მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?
"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

სომ­ხეთ­ში, გი­უმ­რის ბა­ზა­ზე, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კი­დევ ერთი სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტო­რი იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ის ბა­ზის ნა­წილ­ზე, მის დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ­ში იყო მოკ­ლუ­ლი.

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რივ­მა სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ამ, გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად და­ი­წყო. უწყე­ბის ცნო­ბით, "გარ­დაც­ვლილ სამ­ხედ­როს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ აქვს".

თუმ­ცა, ამის არ სჯე­რათ ად­გი­ლობ­რი­ვებს. მა­თი­ვე თქმით, სამ­ხედ­რო პირი ან მოკ­ლეს, ან თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, რად­გან მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ბა­ზა­ზე არა­ერ­თია.

მათი ცნო­ბით, გი­უმ­რის ბა­ზა­ზე მყოფ რუს სამ­ხედ­რო­ებს უმ­ძი­მეს პი­რო­ბე­ში უწევთ ყოფ­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს - შიმ­შილს, სი­ცი­ვეს, ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ას, სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვებს, რაც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბით სრულ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლი, ვინც ბა­ზა­ზე მუ­შა­ობს, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, სამ­ხედ­რო­ებს შო­რის მუდ­მივ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც წლე­ბია არ იც­ვლე­ბა.

რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ზოგ­ჯერ ბა­ზა­ზე სრო­ლე­ბიც ის­მის, შემ­დეგ კი საქ­მე­ში სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტი ერე­ვა.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კი­დევ ერთი მოკ­ლუ­ლი რუსი სამ­ხედ­რო იპო­ვეს აფხა­ზეთ­ში... რა­ტომ­ღაც მათ ყველ­გან კლა­ვენ... არა­და, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი არი­ან, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ სტა­ტუ­სით შე­მო­დი­ან..." - წერს სერ­გი სა­ჟი­ნი.

"ამ ბა­ზა­ზე, სულ ასე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა, ან კლა­ვენ ან თავს იკ­ლა­ვენ... ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა კი არ არის, ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ არც კი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, თუ მე­დი­ამ ან ოჯახ­მა არ ატეხ­ვა ხმა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. სა­დღაც კამ­ჩატ­კი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ჯა­რის­კა­ცი შე­იძ­ლე­ბა ცე­მით მოკ­ლან, იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცის ბრძა­ნე­ბა არ შე­ას­რუ­ლა - ფული, სი­გა­რე­ტი ან და­სა­ლე­ვი ვერ იშო­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, მას სჯი­ან... ასე რომ, შე­საძ­ლოა, ახლა 36 წლის სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტო­რის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად COVID-19 გა­მო­ა­ცხა­დონ. ვიცი, რომ ამ ინ­ფი­ცი­რე­ბის მხრივ ბა­ზა­ზე მძი­მე ვი­თა­რე­ბაა..." - ამ­ბობს AMBEBI.GE - სთან სა­უ­ბარ­ში ერევ­ნე­ლი ჰა­რეტ ქო­ჩა­რი­ა­ნი, რომ­ლის თქმი­თაც, გი­უმ­რის მო­სახ­ლე­ო­ბა შეჩ­ვე­უ­ლია ქუ­ჩა­ში მო­წან­წა­ლე რუს სამ­ხედ­რო­ებს, რომ­ლე­ბიც ხან რას ითხო­ვენ, ხან რას...

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც სომ­ხეთ­ში არ­სე­ბულ 102 სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე რუსი სამ­ხედ­რო გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში, ამა­ვე ბა­ზა­ზე 20 წლის რუსი სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტო­რის ცხე­და­რი იპო­ვეს, რო­მელ­საც თან ჰქონ­და წე­რი­ლი. მა­შინ საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით აღიძ­რა. სომ­ხეთ­ში, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მი­მართ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბიც არა­ერ­თხელ გა­მოვ­ლინ­და.

2018 წელს, ბა­ზის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი, 57 წლის გი­უმ­რე­ლი, ჯუ­ლი­ე­ტა გუ­კა­სი­ა­ნი, რუს­მა სამ­ხედ­რომ სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ფაქ­ტზე, სო­მეხ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რუსი სამ­ხედ­რო და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სეთს გა­დას­ცეს.

უფრო ადრე, 2015 წელს, რუსი ჯა­რის­კა­ცი ვა­ლე­რი პერ­მი­ა­კო­ვი, გი­უმ­რი­ში, გამ­თე­ნი­ას ავე­ტი­სი­ა­ნი­ე­ბის ოჯახ­ში შე­ვარ­და და ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, ოჯა­ხის შვი­დი წევ­რი ამო­ხო­ცა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ში­ნაც ითხოვ­და, რომ პერ­მი­ა­კო­ვი სომ­ხეთ­ში გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ, თუმ­ცა, ის რუ­სეთს გა­დას­ცეს, რა­საც ქა­ლაქ­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მოჰ­ყვა - ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა ქვეყ­ნი­დან რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნას ითხოვ­და, ეს მო­თხოვ­ნა სომ­ხეთ­ში პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამ ეტაპ­ზე ეს მო­თხოვ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით უსუ­სუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. 2013 წელს გი­უმ­რის სა­ტან­კო პო­ლი­გონ­ზე, მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლის სამი მკვიდ­რი ნაღ­მზე აფეთ­ქდა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, "ად­გი­ლობ­რივ­მა მამა-შვილ­მა, მი­წა­ში ჩაფ­ლუ­ლი რა­ღაც მე­ტა­ლის ნივ­თი იპო­ვეს, რისი ამო­თხრაც და­ი­წყეს, რა დრო­საც აფეთ­ქდა და სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა...".

უფრო ადრე, 2003 წელს, გი­უმ­რის ბა­ზა­ზე, რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ვარ­და, ორ­მხრი­ვი ცე­ცხლის შემ­დეგ, მათი ად­გილ­ზე ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და.

ერიჰაა
11

ვაა ეს რა ჭირი სჭირს ამბები გე ს. რუსული სტატიების თარგმნა და დადება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

სომხეთში, გიუმრის ბაზაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი სამხედრო კონტრაქტორი იპოვეს გარდაცვლილი. რუსული გამოცემების ცნობით, ის ბაზის ნაწილზე, მის დროებით საცხოვრებელში იყო მოკლული.

რუსეთის სამხედრო ბაზაზე არსებული კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივმა სამხედრო კომისიამ, გამოძიება სამართალდამცველებთან ერთად დაიწყო. უწყების ცნობით, "გარდაცვლილ სამხედროს ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აქვს".

თუმცა, ამის არ სჯერათ ადგილობრივებს. მათივე თქმით, სამხედრო პირი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, რადგან მსგავსი შემთხვევები ბაზაზე არაერთია.

მათი ცნობით, გიუმრის ბაზაზე მყოფ რუს სამხედროებს უმძიმეს პირობეში უწევთ ყოფნა, რაც გულისხმობს - შიმშილს, სიცივეს, ანტისანიტარიას, სისხლიან გარჩევებს, რაც ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება. ადგილობრივი პერსონალი, ვინც ბაზაზე მუშაობს, სამხედრო ნაწილებში არსებულ პრობლემებზე, სამხედროებს შორის მუდმივ დაპირისპირებაზე საუბრობს, რომელიც წლებია არ იცვლება.

როგორც ისინი ამბობენ, ზოგჯერ ბაზაზე სროლებიც ისმის, შემდეგ კი საქმეში სამხედრო კომისარიატი ერევა.

"რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი მოკლული რუსი სამხედრო იპოვეს აფხაზეთში... რატომღაც მათ ყველგან კლავენ... არადა, მშვიდობისმყოფელები არიან, ყოველ შემთხვევაში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ამ სტატუსით შემოდიან..." - წერს სერგი საჟინი.

"ამ ბაზაზე, სულ ასეთი ამბები ხდება, ან კლავენ ან თავს იკლავენ... ეს პირველი შემთხვევა კი არ არის, ზოგიერთი შემთხვევის შესახებ არც კი ხდება ცნობილი, თუ მედიამ ან ოჯახმა არ ატეხვა ხმაური სოციალურ ქსელებში. სადღაც კამჩატკიდან ჩამოყვანილი ჯარისკაცი შეიძლება ცემით მოკლან, იმიტომ, რომ ვიღაცის ბრძანება არ შეასრულა - ფული, სიგარეტი ან დასალევი ვერ იშოვა, შესაბამისად, მას სჯიან... ასე რომ, შესაძლოა, ახლა 36 წლის სამხედრო კონტრაქტორის სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ. ვიცი, რომ ამ ინფიცირების მხრივ ბაზაზე მძიმე ვითარებაა..." - ამბობს AMBEBI.GE - სთან საუბარში ერევნელი ჰარეტ ქოჩარიანი, რომლის თქმითაც, გიუმრის მოსახლეობა შეჩვეულია ქუჩაში მოწანწალე რუს სამხედროებს, რომლებიც ხან რას ითხოვენ, ხან რას...

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომხეთში არსებულ 102 სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედრო გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარე წლის ივლისში, ამავე ბაზაზე 20 წლის რუსი სამხედრო კონტრაქტორის ცხედარი იპოვეს, რომელსაც თან ჰქონდა წერილი. მაშინ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. სომხეთში, რუსი სამხედროების მხრიდან ადგილობრივების მიმართ ძალადობრივი ქმედებებიც არაერთხელ გამოვლინდა.

2018 წელს, ბაზის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, 57 წლის გიუმრელი, ჯულიეტა გუკასიანი, რუსმა სამხედრომ სასიკვდილოდ სცემა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ფაქტზე, სომეხმა სამართალდამცველებმა რუსი სამხედრო დააკავეს, რომელიც შემდეგ ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად, რუსეთს გადასცეს.

უფრო ადრე, 2015 წელს, რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, გიუმრიში, გამთენიას ავეტისიანიების ოჯახში შევარდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ოჯახის შვიდი წევრი ამოხოცა. ადგილობრივი მოსახლეობა მაშინაც ითხოვდა, რომ პერმიაკოვი სომხეთში გაესამართლებინათ, თუმცა, ის რუსეთს გადასცეს, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა - ქალაქის მოსახლეობა ქვეყნიდან რუსული ბაზების გაყვანას ითხოვდა, ეს მოთხოვნა სომხეთში პერიოდულად აქტიურდება.

ადგილობრივების თქმით, ამ ეტაპზე ეს მოთხოვნა განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება. 2013 წელს გიუმრის სატანკო პოლიგონზე, მიმდებარე სოფლის სამი მკვიდრი ნაღმზე აფეთქდა.

რუსული მედიის ცნობით, "ადგილობრივმა მამა-შვილმა, მიწაში ჩაფლული რაღაც მეტალის ნივთი იპოვეს, რისი ამოთხრაც დაიწყეს, რა დროსაც აფეთქდა და სამივე მათგანი დაიღუპა...".

უფრო ადრე, 2003 წელს, გიუმრის ბაზაზე, რამდენიმე შეიარაღებული ადგილობრივი შევარდა, ორმხრივი ცეცხლის შემდეგ, მათი ადგილზე ლიკვიდაცია მოხდა.

"თავს საშინლად ვგრძნობ...მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ" - რას ამბობს დიეგო მარადონას ექიმი, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს იძიებს - გაიცა მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი

საფრანგეთში აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს - რას აპროტესტებს ნახევარი მილიონი ადამიანი