პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი
"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

დღეს, შუ­ა­დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე მცხე­თას­თან ავა­რი­ას სამი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ბელა გე­გუ­ჩა­ძე, მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და მაკა შუ­ბი­თი­ძე. მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი სამი მგზავ­რი­დან არ­ცერ­თი არ გა­დარ­ჩა.

ბელა გე­გუ­ჩა­ძე მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ექთ­ნად მუ­შა­ობ­და, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი კო­ვი­დცენ­ტრში იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

რო­გორც მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი გვიყ­ვე­ბა, სა­ჭეს თა­ვად ბელა მარ­თავ­და. მან­ქა­ნა ჯერ ბორ­დი­ურს და­ე­ჯა­ხა და შემ­დეგ მტკვარ­ში გა­და­ვარ­და.

"ბე­ლას სამი შვი­ლი დარ­ჩა, მა­რი­ამს ორი და მა­კას ასე­ვე სამი...რვა ბავ­შვი და­ობ­ლდა" - გვიყ­ვე­ბა ბელა გე­გუ­ჩა­ძის ახ­ლო­ბე­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოს­ტებს წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" მათი მე­გობ­რე­ბი:

"ბელა, რო­გორ ძა­ლინ მე­ნა­ნე­ბი, რო­გორ ძა­ლი­ან გან­ვიც­დი და მო­მიკ­ვდა გული ასე­თი ლა­მა­ზი, კე­თი­ლი ახალ­გაზ­რდა. შენ ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­დი, ძა­ლი­ან მი­ჭირს წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტე გული, ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი ლა­მა­ზი სული. შენ ოჯახს დიდ გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ ამ დიდი ტკი­ვი­ლის გა­და­სა­ტა­ნად“

"ნა­თელ­ში იყ­ვეს თქვე­ნი სუ­ლე­ბი გო­გო­ე­ბო, ბელა გე­გუ­ჩა­ძე, მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და მაკა შუ­ბი­თი­ძე. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს . ახ­ლობ­ლებს".

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა, მო­ახ­დი­ნა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა.

"ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო 15 მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლი, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. მყვინ­თა­ვე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ვიდ­ნენ 30 მეტ­რის სიღ­რმის ხევ­ში და და­ი­წყეს სა­მაშ­ვე­ლო- სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, დრო­ნის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­და მდი­ნა­რის ხე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. მყვინ­თა­ვი - მაშ­ვე­ლე­ბის უწყვე­ტი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მა­ლე­ვე მო­ხერ­ხდა სა­მი­ვე ცხედ­რის პოვ­ნა და ამოს­ვე­ნე­ბა" - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
17

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს ღმერთმა გაანათლოთ

ადამიანი
5

ყველას! --- დაიცავით მოძრაობის და უსაფრთხოების წესები!!!!!!!!! სამძიმარი და ხატების დაკიდება სარკეზე არ შველის საქმეს! დაიცავით წესებიიი!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

"რვა ბავშვი დაობლდა... გამძლეობას ვუსურვებთ ამ ტკივილის გადასატანად" - მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალი შეეწირა, მათგან ერთი ექთანი

დღეს, შუადღეს, დაახლოებით 15:00 საათზე მცხეთასთან ავარიას სამი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილები არიან ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. მანქანაში მჯდომი სამი მგზავრიდან არცერთი არ გადარჩა.

ბელა გეგუჩაძე მცხეთის სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი კოვიდცენტრში იყო განაწილებული.

როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, საჭეს თავად ბელა მართავდა. მანქანა ჯერ ბორდიურს დაეჯახა და შემდეგ მტკვარში გადავარდა.

"ბელას სამი შვილი დარჩა, მარიამს ორი და მაკას ასევე სამი...რვა ბავშვი დაობლდა" - გვიყვება ბელა გეგუჩაძის ახლობელი.

გარდაცვლილების შესახებ ემოციურ პოსტებს წერენ "ფეისბუქზე" მათი მეგობრები:

"ბელა, როგორ ძალინ მენანები, როგორ ძალიან განვიცდი და მომიკვდა გული ასეთი ლამაზი, კეთილი ახალგაზრდა. შენ ამას არ იმსახურებდი, ძალიან მიჭირს წარსულში საუბარი. ძალიან დამწყვიტე გული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. შენ ოჯახს დიდ გამძლეობას ვუსურვებ ამ დიდი ტკივილის გადასატანად“

"ნათელში იყვეს თქვენი სულები გოგოებო, ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. ვუსამძიმრებ ოჯახს . ახლობლებს".

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, მომხდარზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მოახდინა სწრაფი რეაგირება.

"ადგილზე მობილიზებული იყო 15 მეხანძრე- მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი. მყვინთავები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ 30 მეტრის სიღრმის ხევში და დაიწყეს სამაშველო- საძიებო სამუშაოები.

პარალელურად, დრონის მეშვეობით ხდებოდა მდინარის ხეობის მონიტორინგი. მყვინთავი - მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მალევე მოხერხდა სამივე ცხედრის პოვნა და ამოსვენება" - აცხადებენ უწყებაში.

საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა