დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 132 368-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 110 049-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა - 554, იმერეთი - 637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი - 258, გურია - 119, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 400, კახეთი - 219, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 741, აჭარაში - 1 019, იმერეთში - 1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში - 429, აჭარაში - 167, იმერეთში - 190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში - 181, აჭარაში - 56, იმერეთში - 37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311 - თბილისში, 2 058 - აჭარაში, 284 - იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 033 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 391, აჭარაში - 1 055, ხოლო იმერეთში-35.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18 882 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 464 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 845 პირი, აჭარაში-13 353, იმერეთში-4 578.
რას ნიშნავს მკურნალობას გადის სახლში? კითხულობს და უნიშნავს მკურნალობას ვინმე? აქვთ თუ არა წამლის და ანალიზების გასაკეთებელი თანხა? რა ნიშნავს სახელმწიფო აფინანსებს მკურნალობას? ანუ ეს მკურნალობა შერჩევითია? ვინც ვერ მოხვდა სამკურნალოდ, ჯანსისიტემის არასწორი მენეჯმენტის გამო, რა დააშავა?
ყველაზე მეტად რა მიკვირს იცით? ხედავ შე დალოცვილო ერთი წელია ასეთი ამბავია, ამაზე მეტად როგორ არუნდა დაიცვა თავი რო იმ ყოველდღიურ ათასებში არ მოხვდე? აქ არ იგულისხმევა ის ხალხი ვინც იცავდა მაქსიმალურად მარა შემთხვევით მაინც დაემართა.