პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?
როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

რო­გორც COVID-19-ის, ისე სხვა სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, მე­დი­კო­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ჯან­სა­ღი კვე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტია. უჯრე­დი­სით გა­ჯე­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი მთე­ლი რიგი ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის წყა­როა, რაც იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

ბავ­შვებ­ში იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მშობ­ლე­ბის მხრი­დან ბევ­რი შე­კი­თხვა ის­მე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი იმ პა­სუ­ხამ­დე მივ­დი­ვართ, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბა და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბა ყვე­ლაფ­რის გა­სა­ღე­ბია.

ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ რა­ცი­ო­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბით შე­ვავ­სოთ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ხილ­სა დ ბოტ­სნე­ულ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბი უნდა მი­ი­ღოს ბავ­შვმა, რომ იმუ­ნი­ტე­ტი არ და­უ­სუს­ტდეს?

გთა­ვა­ზობთ მათ მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვალს:

ხილი და ბოსტნე­უ­ლი

რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტე­ბით ვიკ­ვე­ბოთ. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ციტ­რუ­სე­ბი, კივი, ბა­ნა­ნი, ვაშ­ლი, რომ­ლე­ბიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით C ვი­ტა­მინს, A და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს შე­ი­ცა­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოსტნე­ულს, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ტა­მი­ნე­ბის წყა­როა ის­პა­ნა­ხი, სტა­ფი­ლო, ბრო­კო­ლი, ხახ­ვი, ბრი­უ­სე­ლის კომ­ბოს­ტო, მწვა­ნე ბარ­და, ჯინ­ჯე­რი, წი­თე­ლი კომ­ბოს­ტო და სხვა.

ბავ­შვე­ბი ბოსტნე­უ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია, მათ­თვის მხი­ა­რუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი ავა­წყოთ ან თა­ვად ჩავ­რთოთ კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა­ში, რომ შემ­დეგ და­გე­მოვ­ნე­ბის ხა­ლი­სი გა­უჩ­ნდეთ.

ორა­გუ­ლი

ომე­გა-3 ადა­მი­ა­ნის გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას გა­ჯან­სა­ღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ბავ­შვე­ბის და­ბა­ლან­სე­ბულ კვე­ბა­ში ისიც საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

რო­გორც ომე­გა-3-ის, ისე B ვი­ტა­მი­ნის, ფოს­ფო­რის და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­ღე­ბა ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამ სა­ხე­ო­ბის ორა­გულს უწე­ვენ ექი­მე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად რე­კო­მენ­და­ცი­ას. სა­სურ­ვე­ლია, ოკე­ა­ნის ორა­გუ­ლი კვი­რა­ში 1-2-ჯერ მი­ვირ­თვათ რო­გორც ბავ­შვებ­მა, ისე მოზ­რდი­ლებ­მა (თუ ექი­მის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ გვაქვს), რათა მის­გან შე­სა­ბა­მი­სი სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ.ორა­გუ­ლის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს შო­რის არის სის­ხლის და­თხე­ლე­ბის უნა­რიც, რაც თა­ვის მხრივ, თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნას უშ­ლის ხელს. გარ­და ამი­სა, თევ­ზის ქონი აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში სა­ხი­ფა­თო ცხი­მე­ბის­დო­ნეს და ზრდის კარ­გი ქო­ლერ­ტე­რი­ნის დო­ნეს.

ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნეს“ შე­მო­აქვს. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­გვი­მარ­ტეს, იმი­სათ­ვის რომ ამ პრო­დუქ­ტის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ აუ­ცი­ლე­ბე­ლია თევ­ზი შე­სა­ბა­მის გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში იყოს გაზ­რდი­ლი. კერ­ძოდ კი, მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ე­თის ცივ, თა­ვი­სუ­ფალ წყლებ­ში გაზ­რდი­ლი ორა­გუ­ლი­აყ­ვე­ლა­ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი.

„100 გრა­მი ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი სა­შუ­ა­ლოდ, 201 კა­ლო­რი­ას შე­ი­ცავს, ამი­ტომ ჯან­სა­ღად კვე­ბის დროს ის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია. ორა­გუ­ლი - ეს მენ­დე­ლე­ე­ვის ტა­ბუ­ლაა ერთ პრო­დუქ­ტში, რო­მე­ლიც მდი­და­რია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო ელე­მენ­ტე­ბით. ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ, რო­გორც ფი­ლეს სა­ხით ასე­ვე სა­სუფ­რედ დაჭ­რი­ლი შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ორი­ვე მათ­გა­ნი ინარ­ჩუ­ნებს ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა­სა და იმ ვი­ტა­მი­ნებს, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მმა აუ­ცი­ლე­ლად უნდა მი­ი­ღოს“, - აღ­ნიშ­ნავს „ოკე­ა­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ოკე­ა­ნის ორა­გუ­ლი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად არის გაზ­რდი­ლი და არა წყალ­სა­ცავ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა. ის პრო­ტე­ი­ნე­ბის წყა­როა და რო­გორც ბავ­შვი­სა­სე­ვე მოზ­რდი­ლე­ბის იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს.

ნი­გო­ზი

ნი­გო­ზი, რომ­ლის გე­მოც ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბას უყ­ვარს, სა­სარ­გებ­ლო ცხი­მებს შე­ი­ცავს და ომე­გა-3--ის მდი­დარ წყა­როს წარ­მო­ად­გენს. ის ასე­ვე შე­ი­ცავს ბი­ო­ტინს, მან­გა­ნუმს, ვი­ტა­მინ E-ს, B6-სა და სხვა ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს.

ნი­გო­ზი მდი­და­რია ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით, ამ­ცი­რებს ან­თე­ბას, ხელს უწყობს ნაწ­ლა­ვე­ბის სი­ჯან­სა­ღეს, ამ­ცი­რებს მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტის რის­კებს და სის­ხლის წნე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

ასე­ვე, ნი­გო­ზი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტვი­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას­თან. ცხა­დია, ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი პრო­დუქ­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბა­საც უშ­ლის ხელს.

რძის პრო­დუქ­ტე­ბი

ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის პრო­დუქ­ტე­ბი მდი­და­რია კალ­ცი­უ­მით. ასე­ვე, ის შე­ი­ცავს D ვი­ტა­მინს. ორი­ვე მათ­გა­ნი კი ბავ­შვის იმუ­ნი­ტე­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ამას­თან, კალ­ცი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძვლის ჯან­მრთე­ლო­ბის, მისი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. კონ­კრე­ტუ­ლად, რა რა­ო­დე­ნო­ბით კალცს და ვი­ტა­მი­ნებს შე­ი­ცავს რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ამის შე­სა­ხებ „ნი­კო­რას“ „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელს მივ­მარ­თეთ.

მისი თქმით, ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი რო­გორც კალ­ცი­უ­მის, ისე პრო­ტე­ი­ნე­ბი­სა და კა­ლი­უ­მის­შემ­ცვე­ლია.

„გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის ცნო­ბი­ლია. ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის პრო­დუქ­ტი კალ­ცი­უ­მის ნამ­დვი­ლი სა­ბა­დოა. 100 გრამ რძე­ში 125 მი­ლიგ­რა­მი კალ­ცი­უ­მი უნდა იყოს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლის და რძის სხვა პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბაც, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის დღი­ურ ნორ­მას შე­ავ­სებს“, - აღ­ნიშ­ნავს „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

თუ ბავ­შვი დღე­ში ერთ ჭიქა ნა­ტუ­რა­ლურ რძეს მი­ი­ღებს, გა­მო­დის, რომ ის 300 მი­ლიგ­რამ კალ­ცი­უმს აით­ვი­სებს. რძის პრო­დუქ­ტე­ბი ასე­ვე შე­ი­ცავს ვი­ტა­მინ A-ს, მაგ­ნი­უმს და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ვი­ტა­მი­ნებს.

მზია
0

ეს ,,ნიკორას'' რეკლამა უფროა მგონი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

როგორც COVID-19-ის, ისე სხვა სეზონური ვირუსებისგან თავის დასაცავად, მედიკოსების რეკომენდაციით, ჯანსაღი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. უჯრედისით გაჯერებული საკვები მთელი რიგი ვიტამინებისა და მინერალების წყაროა, რაც იმუნიტეტის გაძლიერებაში გვეხმარება.

ბავშვებში იმუნიტეტის გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით მშობლების მხრიდან ბევრი შეკითხვა ისმება. საბოლოო ჯამში კი იმ პასუხამდე მივდივართ, რომ ჯანსაღი კვება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება ყველაფრის გასაღებია.

ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ რაციონი მრავალფეროვანი პროდუქტებით შევავსოთ და განსაკუთრებული ყურადღება ხილსა დ ბოტსნეულზე გავამახვილოთ.

საინტერესოა, რა ძირითადი პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ იმუნიტეტი არ დაუსუსტდეს?

გთავაზობთ მათ მოკლე ჩამონათვალს:

ხილი და ბოსტნეული

რეკომენდებულია, ხილის და ბოსტნეულის სეზონური პროდუქტებით ვიკვებოთ. მიმდინარე სეზონზე აქტუალურია ციტრუსები, კივი, ბანანი, ვაშლი, რომლებიც დიდი რაოდენობით C ვიტამინს, A და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავენ.

რაც შეეხება ბოსტნეულს, დიდი რაოდენობით ვიტამინების წყაროა ისპანახი, სტაფილო, ბროკოლი, ხახვი, ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე ბარდა, ჯინჯერი, წითელი კომბოსტო და სხვა.

ბავშვები ბოსტნეულის სიყვარულით არ გამოირჩევიან ამიტომ შეგვიძლია, მათთვის მხიარული კომბინაციები ავაწყოთ ან თავად ჩავრთოთ კერძის მომზადებაში, რომ შემდეგ დაგემოვნების ხალისი გაუჩნდეთ.

ორაგული

ომეგა-3 ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას გაჯანსაღებაში ეხმარება. უმნიშვნელოვანესია, ბავშვების დაბალანსებულ კვებაში ისიც საკმარისი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი.

როგორც ომეგა-3-ის, ისე B ვიტამინის, ფოსფორის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების მიღება ნორვეგიული ორაგულით არის შესაძლებელი. სწორედ ამ სახეობის ორაგულს უწევენ ექიმები ყველაზე მეტად რეკომენდაციას. სასურველია, ოკეანის ორაგული კვირაში 1-2-ჯერ მივირთვათ როგორც ბავშვებმა, ისე მოზრდილებმა (თუ ექიმის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ გვაქვს), რათა მისგან შესაბამისი სარგებელი მივიღოთ.ორაგულის სასარგებლო თვისებებს შორის არის სისხლის დათხელების უნარიც, რაც თავის მხრივ, თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს. გარდა ამისა, თევზის ქონი აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმებისდონეს და ზრდის კარგი ქოლერტერინის დონეს.

ნორვეგიული ორაგული საქართველოში „ნიკორას“ შვილობილ კომპანია „ოკეანეს“ შემოაქვს. როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, იმისათვის რომ ამ პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ აუცილებელია თევზი შესაბამის გარემო პირობებში იყოს გაზრდილი. კერძოდ კი, მხოლოდ ჩრდილოეთის ცივ, თავისუფალ წყლებში გაზრდილი ორაგულიაყველაზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლო თვისების მატარებელი.

„100 გრამი ნორვეგიული ორაგული საშუალოდ, 201 კალორიას შეიცავს, ამიტომ ჯანსაღად კვების დროს ის საუკეთესო არჩევანია. ორაგული - ეს მენდელეევის ტაბულაა ერთ პროდუქტში, რომელიც მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის ყველა სასარგებლო და საჭირო ელემენტებით. ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც ფილეს სახით ასევე სასუფრედ დაჭრილი შეფუთულ მდგომარეობაში. ორივე მათგანი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებასა და იმ ვიტამინებს, რაც ადამიანის ორგანიზმმა აუცილელად უნდა მიიღოს“, - აღნიშნავს „ოკეანის“ წარმომადგენელი.

ოკეანის ორაგული, რომელიც ბუნებრივად არის გაზრდილი და არა წყალსაცავში გამოყვანილი ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევა. ის პროტეინების წყაროა და როგორც ბავშვისასევე მოზრდილების იმუნურ სისტემაზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

ნიგოზი

ნიგოზი, რომლის გემოც ბავშვების უმეტესობას უყვარს, სასარგებლო ცხიმებს შეიცავს და ომეგა-3--ის მდიდარ წყაროს წარმოადგენს. ის ასევე შეიცავს ბიოტინს, მანგანუმს, ვიტამინ E-ს, B6-სა და სხვა ჯგუფის ვიტამინებს.

ნიგოზი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს ნაწლავების სიჯანსაღეს, ამცირებს მე-2 ტიპის დიაბეტის რისკებს და სისხლის წნევის რეგულირებაში გვეხმარება.

ასევე, ნიგოზი დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირების დაჩქარებასთან. ცხადია, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი იმუნური სისტემის დაქვეითებასაც უშლის ხელს.

რძის პროდუქტები

ნატურალური რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით. ასევე, ის შეიცავს D ვიტამინს. ორივე მათგანი კი ბავშვის იმუნიტეტისთვის აუცილებელია.

ამასთან, კალცი მნიშვნელოვანია ძვლის ჯანმრთელობის, მისი ზრდა-განვითარებისთვის. კონკრეტულად, რა რაოდენობით კალცს და ვიტამინებს შეიცავს რძის პროდუქტები, ამის შესახებ „ნიკორას“ „დღის პროდუქტების“ წარმომადგენელს მივმართეთ.

მისი თქმით, ნატურალური, საქართველოში დამზადებული რძის პროდუქტები როგორც კალციუმის, ისე პროტეინებისა და კალიუმისშემცველია.

„განსაკუთრებით ბავშვებში რძის პროდუქტების მოხმარება რომ აუცილებელია, ეს ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია. ნატურალური რძის პროდუქტი კალციუმის ნამდვილი საბადოა. 100 გრამ რძეში 125 მილიგრამი კალციუმი უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია ყველის და რძის სხვა პროდუქტების მოხმარებაც, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმში კალციუმის დღიურ ნორმას შეავსებს“, - აღნიშნავს „დღის პროდუქტების“ წარმომადგენელი.

თუ ბავშვი დღეში ერთ ჭიქა ნატურალურ რძეს მიიღებს, გამოდის, რომ ის 300 მილიგრამ კალციუმს აითვისებს. რძის პროდუქტები ასევე შეიცავს ვიტამინ A-ს, მაგნიუმს და სხვა მნიშვნელოვან ვიტამინებს.

REDMED საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ქვეყანაში ციფრულად აბრუნებს

ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, "ფოთი მოლი" გახსნა

რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია