ავტორი:

"თენგიზ ცერცვაძემ "რემდესივირის" საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო" - ამირან გამყრელიძე

"თენგიზ ცერცვაძემ "რემდესივირის" საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით არის შესაძლებელი.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო პრეპარატ „რემდესივირს“ მალე მიიიღებს.

"როგორც მე ვიცი, „რემდესივირზე“ ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ვიცი, რომ სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი, ის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში და არა ამბულატორიებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო და ამასთან, მაღალი დონის სპეციალისტია, პრეპარატის სახით „რემდესივირის" საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?