,ბროკოლი,თევზეული (ორაგული,სარდინა) კი,ომეგა 3-ის დიდი შემცველობით გამოირჩევიან.

რძის პროდუქტი რომ სასარგებლოა და ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანებზე,ამაზე აღარავინ კამათობს. განსაკუთრებით მაშინ,თუ გამდიდრებულია D ვიტამინით. რასაკვირველია, პირველ რიგში, საუბარია ნატურალური გზით დამზადებულ პროდუქციაზე,რომელსაც შენარჩუნებული აქვს ყველა ის თვისება, რაც ჭეშმარიტად უნდა ჰქონდეს რძის ნაწარმს.

ყველა რძემჟავა პროდუქტს აქვს მნიშვნელოვანი სამკურნალო-დიეტური თვისებები დაამიტომ ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმისწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს. აი, ამ თვისების გამო ითვლებიან ისინი აუცილებელ და სასარგებლო საკვებად" - ამბობს ექიმი და ჟურნალ მკურნალის მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.

მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა დაორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვთა სწორი კვება როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რომელ რეგიონებშია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

2021 წლის ბიუჯეტი 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს - რაში აპირებს მთავრობა ყველაზე მეტი თანხის დახარჯვას?

"თავს კარგად გრძნობს, ყველაფერი დადებითად მიდის" - კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია