მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაყურებელმა უკვე იცის, რომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, "პალიტრანიუსზე" უნდა გადართოს" - ყველაზე სანდო ტელევიზია 5 წლისაა
"მაყურებელმა უკვე იცის, რომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, "პალიტრანიუსზე"  უნდა გადართოს" - ყველაზე სანდო ტელევიზია 5 წლისაა

ის არც ისე­თი ასა­კი­ა­ნია, მაგ­რამ დრომ საკ­მა­რი­სად გა­მოს­ცა­და და სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ მისი სა­ხით, მა­ყუ­რე­ბელს ყვე­ლა­ზე პრო­ფე­სი­ულ, და­ბა­ლან­სე­ბულ, ობი­ექ­ტურ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას­თან აქვს საქ­მე.

მე­დი­ა­სივ­რცე­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფლაგ­მა­ნი ტე­ლე­ვი­ზია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” 5 წლი­საა. მან ამა­სო­ბა­ში მო­ა­ხერ­ხა და მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და ნდო­ბა მო­ი­პო­ვა, რაც, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, "მხცო­ვა­ნი” ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვი­საც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია ხოლ­მე. რო­გორც ერთი რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ვი­ტყო­დი, რომ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ისე გა­ა­შუ­ქოს მოვ­ლე­ნე­ბი, რომ ეჭ­ვის ნა­ტა­მა­ლი არ და­გი­ტო­ვოს და არც იმის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეს, სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ამოწ­მო მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დღის მოვ­ლე­ნებ­ზე. გა­რე­შე თვა­ლის­თვის ალ­ბათ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზოგ­ჯერ რის ფა­სად შე­იძ­ლე­ბა და­გიჯ­დეს. იო­სე­ბი­ძის ქუჩა #49 ერთი მყუდ­რო ოჯა­ხის მი­სა­მარ­თია, რო­მელ­ში მო­ფუს­ფუ­სე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­დი­ის შე­მოქ­მე­დებს ერთი რამ - პრო­ფე­სი­ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებს, მა­ყუ­რე­ბელ­ზე ზრუ­ნავს და ცდი­ლობს მათ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ათას­ჯერ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრო­დუქ­ცია მი­ა­წო­დოს. და კი­დევ, "პა­ლიტ­რა­მე­დია” იყო და არის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ერთხელ თუ ცხოვ­ლად და­აჩ­ნდა სულს, მის­გან "თა­ვის დაღ­წე­ვა­ზე” ოც­ნე­ბაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვუ­ლო­ცავთ "პა­ლიტ­რა­ნი­უსს” 5 წლის იუ­ბი­ლეს და ვუ­სურ­ვებთ, მის შე­მოქ­მე­დე­ბას ფერ­თა პა­ლიტ­რა არ გა­ხუ­ნე­ბო­დეს.

ambebi.ge შე­ვე­ცა­და გა­გე­გოთ მეტი იმა­ზე, რას ნიშ­ნავს პა­ლიტ­რე­ლე­ბის­თვის საქ­მე, რო­მელ­საც რუ­დუ­ნე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამ ადა­მი­ა­ნებს ეკ­რანს მიღ­მაც დიდი გულ­წრფე­ლო­ბა, საქ­მის ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ახა­სი­ა­თებთ.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი, გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სის” წამ­ყვა­ნი:

- პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ვარ "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ში” და ყო­ველ­გვა­რი თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ა­ხერ­ხა ის, რის­თვი­საც ბევრ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი დრო დას­ჭირ­და. ამას ასე­თი სი­თა­მა­მით ვერ ვი­ტყო­დი თუნ­დაც 1-2 წლის წინ, მაგ­რამ ახლა სრუ­ლი უფ­ლე­ბა მაქვს ეს ვთქვა. ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, რაც პი­რა­დად მომ­დის, კო­მენ­ტა­რე­ბი, რაც ჩვენს "ფე­ის­ბუქ­ლა­ივ­ზე" იწე­რე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში მხვდე­ბი­ან და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით მად­ლო­ბას მიხ­დი­ან, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­მა­მად მაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ დღეს ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვართ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სან­დო, ობი­ექ­ტუ­რი მე­დია პლატ­ფორ­მა, რო­მელ­საც უყუ­რე­ბენ, ენ­დო­ბი­ან, ან­გა­რიშს უწე­ვენ და არა მარ­ტო მა­ყუ­რებ­ლე­ბი - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბიც. ეს კი­დევ უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­კის­რებს. კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ნათ­ქვამს გა­ვი­მე­ო­რებ, რომ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” დღეს მსხვილ მო­თა­მა­შე­ებს შო­რი­საა. რა მალე გა­სუ­ლა ისე, 5 წელი...

ეს 5 წელი მე და­მიჯ­და 24 - სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ფა­სად და ამან და­ი­კა­ვა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის სივ­რცე, მაგ­რამ არც ერთი წა­მით არ ვნა­ნობ, რომ თავი მას მი­ვუ­ძღვე­ნი იმი­ტომ, რომ დღეს უკვე შე­დე­გი მი­ჭი­რავს ხელ­ში - დღეს ყვე­ლამ იცის გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სი”, დღეს სტუმ­რე­ბის­თვის ამ გა­და­ცე­მა­ში მოწ­ვე­ვა არის სა­სურ­ვე­ლი და მა­ყუ­რე­ბელ­მა, რო­მე­ლიც არ­ხი­დან არხზე რთავს და ეძებს სი­მარ­თლეს (სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე, ისე - მე­დი­ა­გა­რე­მო), ზუს­ტად იცის, რომ სი­მარ­თლის ძებ­ნის­თვის უნდა გა­დარ­თოს "პა­ლიტ­რა­ზე” და შე­უძ­ლია იპო­ვოს ის ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­ზეც მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს. ეს არის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა, იმას ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი გხვდე­ბი­ან და პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც კი უნ­დათ გულ­ში ჩა­გიკ­რან და მად­ლო­ბა გი­თხრან სი­მარ­თლის­თვის, ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის­თვის. ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი შე­ფა­სე­ბაა და, რა თქმა უნდა, კი­დევ უფრო მეტი სტი­მუ­ლი, რომ უკე­თე­სე­ბი ვი­ყოთ.

მარ­თა­ლია, "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა” და "360 გრა­დუს­მა” თა­ვი­სი სი­ტყვა თქვა, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი გვაქვს სათ­ქმე­ლი იმი­ტომ, რომ ისე, რო­გორც არას­დროს, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ სი­მარ­თლე ეს­მო­დეთ.

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი, "რე­ზი­უ­მეს” და "პო­ლი­ტ­ქა­ლა­ქის” წამ­ყვა­ნი:

- "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში” 2009 წლი­დან ვმუ­შა­ობ, მა­შინ ჰოლ­დინ­გში ტე­ლე­ვი­ზია არ იყო და მეც "რა­დი­ო­პა­ლიტ­რა­ში" და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ტე­ლე­ვი­ზი­ას იმი­ტომ და­ვა­ნე­ბე თავი და წა­მო­ვე­დი რა­დი­ო­ში, რომ გახ­სოვთ, იმ­ხა­ნად რა ვი­თა­რე­ბა იყო - ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ისე­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და რო­მე­ლი­მე მხა­რეს. დღე­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ვი­თა­რე­ბაა - ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ან ერთ მხა­რე­საა, ან - მე­ო­რე, პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან. რა­დი­ო­ში იმი­ტომ წა­ვე­დი, რომ "პა­ლიტ­რა” იყო ერ­თა­დერ­თი ჰოლ­დინ­გი, რომ­ლის უკა­ნაც პარ­ტია არ იდგა, ანუ არ იდგა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი, ეს ბიზ­ნე­სი მთლი­ა­ნად მე­დი­ა­ზე დგას.

"პა­ლიტ­რა” სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე რჩე­ბა ერთ-ერთ იმ იშ­ვი­ათ გა­მო­ნაკ­ლის­თა­გა­ნი, რომ­ლის უკან არ დგას პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი და არის მარ­თლაც მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზია. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ დიდ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში არ მი­დი­ხარ და არ მუ­შა­ო­ბო. სწო­რედ იმი­ტომ არ მივ­დი­ვარ, რომ აქ არ დგას პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი. მე როცა პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა მო­მინ­და, წა­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში, ის ჩემი საქ­მე არ აღ­მოჩ­ნდა და ორ თვე­ში უკან წა­მო­ვე­დი. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კე­თე­ბა თუ გინ­და, უნდა წახ­ვი­დე ისეთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი­კას გა­კე­თე­ბი­ნე­ბენ და არა - პო­ლი­ტი­კას. ეს არის "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა, რო­მე­ლიც არ ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ინ­ტე­რესს. 2009 წლის მერე ამ ჰოლ­დინგზე აზრი არ შე­მიც­ვლია და ამი­ტო­მაც ვარ დღემ­დე "პა­ლიტ­რა­ში”.

ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მის” იდე­ის ერთ-ერთი ავ­ტო­რი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” არის ჩემ­თვის კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის მექა, სა­დაც შე­გიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი აკე­თო. ჩვენც ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფერ­ში ნო­ვა­ტო­რე­ბი ვი­ყოთ, ისე­თი რამ ვა­კე­თოთ, რაც სხვე­ბის­გან გა­მოგ­ვარ­ჩევს. მა­გა­ლი­თად, გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მი”, რო­მე­ლიც ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე, 3-4 ტე­ლე­ფო­ნით გა­დის. ვცდი­ლობთ, მა­ყუ­რე­ბელს სა­ერ­თო კად­რით "ლა­ივ­ში” ვაჩ­ვე­ნოთ, რო­გორ კეთ­დე­ბა გა­და­ცე­მა, რო­გორ მოძ­რა­ო­ბენ ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი... ნი­უს­რუმ­ში 70-მდე ჟურ­ნა­ლის­ტი მუ­შა­ობს, ამას პლუს ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, მე­მონ­ტა­ჟე­ე­ბი და სა­დღაც და­ახ­ლო­ე­ბით 120-კა­ცი­ან სივ­რცე­ში გა­და­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა მი­დი­ო­დეს ისე, რომ ხელი არა­ვის ეშ­ლე­ბო­დეს. "სუ­პერ­დეს­კი”, რო­მელ­საც ასე და­ვარ­ქვით, არის მა­გი­და, რომ­ლის გარ­შე­მოც სხე­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტოპ­სა­ი­ტე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი და რო­დე­საც ერთი სტუ­მა­რი სა­უბ­რობს პო­ლი­ტი­კა­ზე, ვი­საც სურს კი­თხვა დას­ვას, იმ რე­დაქ­ტორს შე­უძ­ლია მოტ­რი­ალ­დეს და პირ­და­პირ, ლა­ივ­ში და­უს­ვას შე­კი­თხვა. ვფიქ­რობ, ძალ­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­და­ცე­მა გა­მოგ­ვი­ვი­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ კეთ­დე­ბა, სად იხარ­შე­ბა და იქ­მნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორ ხდე­ბა ნი­უ­სის კე­თე­ბა შე­ფუთ­ვის გა­რე­შე. გა­და­ცე­მის დროს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ფეხ­ზე დგე­ბი­ან, მოძ­რა­ო­ბენ, თან არ ვი­ტყუ­ე­ბით - ზუს­ტად ვამ­ბობთ სად ვი­ღებთ, რას ვი­ღებთ, სად ვართ და ვინ რო­გო­რია მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი.

ჩვენს ნი­უს­რუმ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 17 სა­ი­ტია, რა­დიო, ტე­ლე­ვი­ზია და ეს მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, დი­ნა­მი­კა ხე­ლის­გულ­ზე ჩანს, ამას ხე­დავს მა­ყუ­რე­ბე­ლი. ვიდ­რე აქ და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, მე პი­რა­დად, ისე მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს პრო­ცე­სი, რომ ეს სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ჰგავს. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, უკან რა ხდე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ნე­ბის­მი­ერ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­თე­ბა არის ბუ­ტა­ფო­რია, იმის უკან დგას ნა­თუ­რა, რო­მე­ლიც შენ­თვის სა­სურ­ველ ფე­რად ანა­თებს, ეს არის და ეს. ამ ნა­თუ­რებ­ზე უარი ვთქვით და ვაჩ­ვე­ნეთ კოკა და ლელა ისე­თე­ბი, რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არი­ან. გა­და­ცე­მა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­რე­მოც არის იმი­ტომ, რომ ჩვენ სა­კუ­თარ მო­ე­დანს ვთა­ვა­ზობთ ამ ადა­მი­ა­ნებს. არ ვიცი, ეს ფორ­მა­ტი რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს სტუმ­რებ­ზე, მაგ­რამ ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე სხვა გა­და­ცე­მებ­ში, გა­ნა­თე­ბის ფონ­ზე.

ლელა ბაღ­და­ვა­ძე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, თოქ-შოუ "დღის ნი­უს­რუ­მის" წამ­ყვა­ნი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" იზ­რდე­ბა და არა მარ­ტო "ასა­კის", არა­მედ სან­დო­ო­ბის, ცნო­ბა­დო­ბის და რე­ი­ტინ­გის თვალ­საზ­რი­სით. წლი­დან წლამ­დე მზარ­დია იმ მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც ურ­ჩევ­ნია გად­მორ­თოს სწო­რედ ჩვენს არხზე. რა­ტომ? მი­ზე­ზი არ არის რთუ­ლად გა­მო­საც­ნო­ბი - მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" ის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვე­ბა ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის გა­რე­შე, ვა­შუ­ქებთ ყვე­ლა მხა­რის პო­ზი­ცი­ას ისე, რომ არ ვა­მა­ხინ­ჯებთ, არ ვცვლით ში­ნა­არსს, ვართ ყველ­გან, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა და რაც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ამ­ბებს ყო­ველ სა­ათ­ში ერთხელ ვთა­ვა­ზობთ.

უკვე ორი წე­ლია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის გუნდთან ერ­თად მი­წევს მუ­შა­ო­ბა და ვა­მა­ყობ, რომ ჩვენ მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნიშა გვაქვს, რა­საც სწო­რედ ობი­ექ­ტუ­რო­ბა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა ჰქვია. ობი­ექ­ტურ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას ემა­ტე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შოუ, სა­დაც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ტრი­ბუ­ნა ეთ­მო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბის ანა­ლი­ზი კი ხდე­ბა ან­გა­ჟი­რე­ბის გა­რე­შე და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით.

კოკა კვირ­კვე­ლია, "ნი­უს­რუ­მის" წამ­ყვა­ნი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ჩემ­თვის ნიშ­ნავს ობი­ექ­ტუ­რო­ბას და გუ­ლახ­დი­ლო­ბას. აქ გახ­სნის დღი­დან ვმუ­შა­ობ. თავ­და­პირ­ვე­ლად ნი­უ­სებს ვახ­მო­ვა­ნებ­დი, შემ­დეგ კი და­ი­ბა­და გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მი”, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ვარ. ზო­გა­დად, "პა­ლიტ­რას­თან” 13 წლის ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს, რა­დი­ოს გახ­სნის დღი­დან აქ ვარ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ჩემი პირ­ვე­ლი ოჯა­ხია, არა - მე­ო­რე, სა­დაც ჩემი ცხოვ­რე­ბა დი­ლის 7 სა­ა­თი­დან იწყე­ბა.

ლაშა დვა­ლიშ­ვი­ლი, არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, "სპორ­ტა­ლის" წამ­ყვა­ნი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი”, პირ­ველ რიგ­ში, ნიშ­ნავს ატ­მოს­ფე­როს, სა­დაც მის­ვლა გი­ხა­რია და ამას გა­ნა­პი­რო­ბებს იმ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც იქ მუ­შა­ობს - და­წყე­ბუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლით. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ალ­ბათ ერთხელ ფეხს რომ შედ­გამ, მერე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იქი­დან თავი და­აღ­წიო კარ­გი გა­გე­ბით, ვი­ნა­ი­დან სით­ბოს, კე­თილ­გან­წყო­ბის და კარ­გი ატ­მოს­ფე­როს გარ­და, "პა­ლიტ­რა­ში” არა­ფე­რი სუ­ფევს. ამას ქმნი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­ზე­დაც რე­ა­ლუ­რად დგას ის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ჰოლ­დინ­გი, სა­დაც ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ით არის მიღ­წე­უ­ლი ის წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია, რა თქმა უნდა, მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით. ერთი სი­ტყვით, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი თავს გრძნობს ბედ­ნი­ე­რად, თა­ვი­სუფ­ლად და სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ერთი ფე­ხის შედ­გმის მერე არა­სო­დეს გინ­და იქი­დან გა­მოს­ვლა.

ანა მარ­შა­ნია, გა­და­ცე­მა "აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მის" წამ­ყვა­ნი:

- პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბა - ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი, რაც ჩემ­თვის, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე" მუ­შა­ო­ბას მო­აქვს. ეს ტე­ლე­ვი­ზია, სა­დაც და­არ­სე­ბის დღი­დან ვმუ­შა­ობ, ვფიქ­რობ, სწო­რედ ობი­ექ­ტუ­რო­ბის, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის, ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბი­სა და სან­დო­ო­ბის სიმ­ბო­ლოა. მე­ო­რე მხრივ, არის მა­ყუ­რებ­ლის შე­ფა­სე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. უამ­რა­ვი ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ის ფორ­მა­ტი, რო­მელ­საც აუ­დი­ტო­რი­ას "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" სთა­ვა­ზობს. მათი თქმით, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია ლა­კო­ნუ­რი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი ახა­ლი ამ­ბე­ბის ყუ­რე­ბა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის გა­რე­შე. სწო­რედ ეს ერ­თობ­ლი­ო­ბა ქმნის იმ ნდო­ბა­სა და ერ­თგუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მცი­რე ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ უკვე მო­ი­პო­ვა.

ეკა წივ­წი­ვა­ძე, "პო­ლიტ­ნი­უ­სის” წამ­ყვა­ნი:

- უკვე ორი წე­ლია პა­ლიტ­რე­ლი მქვია. რე­ა­ლუ­რად, ეს სამ­სა­ხუ­რი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა და რა­ღაც­ნა­ი­რად ყა­ვარ­ჯე­ნი­ვით შე­მე­ხი­და. ჰოდა, აი, ახლა ორი წე­ლია მოგ­ვყავს ერ­თმა­ნე­თი. ორ წე­ლი­წა­დი არც ისე დიდი დროა, თუმ­ცა ბევ­რი ეტა­პი გა­ვი­ა­რეთ ერ­თად: ჯერ რე­პორ­ტი­ო­რი ვი­ყა­ვი, მერე სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის პრო­დუ­სე­რი, და ბო­ლოს, პა­ლიტ­რა­ზე გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­ნი­უ­სის" წამ­ყვა­ნიც გავ­ხდი. "პა­ლიტ­რა”, რე­ა­ლუ­რად, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პა­ლიტ­რაა, ის სა­კუ­თა­რი თა­ვის ბევ­რი რა­კურ­სით გა­მოც­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევს. ჩვენ ბევ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გვა­ერ­თი­ა­ნებს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ალ­ბათ ისაა, რომ "პა­ლიტ­რა­ში” ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე პირ­ნა­თე­ლია - არას­დროს იტყუ­ე­ბი, არას­დროს აბუ­ქებ ფაქ­ტებს, არას­დროს ფიქ­რობ ხე­ლოვ­ნუ­რად რე­ი­ტინ­გის მო­მა­ტე­ბა­ზე. აქ ამ­ბე­ბია ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის გა­რე­შე და ვფიქ­რობ, ეს ჩვენს პრო­ფე­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია.

შო­რე­ნა ბი­წა­ძე, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის პრო­დი­უ­სე­რი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ჩემ­თვის ნიშ­ნავს ყვე­ლა­ზე სან­დო, უტყუ­არ და გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ასე­ვე, თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ობი­ექ­ტუ­რო­ბას და კომ­ფორ­ტს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში. ვუ­ლო­ცავ ჩემს ტე­ლე­ვი­ზი­ას იუ­ბი­ლეს.

თამ­თა ასა­თი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- არ­ხის შექ­მნის პირ­ვე­ლი წუ­თი­დან აქ ვარ, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ჩემს თვალ­წინ და­ი­ბა­და, იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, მახ­სოვს 5 წლის წინ, რო­დე­საც არხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით უნდა გა­სუ­ლი­ყო ეთერ­ში, ყვე­ლა­ნი ვღე­ლავ­დით, რად­გან ეს გა­მოწ­ვე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მსგავ­სი ფორ­მა­ტის ტე­ლე­ვი­ზია ქარ­თულ მე­დი­ა­სი­რვცე­ში არ არ­სე­ბობ­და, გავ­რის­კეთ და რისკმა გა­ა­მარ­თლა კი­დეც, რად­გან "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა" მა­ლე­ვე შე­ი­ძი­ნა ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მა­ყუ­რებ­ლის ერ­თგუ­ლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს ნდო­ბა და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ ჩვენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი გვენ­დო­ბი­ან, თან­და­თან ჩვე­ნი არხი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ერ­თგულ თა­ნამ­გზავ­რად და ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო წყა­როდ იქცა. რთუ­ლია ავ­ხსნა, რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის აქ მუ­შა­ო­ბა, ეს ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხია, სა­დაც ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვფრძნობ თავს, აქ ინ­ფორ­მა­ცი­ის უწყვე­ტი ნა­კა­დია, მუ­შა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მზად არი­ან ამომ­წუ­რა­ვი სი­ახ­ლე­ე­ბი მი­ი­ტა­ნონ მა­ყუ­რებ­ლამ­დე, თა­ნაც, უმოკ­ლეს დრო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, აქ სულ სხვა სამ­ყა­როა. ბენ­დი­ე­რი და ამა­ყი ვარ, რომ არ­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩემი პა­ტა­რა წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წინ კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­თე­ლი გზა გვაქვს. ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს კი ვპირ­დე­ბით, რომ არას­დროს გა­ვუც­რუ­ებთ იმედს და ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ მათი ერ­თგუ­ლე­ბი­სა და ნდო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

მა­რი­ამ კან­დე­ლა­კი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ჩემ­თვის არა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზია, არა­მედ ერთი დიდი ოჯა­ხია. პა­ტა­რა, მაგ­რამ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით და ამ­ბი­ცი­ე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია. აქ ჩვენ, ყვე­ლა­ნი დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ვა­ტა­რებთ და ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლია მო­გე­ცეს გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” არის არხი, სა­დაც არის ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერთ სივ­რცე­ში.

ნუგ­ზარ ნა­ჭყე­პია, ოპე­რა­ტო­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ჩემი ოჯა­ხია, ოჯახ­ზე საყ­ვა­რე­ლი რა უნდა იყოს? 2 წელი გახ­დე­ბა, რაც აქ ვარ და დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვა­ტა­რებ. ვუ­ლო­ცავ მას და ვუ­სურ­ვებ წინსვლას მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე.

ეკა სა­ლა­ღა­ია, პრო­დი­უ­სე­რი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” არის ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდ დროს ვა­ტა­რებ და სა­დაც ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. ეს მარ­თლა ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­აა. ვცდი­ლობთ ვი­ყოთ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სწრა­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად მი­ვა­წო­დოთ მო­სახ­ლე­ო­ბას ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბა ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის უტყუ­ა­რი სა­ზო­მია.

პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რი, ეკო­ნო­მის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” არის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, ყვე­ლა­ზე სან­დო და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ჩემ­თვის ეს არის დიდი ოჯა­ხის შე­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც ჰქვია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი”, სა­დაც არა მხო­ლოდ კომ­პე­ტენ­ტი­უ­რი და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი, არა­მედ ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რიც მუ­შა­ობს.

ნა­თია ირე­მა­ძე, სა­ე­თე­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დის მე­ნე­ჯე­რი, პრო­დი­უ­სე­რი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ჩემ­თვის არის ერთი დიდი ოჯა­ხი, სა­დაც ერ­თმა­ნეთს გულ­წრფე­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბა გვა­ხა­რებს და გვჯე­რა, ერ­თად უფრო მეტს შევ­ძლებთ.

სა­ლო­მე კვა­რა­ცხე­ლია, პრო­დი­უ­სე­რი:

- "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი” ჩემი ოჯა­ხია, სა­დაც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. რის გა­მოც მომ­წონს აქ მუ­შა­ო­ბა პირ­ველ რიგ­ში ის არის, რომ მა­ყუ­რე­ბელს შე­უძ­ლია ჩვენ­გან მი­ი­ღოს ობი­ექ­ტუ­რი, სწრა­ფი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში და მის გა­რეთ ხდე­ბა. ეს 5 წელი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა” ამა­სო­ბა­ში მო­ა­ხერ­ხა და და­ი­კა­ვა თა­ვი­სი ნიშა კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში. გუ­ლით ვუ­ლო­ცავ ჩემს ოჯახს 5 წლის იუ­ბი­ლეს და ვუ­სურ­ვებ სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­და­ცე­მებს და კი­დევ უფრო წინსვლას.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
24

გილოცავთ,,,წარმატებას,მიუკერძოებლობას,,გამძლებას და რაც მთავარია-თავისუფლებას გისურვებთ

ლიახვისპირელი
73

თქვენ კი არ უნდა აფასებდეთ, ხალხმა უნდა შეგაფასოთ. ტუხიაშვილი არის მიკერძოებული, ჟურნალისტი, რომელიც თვალებში შესციცინებს ე. წ. ოპოზიციონერებს, რომელთაც ქვეყნის არევა სურთ, ხოლო მათ მოწინააღმდეგებს ლაპარაკს არ აცდის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მაყურებელმა უკვე იცის, რომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, "პალიტრანიუსზე" უნდა გადართოს" - ყველაზე სანდო ტელევიზია 5 წლისაა

"მაყურებელმა უკვე იცის, რომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, "პალიტრანიუსზე"  უნდა გადართოს" - ყველაზე სანდო ტელევიზია 5 წლისაა

ის არც ისეთი ასაკიანია, მაგრამ დრომ საკმარისად გამოსცადა და სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მისი სახით, მაყურებელს ყველაზე პროფესიულ, დაბალანსებულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მედიასაშუალებასთან აქვს საქმე.

მედიასივრცეში სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი ტელევიზია "პალიტრანიუსი” 5 წლისაა. მან ამასობაში მოახერხა და მაყურებლის სიყვარული და ნდობა მოიპოვა, რაც, ხშირ შემთხვევაში, "მხცოვანი” ტელევიზიებისთვისაც კი შეუძლებელია ხოლმე. როგორც ერთი რიგითი მაყურებელი, ვიტყოდი, რომ "პალიტრანიუსი” ფოკუსირებულია ისე გააშუქოს მოვლენები, რომ ეჭვის ნატამალი არ დაგიტოვოს და არც იმის სურვილი გაგიჩნდეს, სხვა ტელევიზიებში ამოწმო მოწოდებული ინფორმაცია დღის მოვლენებზე. გარეშე თვალისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, ეს ყველაფერი ზოგჯერ რის ფასად შეიძლება დაგიჯდეს. იოსებიძის ქუჩა #49 ერთი მყუდრო ოჯახის მისამართია, რომელში მოფუსფუსე წარმატებული მედიის შემოქმედებს ერთი რამ - პროფესიის დიდი სიყვარული აერთიანებს, მაყურებელზე ზრუნავს და ცდილობს მათ მიუკერძოებელი, ათასჯერ გადამოწმებული და გემოვნებიანი პროდუქცია მიაწოდოს. და კიდევ, "პალიტრამედია” იყო და არის ურთიერთობა, რომელიც ერთხელ თუ ცხოვლად დააჩნდა სულს, მისგან "თავის დაღწევაზე” ოცნებაც წარმოუდგენელია. ვულოცავთ "პალიტრანიუსს” 5 წლის იუბილეს და ვუსურვებთ, მის შემოქმედებას ფერთა პალიტრა არ გახუნებოდეს.

ambebi.ge შევეცადა გაგეგოთ მეტი იმაზე, რას ნიშნავს პალიტრელებისთვის საქმე, რომელსაც რუდუნებით ემსახურებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ადამიანებს ეკრანს მიღმაც დიდი გულწრფელობა, საქმის ერთგულება და სიყვარული ახასიათებთ.

ემა ტუხიაშვილი, ჟურნალისტი, გადაცემა "360 გრადუსის” წამყვანი:

- პირველივე დღეებიდან ვარ "პალიტრანიუსში” და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მან 5 წლის განმავლობაში მოახერხა ის, რისთვისაც ბევრ მედიასაშუალებას 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი დრო დასჭირდა. ამას ასეთი სითამამით ვერ ვიტყოდი თუნდაც 1-2 წლის წინ, მაგრამ ახლა სრული უფლება მაქვს ეს ვთქვა. ყოველდღიური გამოხმაურებები, რაც პირადად მომდის, კომენტარები, რაც ჩვენს "ფეისბუქლაივზე" იწერება, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან და აღფრთოვანებით მადლობას მიხდიან, ეს ყველაფერი თამამად მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დღეს ჩვენ ადამიანებისთვის ვართ ერთ-ერთი ყველაზე სანდო, ობიექტური მედია პლატფორმა, რომელსაც უყურებენ, ენდობიან, ანგარიშს უწევენ და არა მარტო მაყურებლები - პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეებიც. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. კომპეტენტური ადამიანების ნათქვამს გავიმეორებ, რომ "პალიტრანიუსი” დღეს მსხვილ მოთამაშეებს შორისაა. რა მალე გასულა ისე, 5 წელი...

ეს 5 წელი მე დამიჯდა 24 - საათიანი მუშაობის ფასად და ამან დაიკავა მთელი ჩემი ცხოვრების სივრცე, მაგრამ არც ერთი წამით არ ვნანობ, რომ თავი მას მივუძღვენი იმიტომ, რომ დღეს უკვე შედეგი მიჭირავს ხელში - დღეს ყველამ იცის გადაცემა "360 გრადუსი”, დღეს სტუმრებისთვის ამ გადაცემაში მოწვევა არის სასურველი და მაყურებელმა, რომელიც არხიდან არხზე რთავს და ეძებს სიმართლეს (სამწუხაროდ, პოლარიზებულია როგორც პოლიტიკური სივრცე, ისე - მედიაგარემო), ზუსტად იცის, რომ სიმართლის ძებნისთვის უნდა გადართოს "პალიტრაზე” და შეუძლია იპოვოს ის ობიექტური რეალობა, რომელზეც მოთხოვნილება აქვს. ეს არის უდიდესი ბედნიერება, იმას ვერაფერი შეედრება, როცა ადამიანები გხვდებიან და პანდემიის პირობებშიც კი უნდათ გულში ჩაგიკრან და მადლობა გითხრან სიმართლისთვის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი შეფასებაა და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სტიმული, რომ უკეთესები ვიყოთ.

მართალია, "პალიტრანიუსმა” და "360 გრადუსმა” თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი იმიტომ, რომ ისე, როგორც არასდროს, მოსახლეობაში გაჩნდა მოთხოვნილება, რომ სიმართლე ესმოდეთ.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი, "რეზიუმეს” და "პოლიტქალაქის” წამყვანი:

- "პალიტრამედიაში” 2009 წლიდან ვმუშაობ, მაშინ ჰოლდინგში ტელევიზია არ იყო და მეც "რადიოპალიტრაში" დავიწყე მუშაობა. ტელევიზიას იმიტომ დავანებე თავი და წამოვედი რადიოში, რომ გახსოვთ, იმხანად რა ვითარება იყო - ძალიან რთული იყო ისეთი ტელევიზიის მოძებნა, რომელიც არ მიეკუთვნებოდა რომელიმე მხარეს. დღესაც, ფაქტობრივად და სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა - ტელევიზიების უმრავლესობა ან ერთ მხარესაა, ან - მეორე, პარტიული ინტერესების გამტარებლები არიან. რადიოში იმიტომ წავედი, რომ "პალიტრა” იყო ერთადერთი ჰოლდინგი, რომლის უკანაც პარტია არ იდგა, ანუ არ იდგა პოლიტიკური ინტერესი, ეს ბიზნესი მთლიანად მედიაზე დგას.

"პალიტრა” სატელევიზიო ბაზარზე რჩება ერთ-ერთ იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი, რომლის უკან არ დგას პოლიტიკური ინტერესი და არის მართლაც მიუკერძოებელი ტელევიზია. ხშირად მეკითხებიან, რატომ დიდ ტელევიზიებში არ მიდიხარ და არ მუშაობო. სწორედ იმიტომ არ მივდივარ, რომ აქ არ დგას პოლიტიკური ინტერესი. მე როცა პოლიტიკის კეთება მომინდა, წავედი პოლიტიკაში, ის ჩემი საქმე არ აღმოჩნდა და ორ თვეში უკან წამოვედი. ჟურნალისტიკის კეთება თუ გინდა, უნდა წახვიდე ისეთ ტელევიზიაში, სადაც ჟურნალისტიკას გაკეთებინებენ და არა - პოლიტიკას. ეს არის "პალიტრანიუსის” მთავარი ღირსება, რომელიც არ ემსახურება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესს. 2009 წლის მერე ამ ჰოლდინგზე აზრი არ შემიცვლია და ამიტომაც ვარ დღემდე "პალიტრაში”.

ლევან ტაბატაძე, "პალიტრანიუსის” დირექტორის მოადგილე, გადაცემა "ნიუსრუმის” იდეის ერთ-ერთი ავტორი:

- "პალიტრანიუსი” არის ჩემთვის კრეატიულობის მექა, სადაც შეგიძლია ყველაფერი აკეთო. ჩვენც ვცდილობთ, ყველაფერში ნოვატორები ვიყოთ, ისეთი რამ ვაკეთოთ, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. მაგალითად, გადაცემა "ნიუსრუმი”, რომელიც ეთერში რამდენიმე, 3-4 ტელეფონით გადის. ვცდილობთ, მაყურებელს საერთო კადრით "ლაივში” ვაჩვენოთ, როგორ კეთდება გადაცემა, როგორ მოძრაობენ ჩვენი ოპერატორები, თანამშრომლები... ნიუსრუმში 70-მდე ჟურნალისტი მუშაობს, ამას პლუს ტექნიკური პერსონალი, მემონტაჟეები და სადღაც დაახლოებით 120-კაციან სივრცეში გადაცემა შეიძლება მიდიოდეს ისე, რომ ხელი არავის ეშლებოდეს. "სუპერდესკი”, რომელსაც ასე დავარქვით, არის მაგიდა, რომლის გარშემოც სხედან საქართველოში ტოპსაიტების რედაქტორები და როდესაც ერთი სტუმარი საუბრობს პოლიტიკაზე, ვისაც სურს კითხვა დასვას, იმ რედაქტორს შეუძლია მოტრიალდეს და პირდაპირ, ლაივში დაუსვას შეკითხვა. ვფიქრობ, ძალზე ორიგინალური გადაცემა გამოგვივიდა. სინამდვილეში, გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორ კეთდება, სად იხარშება და იქმნება ყველაფერი, როგორ ხდება ნიუსის კეთება შეფუთვის გარეშე. გადაცემის დროს ჟურნალისტები ფეხზე დგებიან, მოძრაობენ, თან არ ვიტყუებით - ზუსტად ვამბობთ სად ვიღებთ, რას ვიღებთ, სად ვართ და ვინ როგორია მუშაობის პროცესი.

ჩვენს ნიუსრუმში დაახლოებით 17 საიტია, რადიო, ტელევიზია და ეს მუშაობის პროცესი, დინამიკა ხელისგულზე ჩანს, ამას ხედავს მაყურებელი. ვიდრე აქ დავიწყებდი მუშაობას, მე პირადად, ისე მაინტერესებდა ეს პროცესი, რომ ეს საკუთარი ოცნებების განხორციელებასაც ჰგავს. ყველაზე საინტერესოა, უკან რა ხდება. სინამდვილეში, ნებისმიერ გადაცემაში განათება არის ბუტაფორია, იმის უკან დგას ნათურა, რომელიც შენთვის სასურველ ფერად ანათებს, ეს არის და ეს. ამ ნათურებზე უარი ვთქვით და ვაჩვენეთ კოკა და ლელა ისეთები, როგორიც სინამდვილეში არიან. გადაცემაში არაფორმალური გარემოც არის იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ მოედანს ვთავაზობთ ამ ადამიანებს. არ ვიცი, ეს ფორმატი როგორ გავლენას ახდენს სტუმრებზე, მაგრამ ისინი გაცილებით სხვანაირები არიან, ვიდრე სხვა გადაცემებში, განათების ფონზე.

ლელა ბაღდავაძე, "პალიტრანიუსის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თოქ-შოუ "დღის ნიუსრუმის" წამყვანი:

- "პალიტრანიუსი" იზრდება და არა მარტო "ასაკის", არამედ სანდოობის, ცნობადობის და რეიტინგის თვალსაზრისით. წლიდან წლამდე მზარდია იმ მაყურებელთა რაოდენობა, ვისაც ურჩევნია გადმორთოს სწორედ ჩვენს არხზე. რატომ? მიზეზი არ არის რთულად გამოსაცნობი - მედიაბაზარზე არსებული არასახარბიელო ვითარების ფონზე, "პალიტრანიუსი" ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც საზოგადოებას უყვება ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტერპრეტაციის გარეშე, ვაშუქებთ ყველა მხარის პოზიციას ისე, რომ არ ვამახინჯებთ, არ ვცვლით შინაარსს, ვართ ყველგან, სადაც საინტერესო ამბები ხდება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ახალ ამბებს ყოველ საათში ერთხელ ვთავაზობთ.

უკვე ორი წელია "პალიტრანიუსის" საინფორმაციო სამსახურის გუნდთან ერთად მიწევს მუშაობა და ვამაყობ, რომ ჩვენ მედიაბაზარზე განმასხვავებელი ნიშა გვაქვს, რასაც სწორედ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ჰქვია. ობიექტურ და მიუკერძოებელ საინფორმაციო გამოშვებას ემატება ძალიან საინტერესო გადაცემები, მათ შორის, არაერთი პოლიტიკური თოქშოუ, სადაც ყველა პოლიტიკურ მხარეს თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა, საინტერესო თემების ანალიზი კი ხდება ანგაჟირების გარეშე და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით.

კოკა კვირკველია, "ნიუსრუმის" წამყვანი:

- "პალიტრანიუსი” ჩემთვის ნიშნავს ობიექტურობას და გულახდილობას. აქ გახსნის დღიდან ვმუშაობ. თავდაპირველად ნიუსებს ვახმოვანებდი, შემდეგ კი დაიბადა გადაცემა "ნიუსრუმი”, რომლის წამყვანიც ვარ. ზოგადად, "პალიტრასთან” 13 წლის ურთიერთობა მაკავშირებს, რადიოს გახსნის დღიდან აქ ვარ და, ფაქტობრივად, ეს ჩემი პირველი ოჯახია, არა - მეორე, სადაც ჩემი ცხოვრება დილის 7 საათიდან იწყება.

ლაშა დვალიშვილი, არხის გენერალური პროდიუსერი, "სპორტალის" წამყვანი:

- "პალიტრანიუსი”, პირველ რიგში, ნიშნავს ატმოსფეროს, სადაც მისვლა გიხარია და ამას განაპირობებს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იქ მუშაობს - დაწყებული მენეჯმენტით და დამთავრებული რიგითი თანამშრომლით. ეს არის ადგილი, სადაც ალბათ ერთხელ ფეხს რომ შედგამ, მერე წარმოუდგენელია იქიდან თავი დააღწიო კარგი გაგებით, ვინაიდან სითბოს, კეთილგანწყობის და კარგი ატმოსფეროს გარდა, "პალიტრაში” არაფერი სუფევს. ამას ქმნიან ის ადამიანები, რომლებზედაც რეალურად დგას ის უალტერნატივო ჰოლდინგი, სადაც ჯაჭვური რეაქციით არის მიღწეული ის წარმატება, რომელიც მას გააჩნია, რა თქმა უნდა, მენეჯმენტისა და თანამშრომლების დამსახურებით. ერთი სიტყვით, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი თავს გრძნობს ბედნიერად, თავისუფლად და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ერთი ფეხის შედგმის მერე არასოდეს გინდა იქიდან გამოსვლა.

ანა მარშანია, გადაცემა "აქტუალური თემის" წამყვანი:

- პროფესიული თავისუფლება და მაყურებლის ნდობა - ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის "პალიტრანიუსზე" მუშაობას მოაქვს. ეს ტელევიზია, სადაც დაარსების დღიდან ვმუშაობ, ვფიქრობ, სწორედ ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, ოპერატიულობისა და სანდოობის სიმბოლოა. მეორე მხრივ, არის მაყურებლის შეფასება და დამოკიდებულებები. უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი აღნიშნავს, რამდენად მისაღები და მოსახერხებელია მათთვის ინფორმაციის გავრცელების ის ფორმატი, რომელსაც აუდიტორიას "პალიტრანიუსი" სთავაზობს. მათი თქმით, ძალიან კომფორტულია ლაკონური, დაბალანსებული და მუდმივად განახლებადი ახალი ამბების ყურება ინტერპრეტაციის გარეშე. სწორედ ეს ერთობლიობა ქმნის იმ ნდობასა და ერთგულებას, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად, ჩვენმა ტელევიზიამ უკვე მოიპოვა.

ეკა წივწივაძე, "პოლიტნიუსის” წამყვანი:

- უკვე ორი წელია პალიტრელი მქვია. რეალურად, ეს სამსახური ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩნდა და რაღაცნაირად ყავარჯენივით შემეხიდა. ჰოდა, აი, ახლა ორი წელია მოგვყავს ერთმანეთი. ორ წელიწადი არც ისე დიდი დროა, თუმცა ბევრი ეტაპი გავიარეთ ერთად: ჯერ რეპორტიორი ვიყავი, მერე საინფორმაციო გამოშვებების პროდუსერი, და ბოლოს, პალიტრაზე გადაცემა "პოლიტნიუსის" წამყვანიც გავხდი. "პალიტრა”, რეალურად, შესაძლებლობების პალიტრაა, ის საკუთარი თავის ბევრი რაკურსით გამოცდის შესაძლებლობას გაძლევს. ჩვენ ბევრი ღირებულება გვაერთიანებს, თუმცა ყველაზე მთავარი ალბათ ისაა, რომ "პალიტრაში” ყველა ჟურნალისტი მაყურებლის წინაშე პირნათელია - არასდროს იტყუები, არასდროს აბუქებ ფაქტებს, არასდროს ფიქრობ ხელოვნურად რეიტინგის მომატებაზე. აქ ამბებია ინტერპრეტაციის გარეშე და ვფიქრობ, ეს ჩვენს პროფესიაში ყველაზე მთავარია.

შორენა ბიწაძე, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი:

- "პალიტრანიუსი” ჩემთვის ნიშნავს ყველაზე სანდო, უტყუარ და გადამოწმებულ ინფორმაციას. ასევე, თავისუფლებას, განვითარების შესაძლებლობას, ობიექტურობას და კომფორტს მუშაობის პროცესში. ვულოცავ ჩემს ტელევიზიას იუბილეს.

თამთა ასათიანი, ტელეწამყვანი:

- არხის შექმნის პირველი წუთიდან აქ ვარ, "პალიტრანიუსი” ჩემს თვალწინ დაიბადა, იზრდება და ვითარდება, მახსოვს 5 წლის წინ, როდესაც არხი განსხვავებული ფორმატით უნდა გასულიყო ეთერში, ყველანი ვღელავდით, რადგან ეს გამოწვევა ძალიან რთული იყო, მსგავსი ფორმატის ტელევიზია ქართულ მედიასირვცეში არ არსებობდა, გავრისკეთ და რისკმა გაამართლა კიდეც, რადგან "პალიტრანიუსმა" მალევე შეიძინა ერთგული მაყურებელი. დამეთანხმებით, რომ მაყურებლის ერთგულებას განაპირობებს ნდობა და თამამად შეიძლება ითქვას რომ ჩვენ მაყურებლები გვენდობიან, თანდათან ჩვენი არხი უამრავი ადამიანის ერთგულ თანამგზავრად და ინფორმაციის სანდო წყაროდ იქცა. რთულია ავხსნა, რას ნიშნავს ჩემთვის აქ მუშაობა, ეს ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ძალიან დიდ დროს ვატარებ და რაც მთავარია, ძალიან კომფორტულად ვფრძნობ თავს, აქ ინფორმაციის უწყვეტი ნაკადია, მუშაობენ ადამიანები რომლებიც მუდმივად მზად არიან ამომწურავი სიახლეები მიიტანონ მაყურებლამდე, თანაც, უმოკლეს დროში, ფაქტობრივად, აქ სულ სხვა სამყაროა. ბენდიერი და ამაყი ვარ, რომ არხის განვითარებაში ჩემი პატარა წვლილიც შევიტანე და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო საინტერესო, წარმატებული და ნათელი გზა გვაქვს. ჩვენს მაყურებელს კი ვპირდებით, რომ არასდროს გავუცრუებთ იმედს და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ მათი ერთგულებისა და ნდობის შესანარჩუნებლად.

მარიამ კანდელაკი, ჟურნალისტი:

- "პალიტრანიუსი” ჩემთვის არა მხოლოდ ტელევიზია, არამედ ერთი დიდი ოჯახია. პატარა, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით და ამბიციებით აშენებული ტელევიზია. აქ ჩვენ, ყველანი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ და ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლია მოგეცეს განვითარების შესაძლებლობა. "პალიტრანიუსი” არის არხი, სადაც არის ახალი ინფორმაცია, მნიშვნელოვანი ამბები და საინტერესო მიმართულებები გაერთიანებული ერთ სივრცეში.

ნუგზარ ნაჭყეპია, ოპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელი:

- "პალიტრანიუსი” ჩემი ოჯახია, ოჯახზე საყვარელი რა უნდა იყოს? 2 წელი გახდება, რაც აქ ვარ და დროის უმეტეს ნაწილს ტელევიზიაში ვატარებ. ვულოცავ მას და ვუსურვებ წინსვლას მედიაბაზარზე.

ეკა სალაღაია, პროდიუსერი:

- "პალიტრანიუსი” არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებ და სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს მართლა ახალი ამბების ტელევიზიაა. ვცდილობთ ვიყოთ მოვლენების ეპიცენტრში და ჩვენი მიზანია, სწრაფად და ხარისხიანად მივაწოდოთ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია. მაყურებლის ნდობა ჩვენი წარმატების უტყუარი საზომია.

პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი, ტელეწამყვანი:

- "პალიტრანიუსი” არის ყველაზე სწრაფი, ყველაზე სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახის შემადგენელი, რომელსაც ჰქვია "პალიტრანიუსი”, სადაც არა მხოლოდ კომპეტენტიური და მაღალკვალიფიციური კადრები, არამედ ბევრი ჩემი მეგობარიც მუშაობს.

ნათია ირემაძე, საეთეროს ხელმძღვანელი, სამაუწყებლო ბადის მენეჯერი, პროდიუსერი:

- "პალიტრანიუსი” ჩემთვის არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ერთმანეთს გულწრფელად ვგულშემატკივრობთ, სადაც ერთმანეთის წარმატება გვახარებს და გვჯერა, ერთად უფრო მეტს შევძლებთ.

სალომე კვარაცხელია, პროდიუსერი:

- "პალიტრანიუსი” ჩემი ოჯახია, სადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. რის გამოც მომწონს აქ მუშაობა პირველ რიგში ის არის, რომ მაყურებელს შეუძლია ჩვენგან მიიღოს ობიექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში და მის გარეთ ხდება. ეს 5 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, "პალიტრანიუსმა” ამასობაში მოახერხა და დაიკავა თავისი ნიშა კონკურენტულ გარემოში. გულით ვულოცავ ჩემს ოჯახს 5 წლის იუბილეს და ვუსურვებ საინტერესო, მრავალფეროვან გადაცემებს და კიდევ უფრო წინსვლას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შემოსვლის წესები იცვლება - რამდენ დღიანი იზოლაციის გავლა მოუწევთ მოქალაქეებს

რა კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალებაზე - "ჩემი უშუალო ხელმძვანელობით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას"

"დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს" - ბერდია სიჭინავა