მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენ ოჯახზე" - რას წერს არჩილ თალაკვაძის მეუღლე "ფეისბუქზე"
"განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენ ოჯახზე" - რას წერს არჩილ თალაკვაძის მეუღლე "ფეისბუქზე"

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის მე­უღ­ლე ქეთი ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც მათი ოჯა­ხის ბი­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, 95 ათას დო­ლა­რად იყი­დე­ბა.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო TV პირ­ვე­ლის ცი­ლისმწა­მებ­ლურ სი­უ­ჟეტს. გან­მარ­ტე­ბას ვა­კე­თებ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა ჩვენს ოჯახ­ზე. ათი წელი ვი­ცხოვ­რეთ ამ ბი­ნა­ში, რო­მელ­საც თა­ვი­დან ვქი­რა­ობ­დით და შემ­დეგ ვი­ყი­დეთ იპო­თე­კით, რო­გორც ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე აკე­თებს. კად­რებ­შიც კარ­გად ჩანს უბ­რა­ლო რე­მონ­ტი და ავე­ჯი. გა­დავ­წყვი­ტეთ ამ ბი­ნის გა­ყიდ­ვა და დრო­ე­ბით გა­და­ვე­დით ნა­თე­სავ­თან, რომ ამ ბი­ნის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა ახალ, მშე­ნე­ბა­რე ბი­ნა­ში შე­ვი­ტა­ნოთ. გო­გო­ე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ და ცხა­დია, გა­ფარ­თო­ე­ბის სურ­ვი­ლი ასეთ დროს ნე­ბის­მი­ერ მშო­ბელს აქვს.

ბი­ნას ყი­დი­ან ბრო­კე­რე­ბი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე აკე­თებს. დაც­ვა კი არ­ჩილს პრო­ტო­კო­ლით ეკუთ­ვნის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და მისი ერთ-ერთი ფუნ­ქცი­აა და­სა­ცა­ვი პი­რის ბი­ნა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ სივ­რცე­ში უცხო პირი მარ­ტო არ და­ტო­ვოს. რა იყო ამ სი­უ­ჟეტ­ში სა­ერ­თოდ სენ­სა­ცი­უ­რი და ყუ­რა­დღე­ბა მი­საქ­ცე­ვი?! კაკ­ლებ­ში ახა­ლი რე­ზი­დენ­ცია არის აბ­სურ­დუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია. ასე­თი უბ­რა­ლოდ არ გაგ­ვაჩ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრის ფუნ­ქცი­ებს, ის შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­შიც დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს ყვე­ლა­სათ­ვის.

რა გა­ვა­კე­თოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ ამ აბ­სურ­დს და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვუმკლავ­დეთ? თავს არ ვი­მარ­თლებ, 10-15 წე­ლია ორი­ვე­ნი ვმუ­შა­ობთ. არას­დროს უკა­ნო­ნო­ბას ჩემი ოჯა­ხი არ ჩა­ი­დენს. უბ­რა­ლოდ გაკ­ვირ­ვე­ბას და გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მოვ­ხა­ტავ. ყვე­ლა­ფერს წე­სით და რი­გით რომ აკე­თებ და მა­ინც ტა­ლახს გეს­ვრი­ან ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა" - წერს ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თეო
114

Ტვ. Პირველის რეპორტაჟები სამარცხვინოა.გრიგოლია პაზორ....

@
50

სულ თქვენი ოჯახის დარდი აქვს ქვეყანას ამ ჟამიანობის დროს...ნუ გვაბოლებთ, თუ შეიძლება, დღეს პოლიტიკაში ზუსტად იმიტომ მიდის ხალხი, რომ ფული იშოვოს და შოულობენ კიდევაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენ ოჯახზე" - რას წერს არჩილ თალაკვაძის მეუღლე "ფეისბუქზე"

"განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენ ოჯახზე" - რას წერს არჩილ თალაკვაძის მეუღლე "ფეისბუქზე"

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც მათი ოჯახის ბინაზეა საუბარი, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, 95 ათას დოლარად იყიდება.

"მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე აკეთებს. კადრებშიც კარგად ჩანს უბრალო რემონტი და ავეჯი. გადავწყვიტეთ ამ ბინის გაყიდვა და დროებით გადავედით ნათესავთან, რომ ამ ბინის გაყიდვით მიღებული თანხა ახალ, მშენებარე ბინაში შევიტანოთ. გოგოები წამოიზარდნენ და ცხადია, გაფართოების სურვილი ასეთ დროს ნებისმიერ მშობელს აქვს.

ბინას ყიდიან ბროკერები, როგორც ნებისმიერი მოქალაქე აკეთებს. დაცვა კი არჩილს პროტოკოლით ეკუთვნის ამ თანამდებობაზე და მისი ერთ-ერთი ფუნქციაა დასაცავი პირის ბინაში, საცხოვრებელ სივრცეში უცხო პირი მარტო არ დატოვოს. რა იყო ამ სიუჟეტში საერთოდ სენსაციური და ყურადღება მისაქცევი?! კაკლებში ახალი რეზიდენცია არის აბსურდული დეზინფორმაცია. ასეთი უბრალოდ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ფუნქციებს, ის შეზღუდვების პირობებშიც დისტანციურად მუშაობს ყველასათვის.

რა გავაკეთოთ საზოგადოებამ, რომ ამ აბსურდს და დეზინფორმაციას გავუმკლავდეთ? თავს არ ვიმართლებ, 10-15 წელია ორივენი ვმუშაობთ. არასდროს უკანონობას ჩემი ოჯახი არ ჩაიდენს. უბრალოდ გაკვირვებას და გულისტკივილს გამოვხატავ. ყველაფერს წესით და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან ძალიან სამწუხაროა" - წერს ბუბუტეიშვილი.

"დღეს უარესად ვარ, ვიდრე გუშინ... ძალიან მიჭირს საუბარი" - რას წერს კოვიდით ინფიცირებული თინა ხიდაშელი

"ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს "კანონის აღსრულების სახელით" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი მელიას დაკავებაზე?

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! - ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება სირხვილია" - რას წერს მიხეილ ჯანელიძე "ფეისბუქზე"