სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირუსი პნევმონიით გამირთულდა, მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ... არასოდეს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი" -  რას წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქზე"
"ვირუსი პნევმონიით გამირთულდა, მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ... არასოდეს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი" -  რას წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქზე"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის თო­თხმეტ­დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ კლი­ნი­კას ტო­ვებს. რო­გორც ის ამ­ბობს, ვირუ­სი საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მა­ში გა­და­ი­ტა­ნა.

თარ­გა­მა­ძე გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მე­დო­კო­სებს მად­ლო­ბას უხ­დის.

"დღეს, ჩემი კო­ვი­და­ვად­მყო­ფო­ბის ოც­და­მე­ო­თხე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნის მე­თო­თხმე­ტე დღე-ღა­მეს დავ­ტო­ვე კლი­ნი­კა. დიახ, ამ ხვრელ­შიც მოვ­ხვდი, ცხრა­დღი­ა­ნი ორ­მო­ცგ­რა­დუ­სი­ა­ნი სი­ცხე­ე­ბის შემ­დგომ ვირუ­სი პნევ­მო­ნი­ით გა­მირ­თულ­და და ჩემი სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნე­ბის უკვე გა­ნუ­სა­ზღვრელ რი­ცხვს ერ­თიც მი­ვუ­მა­ტე. ერ­თიც, მაგ­რამ, ჭეშ­მა­რი­ტად, უმ­ძი­მე­სი და ძალ­ზედ ძვირ­ფა­სი.

ისევ გა­მი­მარ­თლა - და­სა­წო­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი მე­ო­რე დღის სა­ღა­მო­დაც ტყუ­ი­ლად ვე­ლო­დი ვა­რი­ანტს - ად­გი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ­სად არ იყო, მე კი მძი­მედ მივ­დი­ო­დი ბო­ლოს­კენ. უც­ბათ და­მი­რე­კა 112-ის ოჯა­ხის ექიმ­მა ნი­ნომ. მაგ­რად შეშ­ფოთ­და, სას­წრა­ფო გა­მო­ვაგ­ზავ­ნეო და სულ ხაზ­ზე იყა­ვი­თო, ძალ­ზედ მად­ლი­ე­რი ვარ მი­სიც და მის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სას­წრა­ფოს ორი გუ­ლის­ხმი­ე­რი გო­გო­ნა­სი.

გარ­კვე­უ­ლი ლო­დი­ნის შემ­დეგ სას­წრა­ფოს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში აი ამ­წამს გა­იხ­სნა კო­ვი­დცენ­ტრი, რო­მელ­შიც სულ მალე მოვხდი მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტად. იქ დამ­ხვდა ექი­მი ლე­ვან ბე­სე­ლია. უც­ბათ მი­თხრა - მენ­დე, გა­მომ­ყე­ვი ყვე­ლა­ფერ­ში, გა­და­გარ­ჩე­ნო - შე­ას­რუ­ლა კი­დეც. სხვებ­თა­ნაც შე­ას­რუ­ლებს. კა­ცია, ნაღ­დი ექი­მი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, სა­კუ­თარ საქ­მე­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის­თვის გა­აფ­თრე­ბით მებ­რძო­ლი. გუნ­დიც ასე­თი ჰყავს. სტა­ფი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ნოუ-ჰა­უ­თი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, არ ვი­ტყვი, რო­გო­რით, ესეც რომ არ ჩა­უ­შა­ლონ და ეს სა­ო­ცა­რი ჰარ­მო­ნია არ მო­უ­შა­ლონ მას - მის მარ­ჯვე­ნა ხელ ანი­კო­სა და 19-20 წლის სა­ო­ცა­რი, მონ­დო­მე­ბუ­ლი, გუ­ლა­დი, ერ­თმა­ნე­თის დამ­ხმა­რე, გამ­ტა­ნი, კონ­კუ­რე­ტუ­ნა­რი­ა­ნი, გუ­ლის­ხმი­ე­რი, თბი­ლი, თავ­და­დე­ბუ­ლი გო­გო­ბი­ჭე­ბის უმაგ­რეს გუნდს შო­რის. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ეს ხალ­ხი, ლე­ვა­ნის თა­მა­დო­ბით, მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, აი ახლა გა­დის კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბას.

კი­დევ ერთხელ - მე ბევ­რჯერ გა­და­მირ­ჩა სი­ცო­ცხლე - CO-თიც ვი­ყა­ვი გა­გუ­დუ­ლი, მაგ­რამ არას­დროს მყო­ლია გა­დარ­ჩე­ნი­სას ასე­თი მა­გა­რი გუნ­დი დამ­ხმა­რედ. თქვენ აწი მუდ­მი­ვად ხართ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მის გა­დამ­რჩე­ნე­ლე­ბად. აუ­ცი­ლებ­ლად გნა­ხავთ კომ­ბი­ნე­ზო­ნე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მათ მიღ­მა თი­თო­ე­ულ თქვენ­გან­ზე შექ­მნი­ლი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა ზედ­მი­წევ­ნით სწო­რი მაქვს და თქვე­ნი სა­ხე­ე­ბიც ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას ზუს­ტად მო­ერ­გე­ბა, ჩემო ერ­თი­ა­ნად კო­ვი­დი­ა­ნო კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­აფ­თრე­ბით მე­ბძო­ლო უგუნ­დე­სო გუნ­დო: ლე­ვან ბე­სე­ლია, ექი­მი, სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი. ანი­კო. დემე. თა­თია. ბესო. ან­ტო­ნი. მეკო. კახა. გი­ორ­გი. ნინი. ლაშა. თაკო. კოკი. ხა­ტია. ოთო. ერეკ­ლე. მარი. ზურა. მად­ლო­ბა! მად­ლო­ბა! მ ა დ ლ ო ბ ა ! ! !" - წერს თარ­გა­მა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
156

დღეს ერთეულებს ეხმარება ასეთი მაგარი გუნდი, საწყალი ხალხი კი იტანჯება და იღუპება. თარგამაძის ნაირი ქვეყნის გამყიდველები ღირსნი მაინც იყვნენ.

ლია
155

იმედია მიტინგობანას თამაშს შეწყვეტთ ,სხვისი სიცოცხლეც სიცოცხლეა,თუნდაც პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ვირუსი პნევმონიით გამირთულდა, მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ... არასოდეს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი" -  რას წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქზე"

"ვირუსი პნევმონიით გამირთულდა, მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ... არასოდეს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი" -  რას წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქზე"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე წერს, რომ კორონავირუსის თოთხმეტდღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკას ტოვებს. როგორც ის ამბობს, ვირუსი საკმაოდ მძიმე ფორმაში გადაიტანა.

თარგამაძე გაწეული სამსახურისთვის მედოკოსებს მადლობას უხდის.

"დღეს, ჩემი კოვიდავადმყოფობის ოცდამეოთხე, საავადმყოფოში ყოფნის მეთოთხმეტე დღე-ღამეს დავტოვე კლინიკა. დიახ, ამ ხვრელშიც მოვხვდი, ცხრადღიანი ორმოცგრადუსიანი სიცხეების შემდგომ ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადამრჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე. ერთიც, მაგრამ, ჭეშმარიტად, უმძიმესი და ძალზედ ძვირფასი.

ისევ გამიმართლა - დასაწოლად გამზადებული მეორე დღის საღამოდაც ტყუილად ველოდი ვარიანტს - ადგილი კატეგორიულად არსად არ იყო, მე კი მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ. უცბათ დამირეკა 112-ის ოჯახის ექიმმა ნინომ. მაგრად შეშფოთდა, სასწრაფო გამოვაგზავნეო და სულ ხაზზე იყავითო, ძალზედ მადლიერი ვარ მისიც და მის მიერ გამოგზავნილი სასწრაფოს ორი გულისხმიერი გოგონასი.

გარკვეული ლოდინის შემდეგ სასწრაფოს შეატყობინეს, რომ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში აი ამწამს გაიხსნა კოვიდცენტრი, რომელშიც სულ მალე მოვხდი მესამე პაციენტად. იქ დამხვდა ექიმი ლევან ბესელია. უცბათ მითხრა - მენდე, გამომყევი ყველაფერში, გადაგარჩენო - შეასრულა კიდეც. სხვებთანაც შეასრულებს. კაცია, ნაღდი ექიმი, პროფესიონალი, საკუთარ საქმეში შეყვარებული, თითოეული პაციენტის სიცოცხლისთვის გააფთრებით მებრძოლი. გუნდიც ასეთი ჰყავს. სტაფი, რომელიც საკუთარი ნოუ-ჰაუთი შეინარჩუნა, არ ვიტყვი, როგორით, ესეც რომ არ ჩაუშალონ და ეს საოცარი ჰარმონია არ მოუშალონ მას - მის მარჯვენა ხელ ანიკოსა და 19-20 წლის საოცარი, მონდომებული, გულადი, ერთმანეთის დამხმარე, გამტანი, კონკურეტუნარიანი, გულისხმიერი, თბილი, თავდადებული გოგობიჭების უმაგრეს გუნდს შორის. გაითვალისწინეთ, ეს ხალხი, ლევანის თამადობით, მუშაობის პერიოდში, აი ახლა გადის კოვიდინფიცირებას.

კიდევ ერთხელ - მე ბევრჯერ გადამირჩა სიცოცხლე - CO-თიც ვიყავი გაგუდული, მაგრამ არასდროს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი დამხმარედ. თქვენ აწი მუდმივად ხართ ჩემს ცხოვრებაში მის გადამრჩენელებად. აუცილებლად გნახავთ კომბინეზონების გარეშე, თუმცა, ვფიქრობ, მათ მიღმა თითოეულ თქვენგანზე შექმნილი პირადი შეხედულება ზედმიწევნით სწორი მაქვს და თქვენი სახეებიც ამ შეხედულებას ზუსტად მოერგება, ჩემო ერთიანად კოვიდიანო კოვიდის წინააღმდეგ გააფთრებით მებძოლო უგუნდესო გუნდო: ლევან ბესელია, ექიმი, სულისჩამდგმელი. ანიკო. დემე. თათია. ბესო. ანტონი. მეკო. კახა. გიორგი. ნინი. ლაშა. თაკო. კოკი. ხატია. ოთო. ერეკლე. მარი. ზურა. მადლობა! მადლობა! მ ა დ ლ ო ბ ა ! ! !" - წერს თარგამაძე.

"ცერცვაძის გამოჯანმრთელება ჩემთვის მისტერიულია... თუმცა "რემდესივირის" რეკლამას უკუეფექტი აქვს" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ