პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოდებით დასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს" - მაია ცქიტიშვილი
"ველოდებით დასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს" - მაია ცქიტიშვილი

ვე­ლო­დე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის, მათ შო­რის თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის სი­ებს შე­სა­ბა­მი­სი ბიზ­ნე­სი­დან იმის­თვის, რომ კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მა და­ი­წყოს, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც ცქი­ტიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, თვით­და­საქ­მე­ბულ პი­რებს, რომ­ლებ­საც აქვთ სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, სეს­ხის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის ნა­წილ­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

„დე­კემ­ბრის და იან­ვრის შე­ზღუდ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც არის სა­ვაჭ­რო ქსე­ლის­თვის და სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი, ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ ყვე­ლა და­საქ­მე­ბულ პირს, მათ შო­რის, თვით­და­საქ­მე­ბულ პირს 300-ლა­რი­ა­ნი სა­კომ­პენ­სა­ციო პა­კე­ტი და ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შო­რის. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის და მათ შო­რის არა­ფორ­მა­ლუ­რად და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის სი­ებს შე­სა­ბა­მი­სი ბიზ­ნე­სი­დან იმის­თვის, რომ კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მა და­ი­წყოს რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და დე­კემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

ისე­ვე რო­გორც შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს, ახ­ლაც იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვენ, ვთა­ვა­ზობთ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში 1200-ლა­რი­ან კომ­პენ­სა­ცი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გა­ცე­მუ­ლი თვე­ში 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ბან­კებ­თან ერ­თად ვეც­დე­ბით, რომ და­ვეხ­მა­როთ იმ თვით­და­საქ­მე­ბულ პი­რებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სა­ვაჭ­რო სექ­ტორ­ში და ბაზ­რო­ბებ­ზე ან სა­რეს­ტორ­ნო სექ­ტორ­ში, ვი­საც აქვთ სა­ბან­კო კრე­დი­ტე­ბი და სჭირ­დე­ბათ ბან­კებ­თან დახ­მა­რე­ბა, რათა მოხ­დეს მათი სეს­ხე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია,“ - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ველოდებით დასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს" - მაია ცქიტიშვილი

"ველოდებით დასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს" - მაია ცქიტიშვილი

ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, სესხის რესტრუქტურიზაციის ნაწილში დაეხმარებიან.

„დეკემბრის და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც არის სავაჭრო ქსელისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის, თვითდასაქმებულ პირს 300-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. ჩვენ ველოდებით დასაქმებული პირების და მათ შორის არაფორმალურად დასაქმებული პირების, თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და დეკემბრის განმავლობაში განხორციელდეს.

ისევე როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, ახლაც იმ მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა, სამსახურს დაკარგავენ, ვთავაზობთ ამ პერიოდის განმავლობაში 1200-ლარიან კომპენსაციას, რომელიც იქნება გაცემული თვეში 200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

ბანკებთან ერთად ვეცდებით, რომ დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო სექტორში და ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, ვისაც აქვთ საბანკო კრედიტები და სჭირდებათ ბანკებთან დახმარება, რათა მოხდეს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"სანამ მედიცინა არ დაამარცხებს კორონავირუსს, ეკონომიკა მედიცინის მძევლად დარჩება" - როგორ აფასებს ლადო პაპავა მთავრობის ახალ რეგულაციებს

ნადვილი შავი პარასკევი "AllWine.ge"-ზე!

როგორ დაეხმარება მთავრობა სხვადასხვა ბიზნესსა და დასაქმებულებს - "ბიუჯეტს დახმარების პორტფელი 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება"