მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, მუცელზე წოლა აუცილებელი პროცედურაა" - გივი თარგამაძე, რომელმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანა, საზოგადოებას გამოცდილებას უზიარებს
"ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, მუცელზე წოლა აუცილებელი პროცედურაა" - გივი თარგამაძე, რომელმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანა, საზოგადოებას გამოცდილებას უზიარებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს. რო­გორც ამ­ბობს, მის შემ­თხვე­ვა­ში კო­ვიდ-19-მა ფილ­ტვე­ბის 75% და­ა­ზი­ა­ნა და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და.

"ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა პნევ­მო­ნი­ით დამ­ძი­მე­ბუ­ლი, 75%-თ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფილ­ტვით კო­ვი­დი­დან ცო­ცხლად გა­მოს­ვლის, დარ­ჩე­ნი­ლი 25%-თ ამო­ქაჩ­ვის შე­სა­ხებ. მო­პო­ვე­ბუ­ლია ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის კო­ვი­დცენ­ტრში ექიმ ლე­ვან ბე­სე­ლი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მისი გუნ­დის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლიმ­ყი­სი­ე­რი აგ­რე­სი­უ­ლი გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას:

1. სი­პა­პი, ანუ, კოშ­მა­რი გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვი ეგ­ზე­კუ­ცია, რო­მე­ლიც გშვე­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად. ცხვირ­პირ­ზე გა­დე­ბენ ჟანგბა­დის ნი­ღაბს. მაგ­რამ, აქ მთა­ვა­რია, ნი­ღა­ბი გე­დოს სრუ­ლად ჰერ­მე­ტუ­ლად, ჟანგბა­დი ცხვი­რამ­დე გზა­ზე არ­სა­ი­დან იპა­რე­ბო­დეს და სრუ­ლად ხვდე­ბო­დეს ტრა­ქე­ა­ში. ამი­ტომ, კოს­მო­ნავ­ტებს სკა­ფან­დრის ჩაც­მი­სას ფეხს რომ ახ­მა­რენ მო­ქაჩ­ვი­სას, აი მასე გი­ფიქ­სი­რე­ბენ ნი­ღაბს უკი­დუ­რე­სად მო­ქა­ჩუ­ლი ელას­ტი­უ­რი ბინ­ტით, ცხვი­რი კეხ­ზე ორად გე­ყო­ფა და იწყებს ტკი­ვი­ლის გე­ნე­რი­რე­ბას.

ამ დროს უშ­ვე­ბენ ჟანგბადს ძალ­ზედ მა­ღალ წნე­ვა­ზე. მთა­ვა­რია, უც­ბათ მო­ახ­დი­ნო სუნ­თქვის ჰარ­მო­ნი­ზა­ცია, ჩა­მო­ე­კი­დო ჟანგბა­დის მო­წო­დე­ბის ტემპს და ოდ­ნავ მა­ინც შე­იმ­ცი­რო სრუ­ლი კოშ­მა­რის შეგ­რძნე­ბა. სი­პა­პი, რო­გორც წესი, 5-6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბოლო ორი სა­ა­თი უბ­რა­ლოდ ცოდ­ვის ტი­რი­ლია. გგო­ნია, რომ ცხვირ­მა წა­ი­ღო მთე­ლი სახე, სა­ხემ - თავი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გტკი­ვა ერთ გრძელ ვერ­ცხლის­ფერ, და­ჭი­მულ, თვალ­ში გარ­ჭო­ბილ სხი­ვად. გტკი­ვა თავ­ზარ­და­ცე­მით - ასეც შე­იძ­ლე­ბა თქმა. სი­პა­პი­დან გა­მოს­ვლა ახა­ლი წე­ლია. აი ამ კოშ­მა­რის ყვე­ლა ჯე­რის შემ­დეგ ხვდე­ბი, რომ შენი ფილ­ტვე­ბი მოძ­ლი­ერ­და და ამას სა­ტუ­რა­ცი­ის დო­ნეც გი­დას­ტუ­რებს. ამი­ტო­მაც, მორ­ჩი­ლად მი­დი­ხარ შემ­დეგ და­კოშ­მა­რე­ბის ჯერ­ზე.

2. მუ­ცელ­ზე წოლა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც, მთლად სი­პა­პი არაა, მაგ­რამ არ­ცთუ მარ­ტი­ვი სა­ტან­ჯვე­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სქე­ლი ხალ­ხის­თვის. ისიც გრძელ­დე­ბა 5-6 სა­ა­თი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­წყის ბრუნ­ზე კი­დუ­რე­ბის და კი­დევ უფრო, სა­ხის ისეთ­ნა­ი­რად შე­ჩურ­თვა სა­პი­რის­პი­რო ზე­და­პირ­ში - ბა­ლი­ში, ლო­გი­ნი ზო­გა­დად - რომ გა­გი­ქა­ჩოს გა­უნ­ძრევ­ლად რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს. ხში­რი თა­ვის წა­მო­წე­ვა, ან, ზო­გა­დად, აქ­ტი­უ­რო­ბა იმის გა­სა­გე­ბად, რამ­დე­ნი დრო დაგ­ჩათ პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე, ამო­გაგ­დებთ პირ­ვე­ლი პო­ზი­ცი­ი­დან და მთელს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აუ­ტა­ნელს გახ­დის. ამი­ტომ, სჯობს, მორ­ჩი­ლად და­ე­ლო­დოთ ექთ­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ დროა ზურ­გზე გად­მობ­რუ­ნე­ბის. აქაც გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ტა­ნე­ლია ბოლო ორი სა­ა­თი. ჯერ წელი, შემ­დეგ ზურ­გი ზო­გა­დად და გან­სა­კუთ­რე­ბით კი­სე­რი ზეტ­კი­ვი­ლებ­ზე გა­დის. ზურ­გზე გად­მობ­რუ­ნე­ბა დიდი შვე­ბაა მხო­ლოდ მა­ნამ, სა­ნამ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ აი მო­ვი­და ისევ სი­პა­პი....

3. რო­დე­საც სი­პა­პი თა­ვი­სას იზამს, იწყე­ბა შენი ჯერი თვით­გა­დარ­ჩე­ნის პრო­ცეს­ში გა­დამ­წყვე­ტი ინი­ცი­ა­ტი­ვის აღე­ბი­სა - ბუშ­ტე­ბის ბერ­ვა. ყვე­ლა შენს მიერ გა­ბე­რი­ლი ბუშ­ტი შენს ჯან­ში მი­დის ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ამ­დე­ნად, სენ­ტენ­ცია спасение утопающих дело рук самих утопающих აქ სრუ­ლა­დაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ეს უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო და და­ი­წყო აკ­რეფ­ვა. მი­ზა­ნი და­ი­სა­ხო და მი­აღ­წიო რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში. მე­ცხრე დღეა დღე­ში 200 ბუშტს ვბე­რავ. ანუ, ხვალ უკვე მთე­ლი დი­რი­ჟაბ­ლი, ორი ათა­სი ბუშ­ტი მექ­ნე­ბა გა­ბე­რი­ლი, რის გა­მო­მა­ჯან­მრთე­ლე­ბელ ეფექტს მუდ­მი­ვად ვგრძნომ სა­კუ­თე­რი ორ­გა­ნიზ­მით. მოკ­ლედ, პნევ­მო­ნი­ით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი კო­ვი­დი ნამ­დვი­ლი ურჩხუ­ლია. მას­თან ბრძო­ლა არის მკაც­რად სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა. ურჩხუ­ლი ოდ­ნავ მო­დუ­ნე­ბა­საც არ გა­პა­ტი­ებს, გა­დაგყლა­პავს.

ბრძო­ლის მთელს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას შენს თვალ­სა­წი­ერ­ში არის ცხე­და­რი. დიაღ. 14 დღე­ში - 11. კარ­გი შე­დე­გია, მი­ნი­მა­ლუ­რი. კარ­გი, რად­გან 5 - კიბო. და­ნარ­ჩე­ნე­ბი - თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ქრო­ნი­კა. შან­სი - 0. არა­და გყავს თით­ქმის უშან­სო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დარ­ჩნენ. ხოდა, კარ­გი შე­დე­გია. არ ტე­ხავს თქმა. მო­სუ­ლა. და ისი­ნი შენ მა­ინც გეხ­მა­რე­ბი­ან. გაჩ­ვე­ნე­ბენ, თუ ერთ წამს მო­ა­დუ­ნე ბრძო­ლა, რა სის­წრა­ფით სად აღ­მოჩ­ნდე­ბი. თუ CO-თი მო­წამ­ვლა ერ­თგვა­რად თეთრ-ცის­ფე­რი ცივი ჯო­ჯო­ხე­თია, კო­ვი­დი - ცე­ცხლო­ვა­ნია, ალის­ფე­რი, ღაჟღა­ჟა, ძალ­ზე მკვეთ­რი, ღია სუ­რა­თია სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლი­სა და ამი­ტომ, უნდა იბ­რძო­ლო მუდ­მი­ვად, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნო და დამ­ხმა­რე­ებ­თან ერ­თად თა­ვად გა­მო­იბ­რძო­ლო შენი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა. ჩემ­თვის ამის მტკი­ცე­ბა აღარ გინ­დათ. მე ვიცი, რომ ასეა. მე ვიცი" - წერს თარ­გა­მა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათიანათია
390

შენ თვითონ რატომ იქცეოდი ურჩხულივით,სულს ამოგხდითო, ქართველებს რომ ემუქრებოდი, იმედია კოვიდმა ცოტა დაგაფიქრა 

კოვიდი
259

ვის აინტერესებს შენი ბოდვები იქნებ მიხვდე არც სხვისთვის არის სულის ამოხდა ადვილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, მუცელზე წოლა აუცილებელი პროცედურაა" - გივი თარგამაძე, რომელმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანა, საზოგადოებას გამოცდილებას უზიარებს

"ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, მუცელზე წოლა აუცილებელი პროცედურაა" - გივი თარგამაძე, რომელმაც ვირუსი მძიმედ გადაიტანა, საზოგადოებას გამოცდილებას უზიარებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე, რომელმაც კორონავირუსი მძიმედ გადაიტანა, საზოგადოებას გამოცდილებას უზიარებს. როგორც ამბობს, მის შემთხვევაში კოვიდ-19-მა ფილტვების 75% დააზიანა და მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდა.

"ჩემი გამოცდილება პნევმონიით დამძიმებული, 75%-თ დაზიანებული ფილტვით კოვიდიდან ცოცხლად გამოსვლის, დარჩენილი 25%-თ ამოქაჩვის შესახებ. მოპოვებულია ალადაშვილის სახელობის კლინიკის კოვიდცენტრში ექიმ ლევან ბესელიას ხელმძღვანელობით მისი გუნდის მიერ განხორციელებულიმყისიერი აგრესიული გადარჩენის ოპერაციის მსვლელობისას:

1. სიპაპი, ანუ, კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია, რომელიც გშველის ყველაზე ეფექტურად. ცხვირპირზე გადებენ ჟანგბადის ნიღაბს. მაგრამ, აქ მთავარია, ნიღაბი გედოს სრულად ჰერმეტულად, ჟანგბადი ცხვირამდე გზაზე არსაიდან იპარებოდეს და სრულად ხვდებოდეს ტრაქეაში. ამიტომ, კოსმონავტებს სკაფანდრის ჩაცმისას ფეხს რომ ახმარენ მოქაჩვისას, აი მასე გიფიქსირებენ ნიღაბს უკიდურესად მოქაჩული ელასტიური ბინტით, ცხვირი კეხზე ორად გეყოფა და იწყებს ტკივილის გენერირებას.

ამ დროს უშვებენ ჟანგბადს ძალზედ მაღალ წნევაზე. მთავარია, უცბათ მოახდინო სუნთქვის ჰარმონიზაცია, ჩამოეკიდო ჟანგბადის მოწოდების ტემპს და ოდნავ მაინც შეიმცირო სრული კოშმარის შეგრძნება. სიპაპი, როგორც წესი, 5-6 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო ორი საათი უბრალოდ ცოდვის ტირილია. გგონია, რომ ცხვირმა წაიღო მთელი სახე, სახემ - თავი და ეს ყველაფერი ერთად გტკივა ერთ გრძელ ვერცხლისფერ, დაჭიმულ, თვალში გარჭობილ სხივად. გტკივა თავზარდაცემით - ასეც შეიძლება თქმა. სიპაპიდან გამოსვლა ახალი წელია. აი ამ კოშმარის ყველა ჯერის შემდეგ ხვდები, რომ შენი ფილტვები მოძლიერდა და ამას სატურაციის დონეც გიდასტურებს. ამიტომაც, მორჩილად მიდიხარ შემდეგ დაკოშმარების ჯერზე.

2. მუცელზე წოლა. აუცილებელი პროცედურა, რომელიც, მთლად სიპაპი არაა, მაგრამ არცთუ მარტივი სატანჯველია. განსაკუთრებით, რასაკვირველია, სქელი ხალხისთვის. ისიც გრძელდება 5-6 საათი. მნიშვნელოვანია საწყის ბრუნზე კიდურების და კიდევ უფრო, სახის ისეთნაირად შეჩურთვა საპირისპირო ზედაპირში - ბალიში, ლოგინი ზოგადად - რომ გაგიქაჩოს გაუნძრევლად რაც შეიძლება დიდხანს. ხშირი თავის წამოწევა, ან, ზოგადად, აქტიურობა იმის გასაგებად, რამდენი დრო დაგჩათ პროცედურის დასრულებამდე, ამოგაგდებთ პირველი პოზიციიდან და მთელს მიმდინარეობას აუტანელს გახდის. ამიტომ, სჯობს, მორჩილად დაელოდოთ ექთნის ინფორმაციას, რომ დროა ზურგზე გადმობრუნების. აქაც განსაკუთრებით აუტანელია ბოლო ორი საათი. ჯერ წელი, შემდეგ ზურგი ზოგადად და განსაკუთრებით კისერი ზეტკივილებზე გადის. ზურგზე გადმობრუნება დიდი შვებაა მხოლოდ მანამ, სანამ გააცნობიერებ, რომ აი მოვიდა ისევ სიპაპი....

3. როდესაც სიპაპი თავისას იზამს, იწყება შენი ჯერი თვითგადარჩენის პროცესში გადამწყვეტი ინიციატივის აღებისა - ბუშტების ბერვა. ყველა შენს მიერ გაბერილი ბუშტი შენს ჯანში მიდის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამდენად, სენტენცია спасение утопающих дело рук самих утопающих აქ სრულადაა გამართლებული. ეს უნდა გააცნობიერო და დაიწყო აკრეფვა. მიზანი დაისახო და მიაღწიო რამოდენიმე დღეში. მეცხრე დღეა დღეში 200 ბუშტს ვბერავ. ანუ, ხვალ უკვე მთელი დირიჟაბლი, ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, რის გამომაჯანმრთელებელ ეფექტს მუდმივად ვგრძნომ საკუთერი ორგანიზმით. მოკლედ, პნევმონიით გართულებული კოვიდი ნამდვილი ურჩხულია. მასთან ბრძოლა არის მკაცრად სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. ურჩხული ოდნავ მოდუნებასაც არ გაპატიებს, გადაგყლაპავს.

ბრძოლის მთელს მიმდინარეობისას შენს თვალსაწიერში არის ცხედარი. დიაღ. 14 დღეში - 11. კარგი შედეგია, მინიმალური. კარგი, რადგან 5 - კიბო. დანარჩენები - თანხმლები დაავადებები. ქრონიკა. შანსი - 0. არადა გყავს თითქმის უშანსოები, რომლებიც გადარჩნენ. ხოდა, კარგი შედეგია. არ ტეხავს თქმა. მოსულა. და ისინი შენ მაინც გეხმარებიან. გაჩვენებენ, თუ ერთ წამს მოადუნე ბრძოლა, რა სისწრაფით სად აღმოჩნდები. თუ CO-თი მოწამვლა ერთგვარად თეთრ-ცისფერი ცივი ჯოჯოხეთია, კოვიდი - ცეცხლოვანია, ალისფერი, ღაჟღაჟა, ძალზე მკვეთრი, ღია სურათია სიცოცხლისთვის ბრძოლისა და ამიტომ, უნდა იბრძოლო მუდმივად, ყველა შესაძლებლობა გამოიყენო და დამხმარეებთან ერთად თავად გამოიბრძოლო შენი სიცოცხლის გადარჩენა. ჩემთვის ამის მტკიცება აღარ გინდათ. მე ვიცი, რომ ასეა. მე ვიცი" - წერს თარგამაძე.

"ბუაძეების ოჯახში ისეთი ტრაგედიაა, სიტყვით ვერ აღწერ... გიორგიმ კოვიდი დაამარცხა და თრომბით გარდაიცვალა" - რას წერს ყოფილი დეპუტატი?

"სისხლში იმუნოგლობულინ G-ს არსებობა რეინფექციის რისკს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ამცირებს" - რას წერს ზურაბ გურული ახალი კვლევის შესახებ?

"სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე... ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს ვემშვიდობები დიდი ტკივილით" - რას წერს ლევან რატიანი