"იმედის კლინიკის" ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "იმედის კლინიკის" პრესსამსახურში განუცხადეს, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, ზაზა იმერლიშვილი, მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
"მძიმე პაციენტი იყო, დატვირთული ანამნეზი ჰქონდა. შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადება და ონკოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა", -აცხადებენ კლინიკაში.