ავტორი:

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე

რუსული ვაქცინის შემქმნელები აცხადებენ, რომ ინდური ფარმაცევტული კომპანია "ჰეტერო“, ყოველწლიურად, მათ მიერ შექმნილი ვაქცინის, "სპუტნიკ V“-ის 100 მილიონი დოზას წარმოებას გეგმავს.

"ჰეტერომ“, ინდოეთის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, მიიღო გადაწყვეტილება, მსოფლიოში კორონავირუსის პირველი რეგისტრირებული ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის, 100 დოზა აწარმოოს წელიწადში,“- აცხადებენ რუსეთის საინვესტიციო ფონდში.

მათივე ინფორმაციით, წარმოების დაწყება 2021 წლის დასაწყისში იგეგმება. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების შუალედურმა შედეგებმა „სპუტნიკ V“-ის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. მათივე ინფორმაციით, ვაქცინის 1 დოზის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 10 აშშ დოლარი იქნება.

იტალია კვლავ მკაცრ კარანტინში - ისევ დაკეტილი სკოლები, მაღაზიები, შეზღუდვა გადაადგილებაზე: "ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე"

"AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩეროთ" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

"თუ მშვიდად ძილი უნდათ, მყრალი სუნის გამოწვევისგან თავი შეიკავონ" - კიმ ჩენ ინის და აშშ-ს აფრთხილებს და რჩევას აძლევს