მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-მა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა - რას ედავებიან დაკავებულებს?
სუს-მა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა - რას ედავებიან დაკავებულებს?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოთხი პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ჯგუ­ფის მიერ დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ჯგუ­ფუ­რად ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­ხელ­წი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქ. თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ჯგუ­ფუ­რად ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, ოთხი პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ 2020 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთი ბაგა-ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა, ბაგა-ბა­ღის მო­სა­წყო­ბად, მო­ქა­ლა­ქეს­თან გა­ა­ფორ­მა 170 400 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, 12 თვი­ა­ნი იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სა­წყის ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად 28 000 ლა­რის, ხოლო ყო­ველ­თვი­უ­რად 2 400 ლა­რის გა­დახ­და მო­თხო­ვა. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა მე­ი­ჯა­რეს გა­ა­ფორ­მე­ბი­ნეს ფიქ­ტი­უ­რი სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ცა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით გა­და­სა­ცე­მი თან­ხის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. 2020 წლის 26 ნო­ემ­ბერს მე­ი­ჯა­რემ მო­ქა­ლა­ქეს გა­დას­ცა თან­ხის ნა­წი­ლი 16 400 ლარი, რის შემ­დგო­მაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო", - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მებაღე :)
9

და რას იღებდა იჯარით, მთლიან შენობას? ვერ გავიგე? ტიპს ფული მისცენ იქირავე შენობა და ბაღი გახსენიო? თან ამ პანდემიის დროს? 

იორამი
0

გაუგებარი სქემაა, ან გაუგებრადაა აღწერილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სუს-მა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა - რას ედავებიან დაკავებულებს?

სუს-მა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა - რას ედავებიან დაკავებულებს?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის პირველ სექტემბერს ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორმა, ბაგა-ბაღის მოსაწყობად, მოქალაქესთან გააფორმა 170 400 ლარის ღირებულების, 12 თვიანი იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, საწყის ეტაპზე ერთჯერადად 28 000 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 2 400 ლარის გადახდა მოთხოვა. დანაშაულებრივი გზით მოთხოვნილი თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მეიჯარეს გააფორმებინეს ფიქტიური სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა დანაშაულებრივი გზით გადასაცემი თანხის კანონიერება. 2020 წლის 26 ნოემბერს მეიჯარემ მოქალაქეს გადასცა თანხის ნაწილი 16 400 ლარი, რის შემდგომაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა

"ის იყო უნდა მერწმუნა "ოცნების" ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა" - ხვალ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება