სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა არაზუსტად განსაზღვრეს - მეცნიერები ახალი მასშტაბური კვლევის ჩატარებას გეგმავენ
AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა არაზუსტად განსაზღვრეს - მეცნიერები ახალი მასშტაბური კვლევის ჩატარებას გეგმავენ

AstraZeneca-სა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა შე­საძ­ლოა, არა­ზუს­ტად გან­სა­ზღვრეს. ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ნი­უ­სი“ წერს. ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­სულ ორ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნდა და მას­ში ნათ­ქვა­მი იყო. რომ ეფექ­ტუ­რო­ბა 90-%-ზე მეტს შე­ად­გენ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უჩ­ვე­უ­ლო რამ გა­ირ­კვა - ვაქ­ცი­ნა 90%-ზე უფრო ეფექ­ტუ­რი იყო კვლე­ვა­ში ჩარ­თულ ადა­მი­ან­თა იმ ჯგუფ­ში, რომ­ლებ­მაც მისი შე­და­რე­ბით მცი­რე დოზა მი­ი­ღეს - პირ­ველ ეტაპ­ზე ნა­ხე­ვა­რი დოზა, ხოლო შემ­დეგ ეტაპ­ზე, მთლი­ა­ნი დოზა.

კვლე­ვა­ში ჩარ­თულ იმ ჯგუფ­ში კი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებ­მა ვაქ­ცი­ნის უფრო მეტი, კერ­ძოდ კი ორი სრუ­ლი დოზა მი­ი­ღეს, ვაქ­ცი­ნამ ნაკ­ლე­ბი ეფექ­ტუ­რო­ბა აჩ­ვე­ნა - 62%. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

AstraZeneca-ს ბი­ო­ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მენე პე­გა­ლო­სი "რო­ი­ტერსთან“ ამ­ბობს, რომ ვაქ­ცი­ნის კვლე­ვა­ში ჩარ­თულ­მა ზო­გი­ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ "არას­წო­რი დოზა" მი­ი­ღო, თუმ­ცა ის ყო­ვე­ლი­ვეს "სა­სარ­გებ­ლო შეც­დო­მას" უწო­დებს.

გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მაც. მათი თქმით, ზო­გი­ერთ საც­დელ ფლა­კონ­ში არ იყო ვაქ­ცი­ნის სწო­რი კონ­ცენ­ტრა­ცია.

ექ­სპერტთა თქმით, ვაქ­ცი­ნის მცი­რე დოზა მი­ი­ღო მო­ხა­ლი­სე­თა შე­და­რე­ბით მცი­რე ჯგუფ­მა - 2 741-მა ადა­მი­ან­მა, სწო­რედ ამის გამო მისი ეფექ­ტუ­რო­ბის ზუს­ტი გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამას­თან, კვლე­ვა­ში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ მხო­ლოდ 55 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი და რო­გორც ცნო­ბი­ლია, მათი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა უფრო ძლი­ე­რია, ამი­ტო­მაც ვაქ­ცი­ნის ზუს­ტი ეფექ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნას ამა­ნაც შე­უ­შა­ლა ხელი.

"ბლუმ­ბერ­გის" ცნო­ბით, AstraZeneca-სა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ შექ­მნილ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ტენ­ცი­ურ ვაქ­ცი­ნა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახალ გლო­ბა­ლურ კლი­ნი­კურ ცდას ჩა­ა­ტა­რე­ბენ. ამის შე­სა­ხებ AstraZeneca-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა პას­კალ სო­რი­ოტ­მა Bloomberg-ს გა­ნუ­ცხა­და.

კვლე­ვის მი­ზა­ნი ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბის ზუს­ტი გან­სა­ზღვრა იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tbilisi
4

შეშფოთებული ვარ! მოვუწიდებ AstraZeneca-ს გამოასწოროს ხარვეზები, დაიცვას რეგულაციები და კანონის უზენაესობა.

აუცილებელია AstraZeneca დარჩეს ევროპული ფასეულობების და ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული, შეინარჩუნოს კორონავისუსთან ბრძოლის დასავლური სულისკვეთება!

ყურადღებით დავაკვირდები მოვლენებს და შეფასებას მივცემ მათ საქმიანობას!

 

P.S. სულ მინდოდა ასეთი რამის თქმა. ყველა მსურველს შეუძლია ხელი მოაწეროს ამ მშფოთვარე განცხადებას და იგრძნოს თავი ევროპელად!

აკი
0

ჩემი მტერი გენდოთ თქვენ, ვერა ხართ ნორმალურ ჭკუაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა არაზუსტად განსაზღვრეს - მეცნიერები ახალი მასშტაბური კვლევის ჩატარებას გეგმავენ

AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა არაზუსტად განსაზღვრეს - მეცნიერები ახალი მასშტაბური კვლევის ჩატარებას გეგმავენ

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტურობა შესაძლოა, არაზუსტად განსაზღვრეს. ამის შესახებ "ევრონიუსი“ წერს. ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს გამოქვეყნდა და მასში ნათქვამი იყო. რომ ეფექტურობა 90-%-ზე მეტს შეადგენდა.

მოგვიანებით კი უჩვეულო რამ გაირკვა - ვაქცინა 90%-ზე უფრო ეფექტური იყო კვლევაში ჩართულ ადამიანთა იმ ჯგუფში, რომლებმაც მისი შედარებით მცირე დოზა მიიღეს - პირველ ეტაპზე ნახევარი დოზა, ხოლო შემდეგ ეტაპზე, მთლიანი დოზა.

კვლევაში ჩართულ იმ ჯგუფში კი, სადაც ადამიანებმა ვაქცინის უფრო მეტი, კერძოდ კი ორი სრული დოზა მიიღეს, ვაქცინამ ნაკლები ეფექტურობა აჩვენა - 62%. შესაბამისად, სამეცნიერო წრეებში აღნიშნულმა ფაქტმა კითხვები გააჩინა.

AstraZeneca-ს ბიოფარმაცევტული საშუალებების კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელი მენე პეგალოსი "როიტერსთან“ ამბობს, რომ ვაქცინის კვლევაში ჩართულმა ზოგიერთმა მონაწილემ "არასწორი დოზა" მიიღო, თუმცა ის ყოველივეს "სასარგებლო შეცდომას" უწოდებს.

განცხადება გააკეთეს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. მათი თქმით, ზოგიერთ საცდელ ფლაკონში არ იყო ვაქცინის სწორი კონცენტრაცია.

ექსპერტთა თქმით, ვაქცინის მცირე დოზა მიიღო მოხალისეთა შედარებით მცირე ჯგუფმა - 2 741-მა ადამიანმა, სწორედ ამის გამო მისი ეფექტურობის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი იყო. ამასთან, კვლევაში ჩართულნი იყვნენ მხოლოდ 55 წლამდე ადამიანები და როგორც ცნობილია, მათი იმუნური სისტემა უფრო ძლიერია, ამიტომაც ვაქცინის ზუსტი ეფექტურობის დადგენას ამანაც შეუშალა ხელი.

"ბლუმბერგის" ცნობით, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე, სავარაუდოდ, ახალ გლობალურ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ. ამის შესახებ AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg-ს განუცხადა.

კვლევის მიზანი ვაქცინის ეფექტურობის ზუსტი განსაზღვრა იქნება.

რა გაფრთხილება მისცა ინტერპოლმა 194 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა