პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოხატული სადარბაზოები ბათუმში
მოხატული სადარბაზოები ბათუმში

ბა­თუმ­ში სულ რამ­დე­ნი­მე მო­ხა­ტუ­ლი და მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი სა­დარ­ბა­ზოა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ასე­თი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ოდეს­ღაც გა­და­ღე­ბეს და მათი პირ­ვან­დე­ლი იერ­სა­ხეც და­ი­კარ­გა. სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ძველ ბა­თუმ­ში სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რა და სა­დარ­ბა­ზოს უხვი დე­კო­რი, მო­ხა­ტუ­ლო­ბა, მე­პატ­რო­ნის გან­სა­კუთ­რე­ბულ სტა­ტუსს უს­ვამ­და ხაზს, რის­თვი­საც ისი­ნი ფულს და ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებ­დნენ მა­შინ­დე­ლი სა­უ­კე­თე­სო არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი­სა თუ მხატ­ვრე­ბის­თვის.

  • ირ. აბა­ში­ძის ქ. №3

ეს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზოა ირ. აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დარ­ბა­ზოს კედ­ლებ­ზე კლა­სი­ცის­ტურ სტილ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფერ­წე­რაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ჯერ ისევ ჩანს ნა­ხა­ტი პორ­ტით და ნა­ვე­ბით, ვხე­დავთ ტაძ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­საც, თუმ­ცა სა­ღე­ბა­ვი ჩა­მო­კაწ­რუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. შე­და­რე­ბით კარ­გა­დაა შე­ნა­ხუ­ლი ჭე­რის მხატ­ვრო­ბა და ჩუ­ქურ­თმე­ბი. მნახ­ვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ფე­რე­ბის სი­უხ­ვე, ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თე­მე­ბი და ჭე­რის ფა­ქი­ზად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი.

  • ვაჟა-ფშა­ვე­ლას №28

ეს სახ­ლი პოდ­პოლ­კოვ­ნიკ პო­მორსკის ეკუთ­ვნო­და, რომ­ლის პრო­ექ­ტი­თაც აშენ­და 1904 წელს ბა­თუ­მის მე­ო­რე (ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი) სა­ჯა­რო სკო­ლა - მა­შინ­დე­ლი ქალ­თა გიმ­ნა­ზია.

პო­მორსკის სახ­ლი XIX-XX სა­უ­კუ­ნის მიჯ­ნა­ზეა ნა­გე­ბი, რე­ნე­სან­სულ და ბა­რო­კოს სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი სახ­ლის მთა­ვა­რი ფა­სა­დი, რო­მე­ლიც ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე გა­მო­დის. სა­დარ­ბა­ზოს მო­ხა­ტუ­ლო­ბა, ფა­სა­დის დე­კო­რის სი­უხ­ვე და ქუ­ჩის სა­ერ­თო, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ქსო­ვილ­თან სრუ­ლი ჰარ­მო­ნია სახ­ლს ბა­თუ­მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ძეგ­ლად აქ­ცევს.

  • სახ­ლი ვახ­ტანგ გორ­გას­ლი­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე

ამ სახ­ლის სა­დარ­ბა­ზოს ჭერი და კედ­ლე­ბი მქრქა­ლი ცის­ფე­რი, მომ­წვა­ნო და მო­ვარ­დის­ფრო სა­ღე­ბა­ვე­ბი­თაა მო­ხა­ტუ­ლი. მრგვალ­ფორ­მი­ა­ნი ან­გე­ლო­ზე­ბი წე­ლი­წა­დის სხვა­დას­ხვა დროს გა­მო­ხა­ტავს.

სახ­ლი 1904 წელ­საა აშე­ნე­ბუ­ლი, კე­დელ­ზე მხატ­ვრის ხელ­წე­რა­ცაა, მაგ­რამ გარ­ჩე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სახ­ლი 1904 წელს აუ­შე­ნე­ბი­ათ და თავ­და­პირ­ვე­ლად იგი სო­მეხ ვა­ჭარს ეკუთ­ვნო­და. 1921 წლის გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ კი ვა­ჭა­რი გა­უ­კუ­ლა­კე­ბი­ათ და სახ­ლი თბი­ლი­სე­ლი ექი­მის, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის­თვის გა­და­უ­ცი­ათ.

მა­შინ­დე­ლი პრე­სა იუ­წყე­ბა, რომ წე­რე­თე­ლი: „ძი­რი­თა­დად შინ იღებ­და ავად­მყო­ფებს, თუ ხელ­მოკ­ლე ბა­თუ­მე­ლი იყო, მა­შინ წამ­ლებს უფა­სოდ აძ­ლევ­და“.

1950 წელს ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი გარ­დაც­ვლი­ლა და სახ­ლში გერ­მა­ნი­ი­დან ახალ­ჩა­მო­სუ­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი რე­ვაზ ინა­იშ­ვი­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლა ოჯა­ხით.

  • ფარ­ნა­ვაზ მე­ფის ქ. №51

ბა­რო­კოს სტი­ლის, 140 წლის სახ­ლის ფა­სა­დიც იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას და სა­დარ­ბა­ზოს ინ­ტე­რი­ე­რიც, რომ­ლის ჭერ­ზეც ცის­ფე­რი ცა, თეთ­რი ღრუბ­ლე­ბი და ვარ­დის რტო­ე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. სახ­ლში უნი­კა­ლუ­რი ბუ­ხა­რი, 140 წლის წი­ნან­დე­ლი კა­ფე­ლი, სა­ხე­ლუ­რე­ბი, მო­ხა­ტუ­ლი ჭერი, ძვე­ლი კიბე და მო­ა­ჯი­რე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

აქ გა­და­ი­ღეს სცე­ნე­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მის­თვის „მო­ნა­ნი­ე­ბა“.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

მოხატული სადარბაზოები ბათუმში

მოხატული სადარბაზოები ბათუმში

ბათუმში სულ რამდენიმე მოხატული და მოჩუქურთმებული სადარბაზოა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სადარბაზოების დიდი ნაწილი ოდესღაც გადაღებეს და მათი პირვანდელი იერსახეც დაიკარგა. საუკუნის დასაწყისის ძველ ბათუმში სახლის არქიტექტურა და სადარბაზოს უხვი დეკორი, მოხატულობა, მეპატრონის განსაკუთრებულ სტატუსს უსვამდა ხაზს, რისთვისაც ისინი ფულს და ძალისხმევას არ იშურებდნენ მაშინდელი საუკეთესო არქიტექტორებისა თუ მხატვრებისთვის.

  • ირ. აბაშიძის ქ. №3

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოა ირ. აბაშიძის ქუჩაზე, სადარბაზოს კედლებზე კლასიცისტურ სტილში შესრულებული ფერწერაა შემორჩენილი. ჯერ ისევ ჩანს ნახატი პორტით და ნავებით, ვხედავთ ტაძრის გამოსახულებასაც, თუმცა საღებავი ჩამოკაწრული და დაზიანებულია. შედარებით კარგადაა შენახული ჭერის მხატვრობა და ჩუქურთმები. მნახველის ყურადღებას იქცევს ფერების სიუხვე, ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი თემები და ჭერის ფაქიზად გამოყვანილი ორნამენტები.

  • ვაჟა-ფშაველას №28

ეს სახლი პოდპოლკოვნიკ პომორსკის ეკუთვნოდა, რომლის პროექტითაც აშენდა 1904 წელს ბათუმის მეორე (ყოფილი პირველი) საჯარო სკოლა - მაშინდელი ქალთა გიმნაზია.

პომორსკის სახლი XIX-XX საუკუნის მიჯნაზეა ნაგები, რენესანსულ და ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი სახლის მთავარი ფასადი, რომელიც ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გამოდის. სადარბაზოს მოხატულობა, ფასადის დეკორის სიუხვე და ქუჩის საერთო, არქიტექტურულ ქსოვილთან სრული ჰარმონია სახლს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ძეგლად აქცევს.

  • სახლი ვახტანგ გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე

ამ სახლის სადარბაზოს ჭერი და კედლები მქრქალი ცისფერი, მომწვანო და მოვარდისფრო საღებავებითაა მოხატული. მრგვალფორმიანი ანგელოზები წელიწადის სხვადასხვა დროს გამოხატავს.

სახლი 1904 წელსაა აშენებული, კედელზე მხატვრის ხელწერაცაა, მაგრამ გარჩევა შეუძლებელია.

სახლი 1904 წელს აუშენებიათ და თავდაპირველად იგი სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ კი ვაჭარი გაუკულაკებიათ და სახლი თბილისელი ექიმის, ზურაბ წერეთლისთვის გადაუციათ.

მაშინდელი პრესა იუწყება, რომ წერეთელი: „ძირითადად შინ იღებდა ავადმყოფებს, თუ ხელმოკლე ბათუმელი იყო, მაშინ წამლებს უფასოდ აძლევდა“.

1950 წელს ზურაბ წერეთელი გარდაცვლილა და სახლში გერმანიიდან ახალჩამოსული, მოგვიანებით კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი რევაზ ინაიშვილი დასახლებულა ოჯახით.

  • ფარნავაზ მეფის ქ. №51

ბაროკოს სტილის, 140 წლის სახლის ფასადიც იპყრობს ყურადღებას და სადარბაზოს ინტერიერიც, რომლის ჭერზეც ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლები და ვარდის რტოებია გამოსახული. სახლში უნიკალური ბუხარი, 140 წლის წინანდელი კაფელი, სახელურები, მოხატული ჭერი, ძველი კიბე და მოაჯირებია შემორჩენილი.

აქ გადაიღეს სცენები ცნობილი ქართული ფილმისთვის „მონანიება“.

NS

"არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე" - ამირან გამყრელიძე

"სახანძრო-სამაშველო ძალებში  ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

"მაყურებელმა უკვე იცის, რომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, "პალიტრანიუსზე" უნდა გადართოს" - ყველაზე სანდო ტელევიზია 5 წლისაა