პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო" - რას წერს მაია ნიკოლეიშვილი
"24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო" - რას წერს მაია ნიკოლეიშვილი

ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის მამა კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"24 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 34 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ­გან ერთი მა­მა­ჩე­მი იყო: მორ­წმუ­ნე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, გი­ორ­გი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი-უბ­რა­ლოდ, მა­მა­ჩე­მი. გა­გა­ნია კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, თვი­თონ პარ­ტი­ის წევ­რი, მას­წავ­ლი­და, ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის თქვიო: "დავ­წვე­ბი, და­მე­ძი­ნე­ბა, პირ­ჯვა­რი და­მე­წე­რე­ბა, ცხრა ხატი, ცხრა ან­გე­ლო­ზი სას­თუ­მალს და­მე­ფი­ნე­ბა".

დღეს უკა­ნას­კნელ მი­წი­ერ გზა­ზე გა­ვა­ცი­ლეთ. მის სულს გრძე­ლი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. . . შეგ­ნე­ბუ­ლად არ შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ ახ­ლობ­ლებს. ვინც მა­ინც გა­ი­გო, ვთხო­ვე, არ მო­სუ­ლიყ­ვნენ, ხალ­ხის შეკ­რე­ბით ადა­მი­ა­ნის დას­ნე­ბოვ­ნე­ბის ცოდ­ვას ვერ და­ვი­დებ­დით კი­სერ­ზე, ერთი პა­ტა­რა სან­თე­ლი და­უნ­თეთ-მეთ­ქი, სახ­ლში. ამა­ზე დიდი მად­ლი მა­მას­თვის რა იქ­ნე­ბა!...

აკა­დე­მი­კო­სი ელ­გუ­ჯა შა­ფა­ქი­ძე, მა­მას მე­გო­ბა­რი, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი თხოვ­ნი­სა, მა­ინც მო­ვი­და დაკ­რძალ­ვა­ზე, გა­რეთ, მო­შო­რე­ბით დავ­დგე­ბი, ძმა­კა­ცი იყო ჩე­მიო! რამ­დე­ნი მო­ნოგ­რა­ფია და სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი გა­მოს­ცეს ერ­თად ამ ბოლო წლებ­ში! ახლა, ია­პო­ნი­ა­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­უგ­ზავ­ნი­ათ ერ­თობ­ლი­ვი, სტა­ტია. ხუთ­შა­ბათს და­ი­ბეჭ­დე­ბაო, ბა­ტონ­მა ელ­გუ­ჯამ, მო­გაწ­ვდიო. რო­გორ უხა­რო­დათ ყვე­ლა ახა­ლი ნაშ­რო­მი! მამა ამ სტა­ტი­ას ვე­ღარ წა­ი­კი­თხავს. . .ვერც ასა­ვალ-და­სა­ვალს წა­ი­კი­თხავს შემ­დეგ ორ­შა­ბათს, რომ­ლის ყვე­ლა ნო­მერს ელო­და და ბო­ლომ­დე კი­თხუ­ლობ­და ორ­შა­ბათსვე, დი­ა­ლი­ზის დროს...გა­ა­ნათ­ლე, უფა­ლო, მა­მა­ჩე­მის სული . . ." - წერს მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
2

გითანაგრძნობთ, ღმერთმა აცხონოს.

გიორგი
0
გაანათლოს მისი სული უფალმა....
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო" - რას წერს მაია ნიკოლეიშვილი

"24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო" - რას წერს მაია ნიკოლეიშვილი

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს.

"24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მამაჩემი იყო: მორწმუნე მართლმადიდებელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გიორგი ნიკოლეიშვილი-უბრალოდ, მამაჩემი. გაგანია კომუნისტების დროს, თვითონ პარტიის წევრი, მასწავლიდა, ძილის წინ ყოველთვის თქვიო: "დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სასთუმალს დამეფინება".

დღეს უკანასკნელ მიწიერ გზაზე გავაცილეთ. მის სულს გრძელი გზა აქვს გასავლელი. . . შეგნებულად არ შევატყობინეთ ახლობლებს. ვინც მაინც გაიგო, ვთხოვე, არ მოსულიყვნენ, ხალხის შეკრებით ადამიანის დასნებოვნების ცოდვას ვერ დავიდებდით კისერზე, ერთი პატარა სანთელი დაუნთეთ-მეთქი, სახლში. ამაზე დიდი მადლი მამასთვის რა იქნება!...

აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, მამას მეგობარი, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაინც მოვიდა დაკრძალვაზე, გარეთ, მოშორებით დავდგები, ძმაკაცი იყო ჩემიო! რამდენი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი გამოსცეს ერთად ამ ბოლო წლებში! ახლა, იაპონიაში, კონფერენციაზე გაუგზავნიათ ერთობლივი, სტატია. ხუთშაბათს დაიბეჭდებაო, ბატონმა ელგუჯამ, მოგაწვდიო. როგორ უხაროდათ ყველა ახალი ნაშრომი! მამა ამ სტატიას ვეღარ წაიკითხავს. . .ვერც ასავალ-დასავალს წაიკითხავს შემდეგ ორშაბათს, რომლის ყველა ნომერს ელოდა და ბოლომდე კითხულობდა ორშაბათსვე, დიალიზის დროს...გაანათლე, უფალო, მამაჩემის სული . . ." - წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

"გადაჭედილი" ტრანსპორტი დღის ბოლოს - "ღია კარებით დადიან და შიგნით ჭყლეტაა"

"ვირუსი პნევმონიით გამირთულდა, მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ... არასოდეს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი" -  რას წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქზე"

"გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, ვინც ისარგებლეთ "თრეველერ.ჯის" მომსახურებით! დაგვეხმარეთ სამართალის ძიებაში!" - რას წერს შატილის ავარიას გადარჩენილი