საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმის მასალებზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს" - მიხეილ რამიშვილი
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმის მასალებზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს" - მიხეილ რამიშვილი

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ზე გრი­ფით „სა­ი­დუმ­ლოს“ სტა­ტუ­სის მოხ­სნამ­დე, მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი ამო­ი­ღეს. რო­გორც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, და­შიფ­რუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კი­თხუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ.

„მე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ გრი­ფით „სა­ი­დუმ­ლოს“ სა­ნამ მოხ­სნიდ­ნენ, მთე­ლი რიგი მა­სა­ლა ამო­ღე­ბუ­ლია და კარ­გად გა­და­ა­მოწ­მეს. და­შიფ­რუ­ლია, თუ ვინ არი­ან და­კი­თხუ­ლე­ბი, ეს ჩემ­თვის უც­ნო­ბია, ამ პი­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი შე­უ­სა­ბა­მოა. გარ­კვე­ულ­წი­ლად დგინ­დე­ბა და და­ვად­გი­ნეთ, რომ მე­დი­კა­მენტზე, რო­მელ­ზეც თა­ვი­დან­ვე ვამ­ბობ­დით, რომ არ იყო თა­მა­რის მიერ შე­ძე­ნი­ლი, ყვე­ლა აფ­თი­ა­ქი­დან მი­ი­ღეს პა­სუ­ხი, რომ გა­ი­ცე­მა მხო­ლოდ და მხო­ლოდ რე­ცეპ­ტით და შე­სა­ბა­მი­სად, თა­მა­რი მას ვერ შე­ის­ყიდ­და, რე­ცეპ­ტი არ დევს საქ­მე­ში და ივ­ლი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე ცდი­ლო­ბენ, რომ იქ­ნებ რო­გორ­მე სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში ნა­ხონ, ოჯა­ხის წევ­რმა ხომ არ შე­ი­ძი­ნა და ოჯა­ხი­დან ხომ არ ჰქონ­და წა­ღე­ბუ­ლი თა­მარს. მკვლე­ლებს ხელს აფა­რე­ბენ! ეს მკვლე­ლო­ბაა და ცალ­სა­ხად უნდა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს საქ­მე“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია ინ­ფორ­მა­ცია და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყოს ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­თა­გან უშუ­ა­ლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი შე­საძ­ლოა, რომ ორი მა­მა­კა­ცი იყოს.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
240

შენი შთაბეჭდილებები შენთვის შეინახე. ეგეთი უტვინოები ნუ გონია ხალხი! შთაბეჭდილებები - კონცერტის ან სექსის მერე. იურისტი ხაარ?! - ფაქტები! ფაქტები! 

ვარაუდებით და შთაბეჭდილებებით აბოლე ნაცები.

დიანა
159

მიშა, აღარ გამოვა ამ ამბის ხელახლა აგორება. მოვინელეთ და მორჩა. ხალხს სხვა პრობლემებიც თავზე საყრელად აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმის მასალებზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს" - მიხეილ რამიშვილი

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმის მასალებზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს" - მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განმარტებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქმის მასალებზე გრიფით „საიდუმლოს“ სტატუსის მოხსნამდე, მასალების ნაწილი ამოიღეს. როგორც მიხეილ რამიშვილმა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაშიფრულია ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით დაკითხული პირების შესახებ.

„მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გრიფით „საიდუმლოს“ სანამ მოხსნიდნენ, მთელი რიგი მასალა ამოღებულია და კარგად გადაამოწმეს. დაშიფრულია, თუ ვინ არიან დაკითხულები, ეს ჩემთვის უცნობია, ამ პირების ჩვენებები შეუსაბამოა. გარკვეულწილად დგინდება და დავადგინეთ, რომ მედიკამენტზე, რომელზეც თავიდანვე ვამბობდით, რომ არ იყო თამარის მიერ შეძენილი, ყველა აფთიაქიდან მიიღეს პასუხი, რომ გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით და შესაბამისად, თამარი მას ვერ შეისყიდდა, რეცეპტი არ დევს საქმეში და ივლისიდან მოყოლებული დღემდე ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე სააფთიაქო ქსელში ნახონ, ოჯახის წევრმა ხომ არ შეიძინა და ოჯახიდან ხომ არ ჰქონდა წაღებული თამარს. მკვლელებს ხელს აფარებენ! ეს მკვლელობაა და ცალსახად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქმე“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, გადასამოწმებელია ინფორმაცია და შესაძლებელია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში ჩართული იყოს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაგან უშუალო შემსრულებელი შესაძლოა, რომ ორი მამაკაცი იყოს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.