პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ
"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სადა ხართ, ლა­მაზ­მა­ნე­ბო,/ მო­დით, და­მათ­ვრეთ ბუ­ნე­ბით,/ ამივ­სეთ ტუ­ჩის ყუ­ლა­ბა/ მაგ კოც­ნის უზალ­თუ­ნე­ბით./ თო­რემ ვბერ­დე­ბით და გულ­მაც/ ლო­დი­ნის შხა­მი და­ლია./ აუუ, რა კარ­გი დღე არის!/ ეჰე­ეე, რამ­დე­ნი ქა­ლია!" - იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი

მას­ზე ამ­ბო­ბენ, ქა­ლებს წიგ­ნებს ადა­რებ­და და ამ­ბობ­და, - რო­გორც ქა­ლის გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა სა­ხე­ტი­ა­ლოდ, ისე - წიგ­ნე­ბი­საც, თო­რემ ერ­თი­ცა და მე­ო­რეც გაც­ვე­თი­ლი დაბ­რუნ­დე­ბაო. ზო­გი­ერ­თის­თვის იგი "კოც­ნის პო­ე­ტი" იყო, ზო­გის­თვის კი - "მოც­ლი­ლი ქა­ლე­ბი­სა". მე კი მგო­ნია, სა­დაც სი­ლა­მა­ზეს და­ი­ნა­ხავ­და, ყვე­ლა­ფე­რი უყ­ვარ­და. ამი­ტო­მაც ეტ­რფო­და და უმ­ღერ­და ერ­თნა­ი­რი ეშ­ხით თბი­ლის­საც და ლა­მაზ ქა­ლებ­საც - მკვლე­ვა­რიც იყო და უნი­კა­ლუ­რი წიგნთსა­ცა­ვის მე­პატ­რო­ნეც, სა­ბავ­შვო მწე­რა­ლიც და ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის მო­ა­მა­გეც, თბი­ლი­სუ­რი ლექ­სი­კო­ნის შემ­დგე­ნე­ლიც, თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტიც და, შე­საძ­ლოა, მე­ქალ­თა­ნეც ან... იქ­ნებ, ქა­ლე­ბი მას შე­მოქ­მე­დე­ბით მუ­ზად სჭირ­დე­ბო­და...იო­სებ მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი 1889 წლის 24 აპ­რილს თბი­ლი­სის ერთ-ერთ ძველ უბან­ში - ხარ­ფუხ­ში და­ი­ბა­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლექ­სე­ბის წერა რომ და­ი­წყო, ფსევ­დო­ნი­მად მა­მის სა­ხე­ლი - გრი­შა აირ­ჩია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლად გა­ეც­ნო...ერთხელ, წლე­ბის წინ, მას­ზე სა­უბ­რი­სას მწე­რალ­მა და მთარ­გმნელ­მა, ბა­ტონ­მა გივი შაჰნა­ზარ­მა მი­თხრა, XX სა­უ­კუ­ნის ათას­წლე­უ­ლის სატ­რფი­ა­ლო ლი­რი­კის ეს თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მეტ­რფე "მე­სი­ჯუ­რი დი­ა­ლო­გით" სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნას რომ მოს­წრე­ბო­და, ნამ­დვი­ლად გული გა­უს­კდე­ბო­და. ის ხომ ცო­ცხა­ლი გან­ცდას ეტ­რფო­და და არა - ვირ­ტუ­ა­ლურ­სო!

  • "ჩემი აღ­მარ­თი მი­გაჩ­ნდა ვა­კედ, როცა გიყ­ვარ­დი... როცა გიყ­ვარ­დი"

იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი ხარ­ფუ­ხის თით­ქმის კენ­წე­რო­ში ცხოვ­რობ­და. მისი სახ­ლის იქით გზა თრი­ა­ლე­თის კლდის­კენ იწყე­ბო­და და ბი­ლი­კე­ბი შინ­დი­სი­სა და ტა­ბახ­მე­ლის­კენ გა­დი­ო­და. აქ, გრი­შაშ­ვი­ლის ძველ უბან­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად მისი სახლ-მუ­ზე­უ­მია უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კით, ნივ­თე­ბით, რო­მე­ლიც პო­ეტ­მა უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ას, ყო­ველ­წლი­უ­რად, მის და­ბა­დე­ბის დღეს, თურ­მე, ეწყო­ბო­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და. "ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავ­დით, რო­გორ იც­ვლე­ბო­და იმ ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ხარ­ფუხ­ში ამობ­რძა­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც უკვე ჭარ­მაგ ასაკ­ში იყ­ვნენ. ზო­გი­ერ­თე­ბი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბიც კი, არ ერი­დე­ბოდ­ნენ, იმ აღ­მარ­თებ­ზე სი­ა­რულს ბე­დავ­დნენ და მა­ინც ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ღა­მო­ებს. ჩვენ - ახალ­გაზ­რდე­ბი, ერთი მხრივ, მო­ნუს­ხუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით მათი სი­ლა­მა­ზი­თა და მშვე­ნი­ე­რე­ბით, მე­ო­რე მხრივ კი, ვგრძნობ­დით, რომ დრო არის სწრაფ­მა­ვა­ლი და სევ­და და დრო­ის ასე­თი სი­სას­ტი­კე ზღვა გან­ცდებს ბა­დებ­და ჩვენ­ში", - მი­ამ­ბობ­და გივი შაჰნა­ზა­რი. ეს სწო­რედ ის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იყ­ვნენ, რო­მელთ7ა ნა­წილ­საც ოდეს­ღაც იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი ეტ­რფო­და, და ეს სწო­რედ ის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც იო­სებ გრი­შაშ­ვილს ეტ­რფოდ­ნენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სადა ხართ, ლამაზმანებო,/ მოდით, დამათვრეთ ბუნებით,/ ამივსეთ ტუჩის ყულაბა/ მაგ კოცნის უზალთუნებით./ თორემ ვბერდებით და გულმაც/ ლოდინის შხამი დალია./ აუუ, რა კარგი დღე არის!/ ეჰეეე, რამდენი ქალია!" - იოსებ გრიშაშვილი

მასზე ამბობენ, ქალებს წიგნებს ადარებდა და ამბობდა, - როგორც ქალის გაშვება არ შეიძლება სახეტიალოდ, ისე - წიგნებისაც, თორემ ერთიცა და მეორეც გაცვეთილი დაბრუნდებაო. ზოგიერთისთვის იგი "კოცნის პოეტი" იყო, ზოგისთვის კი - "მოცლილი ქალებისა". მე კი მგონია, სადაც სილამაზეს დაინახავდა, ყველაფერი უყვარდა. ამიტომაც ეტრფოდა და უმღერდა ერთნაირი ეშხით თბილისსაც და ლამაზ ქალებსაც - მკვლევარიც იყო და უნიკალური წიგნთსაცავის მეპატრონეც, საბავშვო მწერალიც და ქართული თეატრის მოამაგეც, თბილისური ლექსიკონის შემდგენელიც, თბილისის კოლორიტიც და, შესაძლოა, მექალთანეც ან... იქნებ, ქალები მას შემოქმედებით მუზად სჭირდებოდა...იოსებ მამულაიშვილი 1889 წლის 24 აპრილს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - ხარფუხში დაიბადა, მოგვიანებით, ლექსების წერა რომ დაიწყო, ფსევდონიმად მამის სახელი - გრიშა აირჩია და საზოგადოებასაც იოსებ გრიშაშვილად გაეცნო...ერთხელ, წლების წინ, მასზე საუბრისას მწერალმა და მთარგმნელმა, ბატონმა გივი შაჰნაზარმა მითხრა, XX საუკუნის ათასწლეულის სატრფიალო ლირიკის ეს თავგადაკლული მეტრფე "მესიჯური დიალოგით" სიყვარულის ახსნას რომ მოსწრებოდა, ნამდვილად გული გაუსკდებოდა. ის ხომ ცოცხალი განცდას ეტრფოდა და არა - ვირტუალურსო!

  • "ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ, როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი"

იოსებ გრიშაშვილი ხარფუხის თითქმის კენწეროში ცხოვრობდა. მისი სახლის იქით გზა თრიალეთის კლდისკენ იწყებოდა და ბილიკები შინდისისა და ტაბახმელისკენ გადიოდა. აქ, გრიშაშვილის ძველ უბანში, სადაც ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია უნიკალური ბიბლიოთეკით, ნივთებით, რომელიც პოეტმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, ყოველწლიურად, მის დაბადების დღეს, თურმე, ეწყობოდა შემოქმედებითი კონფერენციები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. "ათწლეულების განმავლობაში ვხედავდით, როგორ იცვლებოდა იმ ულამაზესი ქალბატონების ხარფუხში ამობრძანება, რომლებიც უკვე ჭარმაგ ასაკში იყვნენ. ზოგიერთები, ღრმად მოხუცებულებიც კი, არ ერიდებოდნენ, იმ აღმართებზე სიარულს ბედავდნენ და მაინც ყოველთვის ესწრებოდნენ საღამოებს. ჩვენ - ახალგაზრდები, ერთი მხრივ, მონუსხულები ვიყავით მათი სილამაზითა და მშვენიერებით, მეორე მხრივ კი, ვგრძნობდით, რომ დრო არის სწრაფმავალი და სევდა და დროის ასეთი სისასტიკე ზღვა განცდებს ბადებდა ჩვენში", - მიამბობდა გივი შაჰნაზარი. ეს სწორედ ის ქალბატონები იყვნენ, რომელთ7ა ნაწილსაც ოდესღაც იოსებ გრიშაშვილი ეტრფოდა, და ეს სწორედ ის ქალბატონები იყვნენ, რომლებიც ოდესღაც იოსებ გრიშაშვილს ეტრფოდნენ. გააგრძელეთ კითხვა