სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება
"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

"გირ­ჩი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით არ­ჩევ­ნებ­ზე ნამ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნებს შო­რის "ტეს­ლას" მან­ქა­ნე­ბის გა­თა­მა­შე­ბას გეგ­მავ­დნენ.

თუმ­ცა მათი გან­მარ­ტე­ბით, თან­ხის მი­ღე­ბა ბო­ი­კო­ტის იდე­ას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის, ამი­ტომ "პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნებს" ბო­დიშს უხ­დი­ან.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­კა­მა­თოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, გირჩს ბი­უ­ჯე­ტი­დან შე­უძ­ლია მი­ი­ღოს სამ მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ფული.

ამ ფუ­ლით არ­ჩევ­ნებ­ზე ნამ­ყოფ ადა­მი­ა­ნებს შო­რის "ტეს­ლას" ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­თა­მა­შე­ბას ვგეგ­მავ­დით. ამ აქ­ტით დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით პო­ლი­ტი­კის და­ფი­ნან­სე­ბის ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბელ წესს.

არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის უფ­ლე­ბა მი­ი­ღო რვა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ. ამ მო­მენ­ტის­თვის, არა­ვინ არ ვა­ღი­ა­რებთ არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ შე­დე­გებს და ვართ ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში. თუმ­ცა, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია იგი­ვე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის შე­დე­გად წარ­მო­შო­ბილ­მა სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხმა.

პარ­ტი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მო­ი­თხო­ვა და­ფი­ნან­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნებს გა­ყალ­ბე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბო­ი­კოტს აგ­რძე­ლებს. პარ­ტი­ებს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი და არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ, რისი გაც­ნო­ბაც შე­იძ­ლე­ბა მე­დია და სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში.

ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ დღეს, ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით, "ტეს­ლას" გა­თა­მა­შე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის რე­ა­ლუ­რი ბო­ი­კო­ტის იდე­ას­თან. სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის არ აღი­ა­რე­ბის და სა­პარ­ლა­მენ­ტო ბო­ი­კო­ტის პი­რო­ბებ­ში, რა­ტომ ვცნობთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს მხო­ლოდ იმ ნა­წილ­ში, რაც სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბას ეხე­ბა.

ბო­დიშს ვუხ­დით პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნებს და­ნა­პი­რე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბი­სათ­ვის და გპირ­დე­ბით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მოვა დრო, როცა ტეს­ლას ნაც­ვლად, ყვე­ლას მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გად­მოგ­ცემთ" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ცეს­კოს სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა­ზე წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით ცხრა პარ­ტი­ამ მი­მარ­თა. ხუთ პარ­ტი­ას კი, რო­მელ­საც 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბა ეკუთ­ვნის, ცეს­კო­ში გა­ნა­ცხა­დი არ შე­უ­ტა­ნია. ცეს­კო­სათ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად არ მი­უ­მარ­თავს: “პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს“, “ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას“, “მო­ქა­ლა­ქე­ებს“, “გირჩსა“ და “ლე­ლოს“.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
176

ამისი ამომრჩეველი ნამდვილად ადასტურებს რომ ფსიქიატრიულშია დასაწვენი.

Jo
149

ჯერ არ შესულან პარლამენტში და უკვე გადააგდეს ამომრჩეველი, მერე რაღას იზამენ, იდეებო მომწონს ამათი, მაგრამ როგორც ადამიანები არასანდოები და მაიმუნები არიან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

"ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას ვგეგმავდით" - "გირჩის" განცხადება

"გირჩი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ბიუჯეტიდან მიღებული ფულით არჩევნებზე ნამყოფი ადამიანებს შორის "ტესლას" მანქანების გათამაშებას გეგმავდნენ.

თუმცა მათი განმარტებით, თანხის მიღება ბოიკოტის იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ "პროექტში მონაწილე ადამიანებს" ბოდიშს უხდიან.

"ქართული ოცნების საკამათოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად, გირჩს ბიუჯეტიდან შეუძლია მიიღოს სამ მილიონ ლარზე მეტი ფული.

ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის "ტესლას" ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს.

არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში შესვლის უფლება მიიღო რვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამ მომენტისთვის, არავინ არ ვაღიარებთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იგივე საარჩევნო პროცესის შედეგად წარმოშობილმა საბიუჯეტო დაფინანსების უფლების გამოყენების საკითხმა.

პარტიების უმრავლესობამ მოითხოვა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ ბოიკოტს აგრძელებს. პარტიებს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები აქვთ, რისი გაცნობაც შეიძლება მედია და სოციალურ სივრცეში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, "ტესლას" გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება.

ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ტესლას ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია. ცესკოსათვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში