სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახანძრო-სამაშველო ძალებში  ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
"სახანძრო-სამაშველო ძალებში  ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდ ნა­წილს კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს და აცხა­დებს, რომ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ყვე­ლა და­ნა­ყო­ფი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა სა­ნი­ტა­რუ­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, რად­გან მათ პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა აქვთ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან.

"მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბით. ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ხდე­ბა სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის შე­ნო­ბე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია, ხოლო რო­მე­ლი­მე და­ნა­ყოფ­ში ინ­ფექ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ტარ­დე­ბა არა­გეგ­მი­უ­რი დე­ზინ­ფექ­ცია, რო­გორც შე­ნო­ბე­ბის, ასე­ვე, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის.

ამ დრო­ის­თვის, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 3 ათა­სი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი­დან "კო­ვიდ-19" და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს მხო­ლოდ 173 მე­ხან­ძრე-მაშ­ველს.

ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ვი­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს "კო­ვიდ-19", უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, ხოლო ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვი­საც და­უ­ფიქ­სირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი, გა­და­დის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და 72 სა­ათ­ში უტარ­დე­ბა PCR ტეს­ტი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­აჩ­ნია სა­თა­ნა­დო რე­სურ­სი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­ზა­ზე, კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტთა გუნ­დით, თა­ნა­მედ­რო­ვე, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, უახ­ლე­სი სის­ტე­მე­ბი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ით, PCR ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შეძ­ლოს დღე­ში 1000 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი სრუ­ლად იცავს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რის შე­დე­გა­დაც მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად ას­რუ­ლე­ბენ სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მო­ქალ­ქე­ებს.

ამ დრო­ის­თვის, სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლებ­ში რა­ი­მე სა­ხის ეპი­და­ფეთ­ქე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი და ტყუ­ი­ლი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთავ­რი არ­ხის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და მას­ში დაშ­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მა:

სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ეპი­და­ფეთ­ქე­ბა არ არის. "112"-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

სა­უ­ბა­რია სა­ა­გენ­ტო­ზე, რო­გორც სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტზე, რაც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს.

შე­სა­ბა­მი­სად, ე.წ. სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვიუ ტი­რა­ჟი­რებს ტყუ­ილს.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურს "მთა­ვა­რი არხი" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით არ და­კავ­ში­რე­ბია",- აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სახანძრო-სამაშველო ძალებში  ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

"სახანძრო-სამაშველო ძალებში  ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დიდ ნაწილს კორონავირუსი აქვს და აცხადებს, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან.

"მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების.

ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან "კოვიდ-19" დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს.

ყველა თანამშრომელს, ვისაც დადასტურებული აქვს "კოვიდ-19", უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად იცავს საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველები შეუფერხებლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ემსახურებიან მოქალქეებს.

ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი.

ტელეკომპანია "მთავრი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მასში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა:

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ეპიდაფეთქება არ არის. "112"-ის თანამშრომელი არ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.

საუბარია სააგენტოზე, როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტზე, რაც ბუნებაში არ არსებობს.

შესაბამისად, ე.წ. სატელეფონო ინტერვიუ ტირაჟირებს ტყუილს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს "მთავარი არხი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მოხატული სადარბაზოები ბათუმში

"არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე" - ამირან გამყრელიძე

"მაყურებელმა უკვე იცის, რომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, "პალიტრანიუსზე" უნდა გადართოს" - ყველაზე სანდო ტელევიზია 5 წლისაა