სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 ნოემბრიდან მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლას ვერ შეძლებენ - სერვისები, რომლებსაც მომსახურების სააგენტო დროებით აჩერებს
30 ნოემბრიდან მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლას ვერ შეძლებენ - სერვისები, რომლებსაც მომსახურების სააგენტო დროებით აჩერებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო 30 ნო­ემ­ბრი­დან გარ­კვე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბას დრო­ე­ბით აჩე­რებს და მუ­შა­ო­ბის გან­სხვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ზე გა­და­დის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დრო­ე­ბით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე გას­ვლას ვერ შეძ­ლე­ბენ.

"ვი­საც და­ჯავ­შნი­ლი ჰქონ­დათ თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის დღე, ან ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ თე­ო­რი­უ­ლი და აბა­რე­ბენ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დებს. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ყო­ველ­დღე, შა­ბათ-კვი­რის გარ­და, ისარ­გებ­ლონ შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბით. ასე­ვე, ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა, მისი აღ­დგე­ნის მიზ­ნით, გა­მოც­დებ­ზე და­იშ­ვე­ბი­ან ელექტრო­ნუ­ლი რი­გის და­ჯავ­შნის გა­რე­შე.

დრო­ე­ბით ჩერ­დე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბიც.

გარ­და ამი­სა, 30 ნო­ემ­ბრი­დან იზღუ­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ფარ­გლებს გა­რეთ მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, გარ­და სა­ბა­ჟო სა­წყო­ბის ზო­ნი­სა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი (დი­ლე­რი/ ცენ­ტრი) კომ­პა­ნი­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დრო­ე­ბით ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში სა­სურ­ვე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით.

ახა­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის თა­ნახ­მად, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გან­ბა­ჟე­ბის, რე­ექ­სპორ­ტის, ექ­სპორ­ტი­სა და რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მხო­ლოდ ორ­შა­ბათს, ოთხშა­ბათს, პა­რას­კევ­სა და შა­ბათს.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­სა­ცემ ცნო­ბებს, გა­ნა­ცხა­დის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ელექტრო­ნუ­ლი წე­სით, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით (sa.gov.ge). მზა დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მა მოხ­დე­ბა გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბი­სას მი­თი­თე­ბულ სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში მხო­ლოდ ორ­შა­ბათს, ოთხშა­ბათს, პა­რას­კევ­სა და შა­ბათს.

ამას­თა­ნა­ვე, კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, ნუ მი­მარ­თავთ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის­ცენ­ტრებს, ხოლო მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, თავი შე­ი­კა­ვეთ გა­რე­შე პი­რე­ბის თან­ხლე­ბი­სა­გან", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

B
51

ოჰ ოჰ რა მძღოლები რჩებიან მართვის მოწმობის გარეშე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

30 ნოემბრიდან მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლას ვერ შეძლებენ - სერვისები, რომლებსაც მომსახურების სააგენტო დროებით აჩერებს

30 ნოემბრიდან მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდებზე გასვლას ვერ შეძლებენ - სერვისები, რომლებსაც მომსახურების სააგენტო დროებით აჩერებს

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეები დროებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას ვერ შეძლებენ.

"ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე, ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე.

დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე.

ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით.

ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიციამ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის“ ფილიალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა

ბათუმში, ფიტნეს-ცენტრთან, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ საცხოვრებელ სახლად იქირავა, ხმაურია - შენობაში სამართალდამცველები იმყოფებიან

ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული - "არასრულწლოვნები ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ითხოვდნენ"