სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სად არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და სად შეინიშნება კლების ტენდენცია
როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სად არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და სად შეინიშნება კლების ტენდენცია

მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღას ებ­რძვის, რო­მე­ლიც პირ­ველ ტალ­ღა­ზე უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად რე­კორ­დუ­ლად იზ­რდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი კი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან მხო­ლოდ რუ­სე­თი და თურ­ქე­თი უს­წრებს.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ამ დრო­ის­თვის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რუ­სეთ­სა და თურ­ქეთ­ში:

სომ­ხე­თი

სომ­ხეთ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის 135 124 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ის მსოფ­ლი­ოს 52-ე ქვე­ყა­ნაა. პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 2 164 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 108 442 გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 24 515 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა. ინ­ფი­ცი­რე­ბის ბოლო სამი დღის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თია:

  • 27 ნო­ემ­ბე­რი - 1 476 შემ­თხვე­ვა
  • 28 ნო­ემ­ბე­რი - 1 248 შემ­თხვე­ვა
  • 29 ნო­ემ­ბე­რი - 1 174 შემ­თხვე­ვა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხვა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სომ­ხეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი

აზერ­ბა­ი­ჯან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­დან ამ დრომ­დე 118 195 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 1 361 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 73 676 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მსოფ­ლი­ოს 59-ე ქვე­ყა­ნაა. ამ დრო­ის­თვის იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 43 158 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა. ბოლო სამი დღის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი კი ასე­თია:

  • 27 ნო­ემ­ბე­რი - 3 712 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 28 ნო­ემ­ბე­რი - 4 212 შემ­თხვე­ვა
  • 29 ნო­ემ­ბე­რი - 4 120 შემ­თხვე­ვა.

რუ­სე­თი

რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი დღი­დან ამ დრომ­დე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2,3 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ის მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა. რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას, ბოლო სამი დღის ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თია:

  • 27 ნო­ემ­ბე­რი - 27 543 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 28 ნო­ემ­ბე­რი - 27 100 შემ­თხვე­ვა
  • 29 ნო­ემ­ბე­რი - 26 693 შემ­თხვე­ვა

რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით, სა­ერ­თო ჯამ­ში, 39 895 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1,7 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის 468 332 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა.

თურ­ქე­თი

თურ­ქეთ­ში სულ კო­რო­ნა­ვირუ­სის 607 628 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ის მსოფ­ლი­ოს მე-18 ქვე­ყა­ნაა. პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 13 558 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 400 242 გა­მო­ჯან­მრთელ­და. ქვე­ყა­ნა­ში ახლა 193 828 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა. ბოლო 3 დღის ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • 27 ნო­ემ­ბე­რი - 29 845 შემ­თხვე­ვა
  • 28 ნო­ემ­ბე­რი - 30 103 შემ­თხვე­ვა
  • 29 ნო­ემ­ბე­რი - 29 281 შემ­თხვე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ვე­ლი დღი­დან ამ დრომ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სის 135 584 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა 51-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა. პა­ცი­ენ­ტთა შო­რის გარ­და­იც­ვა­ლა 1 267, ხოლო გა­მო­ჯან­მრთელ­და 113 986, ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 20 331 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზიზი
3

ამით ხომ ვჯობნით მეზობლებს,,,,,(აბა სხვა ყველაფერი წარსულში დარჩა)

აზიელი
44

არავითარი პანდემია არ არსებობს მსოფლიოში, ის რაც დღეს ხდება არის საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური, ისედაც მდიდარი კორპორაციების კიდევ უფრო გამდედრებას, აცივებასთან ერთად ყოველთვის აქტიურდებიან ვირუსები, ადრეც იხოცებოდა ხალხი გრიპისაგან, მაგრამ ასე მონდომებით არავინ აქვეყნებდა დაავადებულთა და გარდაცვლილთა სტსტისტიკას, პანდემიიაში რწმენის გასამყარებლად უამრავი შეთღზული საფრთხობელები ქვეყნდება, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს ვიღაც კაცთმოძულე კრიმინალი მანიაკები უდგანან უკან, კორონატერორი ალბათ კიდევ გაგრძელდება, მაგრამ მოვა დრო და იმედია ამ სპექტაკლის დამდგმელების წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალსაც ვიხილავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სად არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და სად შეინიშნება კლების ტენდენცია

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - სად არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და სად შეინიშნება კლების ტენდენცია

მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის, რომელიც პირველ ტალღაზე უფრო რთული აღმოჩნდა. ინფიცირების მაჩვენებლები ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება. ადამიანები კი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების პირობებში ცხოვრობენ.

ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთი და თურქეთი უსწრებს.

ვნახოთ, როგორია ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში:

სომხეთი

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 135 124 შემთხვევაა გამოვლენილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს 52-ე ქვეყანაა. პაციენტთა შორის 2 164 გარდაიცვალა, ხოლო 108 442 გამოჯანმრთელდა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 24 515 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირების ბოლო სამი დღის მაჩვენებელი ასეთია:

  • 27 ნოემბერი - 1 476 შემთხვევა
  • 28 ნოემბერი - 1 248 შემთხვევა
  • 29 ნოემბერი - 1 174 შემთხვევა

აღსანიშნავია, რომ სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, სომხეთში ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში კორონავირუსის გამოვლენიდან ამ დრომდე 118 195 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, რომელთა შორისაც 1 361 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 73 676 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით აზერბაიჯანი მსოფლიოს 59-ე ქვეყანაა. ამ დროისთვის იქ კორონავირუსის 43 158 აქტიური შემთხვევაა. ბოლო სამი დღის სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია:

  • 27 ნოემბერი - 3 712 ახალი შემთხვევა
  • 28 ნოემბერი - 4 212 შემთხვევა
  • 29 ნოემბერი - 4 120 შემთხვევა.

რუსეთი

რუსეთში კორონავირუსის გამოვლენის პირველი დღიდან ამ დრომდე, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2,3 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა. რაც შეეხება ბოლოდროინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ბოლო სამი დღის ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი ასეთია:

  • 27 ნოემბერი - 27 543 ახალი შემთხვევა
  • 28 ნოემბერი - 27 100 შემთხვევა
  • 29 ნოემბერი - 26 693 შემთხვევა

რუსეთში კორონავირუსით, საერთო ჯამში, 39 895 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1,7 მილიონი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 468 332 აქტიური შემთხვევაა.

თურქეთი

თურქეთში სულ კორონავირუსის 607 628 შემთხვევაა აღწერილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მე-18 ქვეყანაა. პაციენტთა შორის 13 558 გარდაიცვალა, ხოლო 400 242 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ახლა 193 828 აქტიური შემთხვევაა. ბოლო 3 დღის ინფიცირების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:

  • 27 ნოემბერი - 29 845 შემთხვევა
  • 28 ნოემბერი - 30 103 შემთხვევა
  • 29 ნოემბერი - 29 281 შემთხვევა.

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, ვირუსის გამოვლენის პირველი დღიდან ამ დრომდე კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა აღწერილი და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს რუკაზე ჩვენი ქვეყანა 51-ე პოზიციაზეა. პაციენტთა შორის გარდაიცვალა 1 267, ხოლო გამოჯანმრთელდა 113 986, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 20 331 აქტიური შემთხვევაა.

რა გაფრთხილება მისცა ინტერპოლმა 194 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა