ავტორი:

"სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, რომ საჭიროებისამებრ მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ" - პატრიარქის მიმართვა საშობაო მარხვასთან დაკავშირებით

"სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, რომ საჭიროებისამებრ მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ" - პატრიარქის მიმართვა საშობაო მარხვასთან დაკავშირებით

ხვალ, 28 ნოემბერს, საშობაო მარხვა იწყება, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. აღნიშულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ პატრიარქის მიმართვა გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ მარხვის პერიოდში სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, მრევლს რძის ნაწარმის გამოყენების ნება მისცენ.

"ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს.

ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად.

ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!" - ნათქვამია მიმართვაში.

რა ვითარებაა ბათუმში? - ფიტნეს ცენტრ "რეფორმერში" თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ: "ვრჩებით აქ, იქამდე, ვიდრე ნორმალურ რეგულაციებს არ მიიღებენ"

"იქ დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის...ვიმუშავებ ანაზღაურების გარეშე" - ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა მზადაა კლინიკაში ექთნის დამხმარედ იმუშაოს

"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ