მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისაც "რემდესევირზე" ხელი არ მიგიწვდებათ, გული არ დაგწყდეთ... ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი
"ვისაც "რემდესევირზე" ხელი არ მიგიწვდებათ, გული არ დაგწყდეთ... ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი, ნანა გე­გეჭ­კო­რი "რემ­დე­სი­ვირ­ზე" წერს და ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტი ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში არ ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას და ის მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ ამ­ცი­რებს და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მა­ტუ­რი დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

"ამ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მისი გა­მო­ჩე­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან. ჩემი ჰოს­პი­ტა­ლი იყო ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი­ვე კვლე­ვი­სა რო­მე­ლიც რემ­დე­სე­ვირ­ზე და­ი­წყო.ვერც ერ­თმა, აქამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კვლე­ვამ, ვერ და­ა­დას­ტუ­რა მისი გავ­ლე­ნა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზე. ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში რემ­დე­სე­ვი­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას. ის მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ ამ­ცი­რებს და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მა­ტუ­რი დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. ცხა­დია, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ პრე­პა­რატს მა­საც აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი.

მცი­რე ნა­წილ­ში შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ღვიძ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად არ ვი­ცით რა დო­ზაა იდე­ა­ლუ­რი თირკმლის მსუ­ბუ­ქი უკ­მა­რი­სო­ბი­სას. ზო­გა­დად ნაკ­ლე­ბად ტოქ­სი­უ­რი პრე­პა­რა­ტია, თუმ­ცა კო­ვი­დის მკურ­ნა­ლო­ბა­ში მისი წვლი­ლი ნად­ვი­ლად არაა ფა­სის შე­სა­ბა­მი­სი. ამე­რი­კულ ჯან­დაც­ვას აქვს ფუ­ფუ­ნე­ბა თუნ­დაც ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტით შე­უმ­სუ­ბუ­ქოს სიმპტო­მე­ბი ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვედ­რილ ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს. ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს... რაც თა­ნაბ­რად გუ­ლის­ხმობს არა­ლე­გალ, ღა­რიბ უცხო­ელ­საც და ამე­რი­კის მდი­დარ მო­ქა­ლა­ქე­საც...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პრე­პა­რატ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯია. რად­გა­ნი­გი­ვე ფა­სად, ქვე­ყა­ნას შე­უძ­ლია კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რი არა­ინ­ვა­ზი­უ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­ძე­ნა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით.ვი­საც რემ­დე­სე­ვირ­ზე ხელი არ მი­გიწ­ვდე­ბათ გული არ დაგ­წყდეთ. ის ვერ გა­და­არ­ჩენს თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. გა­დარ­ჩე­ნაა მთა­ვა­რი თო­რემ სიმპტო­მებს ავი­ტანთ რო­გორ­მე...

14 ოქ­ტომ­ბერს სა­ვა­რა­უ­დოდ მე­ო­რედ გავ­ხდი ავად კო­ვი­დით. პირ­ვე­ლად აპ­რილ­ში ვი­ა­ვად­მყო­ფე. მა­ში­ნაც იგი­ვე სიმპტო­მე­ბით, ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლით, მხო­ლოდ 3-4 დღით. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემს ჰოს­პი­ტალ­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. შე­სა­ბა­მი­სად მეც უარი მი­თხრეს ტეს­ტი­რე­ბა­ზე. ამ­დე­ნად რთუ­ლია ზუს­ტად ვი­ცო­დე ვი­ყა­ვი თუ არა ავად ორ­ჯერ, თუმ­ცა ჩემი მე­უღ­ლის ავად­მყო­ფო­ბა იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ამა­ზე მი­უ­თი­თებს. მისი ერ­თა­დერ­თი კონ­ტაქ­ტი მა­შინ მე ვი­ყა­ვი. ამ­ჯე­რად საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყა­ვი ავად.

ფილ­ტვე­ბის ერთი მე­სა­მე­დი კო­ვიდ პნევ­მო­ნი­ამ და­მი­ზი­ა­ნა. ასე­ვე აღ­მე­ნიშ­ნე­ბო­და სე­რი­ო­ზუ­ლი ნე­ი­რო­ტოქ­სი­უ­რო­ბა. ზუს­ტად 20 დღე გაგ­რძელ­და მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი. ცხა­დია, მთე­ლი სამ­სა­ხუ­რი მა­დევ­ნებ­და თვალს, ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ო­დი სახ­ლში გა­ვა­ტა­რე. ჩვენ­მა გა­მოც­დილ­მა რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გებ­მა მირ­ჩი­ეს იმუ­ნი­ტეტს მივნდო­ბო­დი. თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ვნიშ­ნავ, არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბო­დი არა­ნა­ირ რისკ ჯგუფს. ვარ სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, არას­დროს მწე­ვე­ლი, ნორ­მა­ლურ­ზე და­ბა­ლი წო­ნის, აქ­ტი­უ­რად ნა­ვარ­ჯი­შე­ბი. ცხა­დია, ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის რომ ფილ­ტვე­ბის ასე­თი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რად მქონ­და გა­მო­ხა­ტუ­ლი. ერთხელ უკვე ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რებ, მთე­ლი ავად­მყო­ფო­ბის პე­რუ­ოდ­ში არ მი­მი­ღია არც ერთი პრე­პა­რა­ტი გარ­და სი­ცხის დამ­წე­ვი­სა. მივსდევ­დი გზამ­კვლევს რო­მე­ლიც თქცენ­თვის დავ­წე­რეთ მე და ზუ­რამ. ის გზამ­კვლე­ვი სწო­რედ მა­შინ დავ­წე­რეთ როცა მე და­ა­ვა­დე­ბის პირ­ველ ფა­ზა­ში ვი­ყა­ვი და კუნ­თო­ვა­ნი ტკი­ვი­ლის­გან ბეჭდ­ვაც კი მი­ჭირ­და.

ვი­საც ახ­სოვს ჩემი მა­შინ­დე­ლი ლა­ი­ვი მი­აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას რომ გავ­წყვი­ტე და ზუ­რას ნა­წი­ლი დრო­ზე ადრე შე­მო­ვი­და, მერე ისევ გა­ვაგ­რძე­ლე დარ­ჩე­ნილ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი. სა­უბ­რი­სას სუნ­თქვა მიძ­ნელ­დე­ბო­და და ამი­ტომ დამ­ჭირ­და პა­უ­ზა.მოკ­ლედ... რა­ტომ გიყ­ვე­ბით ამას...მე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჰოს­პი­ტალ­ში და მემ­კურ­ნა­ლა რემ­დე­სე­ვი­რით, სტე­რო­ი­დით და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კოქ­ტე­ი­ლით. მემ­კურ­ნა­ლა იგი­ვე პრო­ტო­კო­ლით რო­გორც უმ­კურ­ნა­ლეს ტრამპს. ამა­ზე უარი ვთქვი ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის რჩე­ვით. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ემ­ყა­რე­ბო­და აქამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებ­სა და ამ წუ­თის­თვის არ­სე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბის სტან­დარ­ტებს.

ჩემ­თვის ავირ­ჩიე მკურ­ბა­ლო­ბის იგი­ვე მე­თო­დი რა­საც და­ვუ­ნიშ­ნავ­დი ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს იგი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით.ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, გული არ დაგ­წყდეთ ვი­საც რემ­დე­სე­ვირ­ზე ხელი არ მი­გიწ­ვდე­ბათ. სწო­რი მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში კო­ვიდ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის აბ­სო­ლი­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­დარ­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა სწო­რად გაწ­ვრნი­ლი და საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მედ­პერ­სი­ნა­ლი შე­სა­ბა­მი­სი ეკი­პი­რე­ბით. ჯა­დოს­ნუ­რი წამ­ლე­ბი ჯერ არ არ­სე­ბო­ბენ კო­ვიდ ის­ტო­რი­ა­ში.სიმ­შვი­დე, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ცოდ­ნა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არის სა­უ­კე­თე­სო ია­რა­ღი ამ ვირუს­თან ბრძო­ლა­ში.ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას"- წერს გე­გეჭ­კო­რი.

ემიგრანტი
7

გმირულად უარი თვქა ანტისხეულების კოქტეილებზე :) ცოტნე დადიანის და მიხელ საკშვილის შემდეგ ყველაზე დიდი ტანჯულაა :)

"რაც თა­ნაბ­რად გუ­ლის­ხმობს არა­ლე­გალ, ღა­რიბ უცხო­ელ­საც და ამე­რი­კის მდი­დარ მო­ქა­ლა­ქე­საც"...აქ ქვეტექსტია თუ რა თანაბარია ამერიკა :) წლები მიცხოვრია ამერიკაშ და ვიცი რომ ყველაზე უთანაბრო ქვეყანაა, პანდემიის დროს კი მკუნრალობენ ღარიბებს მაგრამ ჩვეულებრივი არაკოვიდის დროს არალეგალებს მკურნალობა კი არა აძევებენ.... და 27 მილიონ ამერიკელს არ ააქვს დაზღვევა, ტოპ 1%ს ეკუთვნის ამერიკის სიმდიდრის 38% ი, აქვს პრობლემები რასიზმთან და სხვა მრავალი პრობლემა რომელიც ამერიკას ძაან აშორებს "თანაბარ" ქვეყნისგან.

პ.ს. მეორედ თუ ესე რთულად გადაიტანე, შენ პატრონ მიშას მოწოდებაზე რატომ არაფერს ამბობ, მოდით აქციებზე არ შეგეშიდენ კორონასიო არაფერიაო?! 

შენი ქვე პოლიტიკური კონტესტები შენთვის შეინახე, არ ხარ გულახდილი. მამაშენი და შენი ძმა მიშას ჯალათები იყვნენ და ამით აიხსნება შენი ბღმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვისაც "რემდესევირზე" ხელი არ მიგიწვდებათ, გული არ დაგწყდეთ... ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

"ვისაც "რემდესევირზე" ხელი არ მიგიწვდებათ, გული არ დაგწყდეთ... ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი "რემდესივირზე" წერს და ამბობს, რომ აღნიშნული პრეპარატი ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში არ ამცირებს სიკვდილიანობას და ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას.

"ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ჩემი ჰოსპიტალი იყო ნაწილი პირველივე კვლევისა რომელიც რემდესევირზე დაიწყო.ვერც ერთმა, აქამდე გამოქვეყნებულმა კვლევამ, ვერ დაადასტურა მისი გავლენა სიკვდილიანობაზე. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში რემდესევირის გამოყენება არ ამცირებს სიკვდილიანობას. ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას. ცხადია, როგორც ნებისმიერ პრეპარატს მასაც აქვს გვერდითი მოვლენები.

მცირე ნაწილში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა დოზაა იდეალური თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას. ზოგადად ნაკლებად ტოქსიური პრეპარატია, თუმცა კოვიდის მკურნალობაში მისი წვლილი ნადვილად არაა ფასის შესაბამისი. ამერიკულ ჯანდაცვას აქვს ფუფუნება თუნდაც ძალიან ძვირადღირებული პრეპარატით შეუმსუბუქოს სიმპტომები ჰოსპიტალში მოხვედრილ ნებისმიერ პაციენტს. ნებისმიერ პაციენტს... რაც თანაბრად გულისხმობს არალეგალ, ღარიბ უცხოელსაც და ამერიკის მდიდარ მოქალაქესაც...

საქართველოში ამ პრეპარატზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია. რადგანიგივე ფასად, ქვეყანას შეუძლია კოვიდთან ბრძოლაში ბევრად უფრო ეფექტური არაინვაზიური ვენტილაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა საკმარისი რაოდენობით.ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს. გადარჩენაა მთავარი თორემ სიმპტომებს ავიტანთ როგორმე...

14 ოქტომბერს სავარაუდოდ მეორედ გავხდი ავად კოვიდით. პირველად აპრილში ვიავადმყოფე. მაშინაც იგივე სიმპტომებით, ძალიან მსუბუქად გამოხატულით, მხოლოდ 3-4 დღით. იმ პერიოდში ჩემს ჰოსპიტალში არსებული პროტოკოლი თანამშრომლების ტესტირებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად მეც უარი მითხრეს ტესტირებაზე. ამდენად რთულია ზუსტად ვიცოდე ვიყავი თუ არა ავად ორჯერ, თუმცა ჩემი მეუღლის ავადმყოფობა იმავე პერიოდში ამაზე მიუთითებს. მისი ერთადერთი კონტაქტი მაშინ მე ვიყავი. ამჯერად საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ავად.

ფილტვების ერთი მესამედი კოვიდ პნევმონიამ დამიზიანა. ასევე აღმენიშნებოდა სერიოზული ნეიროტოქსიურობა. ზუსტად 20 დღე გაგრძელდა მაღალი სიცხეები. ცხადია, მთელი სამსახური მადევნებდა თვალს, ავადმყოფობის პერიოდი სახლში გავატარე. ჩვენმა გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა მირჩიეს იმუნიტეტს მივნდობოდი. თუმცა აუცილებლად აღვნიშნავ, არ მივეკუთვნებოდი არანაირ რისკ ჯგუფს. ვარ სრულიად ჯანმრთელი, არასდროს მწეველი, ნორმალურზე დაბალი წონის, აქტიურად ნავარჯიშები. ცხადია, ამან განაპირობა ის რომ ფილტვების ასეთი მძიმე დაზიანების პირობებშიც კი სუნთქვის უკმარისობა მინიმალურად მქონდა გამოხატული. ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, მთელი ავადმყოფობის პერუოდში არ მიმიღია არც ერთი პრეპარატი გარდა სიცხის დამწევისა. მივსდევდი გზამკვლევს რომელიც თქცენთვის დავწერეთ მე და ზურამ. ის გზამკვლევი სწორედ მაშინ დავწერეთ როცა მე დაავადების პირველ ფაზაში ვიყავი და კუნთოვანი ტკივილისგან ბეჭდვაც კი მიჭირდა.

ვისაც ახსოვს ჩემი მაშინდელი ლაივი მიაქცევდა ყურადღებას რომ გავწყვიტე და ზურას ნაწილი დროზე ადრე შემოვიდა, მერე ისევ გავაგრძელე დარჩენილ კითხვებზე პასუხი. საუბრისას სუნთქვა მიძნელდებოდა და ამიტომ დამჭირდა პაუზა.მოკლედ... რატომ გიყვებით ამას...მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჰოსპიტალში და მემკურნალა რემდესევირით, სტეროიდით და ანტისხეულების კოქტეილით. მემკურნალა იგივე პროტოკოლით როგორც უმკურნალეს ტრამპს. ამაზე უარი ვთქვი ჩვენი გამოცდილი ექიმების რჩევით. ჩემი გადაწყვეტილება ემყარებოდა აქამდე გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებსა და ამ წუთისთვის არსებულ მკურნალობის სტანდარტებს.

ჩემთვის ავირჩიე მკურბალობის იგივე მეთოდი რასაც დავუნიშნავდი ნებისმიერ პაციენტს იგივე მონაცემებით.ჩემო ძვირფასებო, გული არ დაგწყდეთ ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ. სწორი მოვლის პირობებში კოვიდ დაავადებულების აბსოლიტური უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება ძვირადღირებული მკურნალობის გარეშე. ამისათვის საჭიროა სწორად გაწვრნილი და საკმარისი რაოდენობის მედპერსინალი შესაბამისი ეკიპირებით. ჯადოსნური წამლები ჯერ არ არსებობენ კოვიდ ისტორიაში.სიმშვიდე, მეცნიერულად დადასტურებული ცოდნა და მოწესრიგებულად ექიმის რეკომენდაციების შესრულება არის საუკეთესო იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში.ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას"- წერს გეგეჭკორი.

საელჩოები - დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

"70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ, 70 ქათამი მყავს, ვამუშავებ მიწას..." - გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება

"ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს" - მეუფე ნიკოლოზი